კევინ ბეიკონი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6: ხაზი 6:
| სათაური = კევინ ბეიკონი [[2010|2010 წელს]]
| სათაური = კევინ ბეიკონი [[2010|2010 წელს]]
| დაბადების სახელი = კევინ ნორვუდ ბეიკონი
| დაბადების სახელი = კევინ ნორვუდ ბეიკონი
| დაბადების თარიღი = {{Birth date and age|mf=yes|1958|7|8}}
| დაბადების თარიღი = [[8 ივლისი]], [[1958]]
| დაბადების ადგილი = [[ფილადელფია]], [[აშშ]]
| დაბადების ადგილი = [[ფილადელფია]], [[აშშ]]
| გარდაცვალების თარიღი =
| გარდაცვალების თარიღი =
| გარდაცვალების ადგილი =
| გარდაცვალების ადგილი =
| სხვა სახელები=
| სხვა სახელები=
| შემოქმედების წლები = [[1978]]—დღემდე
| შემოქმედების წლები = [[1978]]–დღემდე
| მეუღლე= [[კირა სეჯვიკი]]
| მეუღლე= [[კირა სეჯვიკი]]
| საქმიანობა= მსახიობი
| საქმიანობა= [[მსახიობი]]<br />[[რეჟისორი]]<br />[[პროდიუსერი]]
| მშობლები =
| მშობლები =
| საცხოვრებელი ადგილი=
| საცხოვრებელი ადგილი=
| ვებგვერდი=
| ვებგვერდი=
| გამორჩეული როლები =
}}
}}



19:57, 9 აპრილი 2012-ის ვერსია

კევინ ბეიკონი
Kevin Bacon
საქმიანობა მსახიობი
რეჟისორი
პროდიუსერი
მეუღლე(ები) კირა სეჯვიკი

კევინ ნორვუდ ბეიკონი[1] (ინგლ. Kevin Norwood Bacon; დ. 8 ივლისი 1958, ფილადელფია, პენსილვანია, აშშ) — ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი. იგი ოქროს გლობუსისა და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს გამარჯვებულია, ასევე ემის პრემიის ნომინანტი[2].

ბიოგრაფია

კევინ ბეიკონი დაიბადა 1958 წელს ქალაქ ფილადელფიაში. დედამისი რუთ ჰილდა იყო დამწყები სკოლის მასწავლებელი და ლიბერალი აქტივისტი, ხოლო მამამისი ედმუნდ ბეიკონი (1910-2005) ცნობილი არქიტექტორი. 17 წლის ასაკში კევინმა სახლი მიატოვა რათა მსახიობი გამხდარიყო. იგი ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც მუშაობდა ბროდვეის თეატრში. 20 წლის ასაკში შედგა მისი დებიუტი სცენაზე. მოგვიანებით რამდენიმე წელი ღებულობდა პატარა როლებს. თავდაპირველად მონაწილეობას ღებულობდა სერიალებსა და მცირებიუჯეტიან ფილმებში.

კევინ ბეიკონის კინოდებიუტი შედგა 1978 წელს ფილმში „ცხოველთა სახლი“. დიდ ეკრანზე „შეიჭრა“ 1984 წელს, როდესაც ითამაშა ფილმშითავისუფლები“, რის შემდეგ პოპულარობა მოიპოვა. შემდეგ რამდენიმე ხნით კარიერაში ვარდნა განიცადა, მანამ სანამ ოლივერ სტოუნმა არ მიიწვია ფილმში „ჯონ ფ. კენედი. გასროლა დალასში“ (1991 წელი), რომელიც იყო მისთვის საეტაპო ფილმი. შემდგომ ბეიკონის კინოკარიერამ ისევ აღმავლობა განიცადა და ამჯერად დიდი ხნით. 1994 წელს მერილ სტიპთან ითამაშა ფილმში „ველური მდინარე“. ერთი წლის შემდეგ გამოდის ფილმი „აპოლონ 13“, რომელიც რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული კინოა და მოგვითხრობს ამერიკელ თავდადებულ კოსმონავტებზე. შემდეგ იყო კინოფილმები „უჩინმაჩინი“, „24 საათი“, „იდუმალი მდინარე“, „სად იმალება სიმართლე“, „ფროსტი ნიქსონის წინააღმდეგ“ და სხვ.

სხვადასხვა დროს თამაში მოუწია ჰოლივუდის ვარსკვლავებთან: ჯეკ ნიკოლსონთან, რობერტ დე ნიროსთან, ბრედ პიტთან, ტომ კრუზთან, შონ პენთან, ტომ ჰენქსთან, მერილ სტრიპთან, ჯულია რობერტსთან და ა.შ.

ამპლუა: დრამა, თრილერი, კომედია.

ფილმოგრაფია

წელი ფილმი როლი შენიშვნა
1978 ცხოველთა სახლი კიპი
1979 თავიდან დაწყება ქმარი
1979 ნიჭი ტედი
1980 მთლიანობაში გმირი 2-ე თინეიჯერი
1980 პარასკევი 13 ჯეკი
1981 მხოლოდ სიცილი დონი
1982 საჭაშნიკე ტიმოთი
1982 42-მე რიკი
1984 თავისუფლები რენი
1986 ბროკერი ჯეკი
1987 თეთრი წყლის ზაფხული ვიკი
1987 ხაზის დასასრული ევერეტი
1987 თვითმფრინავით, მატარებლით, მანქანით ტაქსის მგზავრი
1988 მას შვილი ეყოლება ჯეფერსონი
1989 დამნაშავეთა კანონი მარტინი
1989 დიდი სურათი ნიკი
1990 დედამიწის თრთოლა ვალენტინი
1990 კომაში დევიდი
1991 პირატები არი
1991 კუინზის ლოგიკა დენისი
1991 მან თქვა, მანაც თქვა დენი
1991 ჯონ ფ. კენედი. გასროლა დალასში ვილი
1991 პატარა ბიწიერი ნარატორი
1992 რამდენიმე კარგი ბიჭი ჯეკი
1994 დაუმარცხებელი ველური ჯიმი
1994 ველური მდინარე უეიდი
1995 მკვლელობა პირველი ხარისხის ჰენრი
1995 აპოლონი13 ჯეკი
1995 ბალტო ხმა
1996 მძინარენი შონი
1997 სრულყოფილების პორტრეტი სემი
1997 დანიშნულების ადგილი ყველგან მაიკი
1997 როგორია ტყუოდე ამერიკაში ბილი
1998 თხრილი ჩინეთში რიკი
1998 ველურობა რეი
1999 ექოს გამოძახილი ტომი
2000 ჩემი ძაღლი სკიპი ჯეკი
2000 ჩვენ დავქორწინდით მარგოზე ასრულებს თავის თავს
2000 უჩინმაჩინი სებასტიანი
2001 ნოვოკაინი ლენსი
2002 მახეში ჯო
2003 იდუმალი მდინარე შონი
2003 გაჭრა ჯონი
2004 მეტყევე უოლტერი
2004 გამოქვაბულში ბინადარი რონალდი
2005 საყვარელი ბიჭი მარტი აგრეთვე რეჟისორი
2005 სილამაზის სალონი ჯორჯი
2005 სად იმალება სიმართლე ლენი
2007 სასიკვდილო განაჩენი ნიკი
2007 გზა და კავშირი ტომი
2008 ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავ ლავი
2008 ფროსტი ნიქსონის წინააღმდეგ ჯეკ ბრენანი
2008 ანჯელოს გადარჩენა ბრენტი
2009 მაგიური შვიდეული ასრულებს თავის თავს
2009 ჩემი ერთადერთი დენი
2011 თეთრი სპილო ჯიმი
2011 სუპერი ჯოკი
2011 იქს-ადამიანები: პირველი კლასი სებასტიან შოუ
2011 ეს სულელური სიყვარული დევიდი
2013 R.I.P.D.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Gary Boyd Roberts. Ten Further Hollywood Figures (or Groups Thereof). New England Historic Genealogical Society. ციტირების თარიღი: January 2, 2008.
  2. კევინ ბეიკონის ჯილდოები IMDB