მსოფლიო ბანკი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ r2.6.4) (ბოტის დამატება: zu:IBhange woMhlaba |
მ r2.6.4) (ბოტის შეცვლა: kk:Дүниежүзілік банк |
||
ხაზი 53: | ხაზი 53: | ||
[[it:Banca Mondiale]] |
[[it:Banca Mondiale]] |
||
[[ja:世界銀行]] |
[[ja:世界銀行]] |
||
[[kk: |
[[kk:Дүниежүзілік банк]] |
||
[[ko:세계은행]] |
[[ko:세계은행]] |
||
[[krc:Дуния банк]] |
[[krc:Дуния банк]] |
04:23, 10 აპრილი 2012-ის ვერსია
მსოფლიო ბანკის ჯგუფი შეიქმნა 1944 წელს 28 სახელმწიფოს მიერ ბრეტონ-ვუდსის შეთანხმების ხელმოწერის შედეგად. იმავე შეთანხმებით შეიქმნა საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ბანკის შტაბ-ბინა მდებარეობს ვაშინგტონში, აშშ.
მსოფლიო ბანკის მთავარ ამოცანას შეადგენს განვითარებად ქვეყნებში სტაბილური ეკონომიკური ზრდისთვის ხელშეწყობა და სიღარიბის დონის შემცირება. ორგანიზაციის პრიორიტეტებია სტრუქტურული რეფორმები: ვაჭრობის ლიბერალიზაცია, პრივატიზაცია, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების რეფორმა, ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში. მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის მთავარი უპირატესობა დახმარების მიმღები ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთებია სესხებზე სხვა საერთაშორისო კრედიტორებთან შედარებით. მსოფლიო ბანკის კრედიტებს მოჰყვება სამთავრობათშორისო სესხებიც, რაც მნიშვნელოვანწილად ზრდის მიმღები ქვეყნის საკრედიტო რეიტინგს კერძო ინვესტორებისთვის.
მსოფლიო ბანკის სავალუტო ფონდისგან ძირითადი განსხვავებაა ბანკის პრიორიტეტი გრძელვადიან დახმარებაზე მხოლოდ განვითარებადი ქვეყნებისთვის, მაშინ როცა სავალუტო ფონდის ძირითადი ამოცანა დროებითი ფინანსური კრიზისების აღმოფხვრაა ნებისმიერ ქვეყანაში.