მონტევიდეო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის დამატება: ak:Montevideo
r2.7.2+) (ბოტის დამატება: gag:Montevideo
ხაზი 104: ხაზი 104:
[[fr:Montevideo]]
[[fr:Montevideo]]
[[fy:Montevideo]]
[[fy:Montevideo]]
[[gag:Montevideo]]
[[gd:Montevideo]]
[[gd:Montevideo]]
[[gl:Montevideo]]
[[gl:Montevideo]]

01:28, 8 აპრილი 2012-ის ვერსია

ქალაქი
მონტევიდეო
Montevideo
ფაილი:WTC Free zone, WTC IV, WTC I, II & III, Montevideo Shopping, torre náutica, Torres del Puero.jpg
გერბი

ქვეყანა ურუგვაის დროშა ურუგვაი
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 34°53′00″ ს. გ. 56°10′00″ დ. გ. / 34.88333° ს. გ. 56.16667° დ. გ. / -34.88333; -56.16667
მუნიციპალიტეტი რიკარდო ეჰრლიხი
დაარსდა 1726
ფართობი 526 კმ²
ცენტრის სიმაღლე 43
ოფიციალური ენა ესპანური ენა
მოსახლეობა 1,325,968 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 2,523 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი America/Montevideo
სატელეფონო კოდი +02
საფოსტო ინდექსი 10000
საავტომობილო კოდი S
ოფიციალური საიტი montevideo.gub.uy
მონტევიდეო — ურუგვაი
მონტევიდეო

მონტევიდეო (ესპანურად - Montevideo) — ურუგვაის დედაქალაქი, ქვეყნის უმსხვილესი ქალაქი და ნავსადგური. დაარსდა 1726 წელს ბრუნო მაურისიო დე საბალას მიერ, რაც უდიდეს სტრატეგიული სვლად შეიძლება ჩაითვალოს ესპანურ-პორტუგალიური დავაში რიო-დე-ლა-პლატის ვიცე-სამეფოსთან დაკავშირებით, ამავე დროს, მონტევიდეო გახდა ესპანური კოლონია საკრამენტოს „დარაჯი“.

ქალაქის ფართობი შეადგენს 530 კმ²-ს და 20 კილომეტრზეა გადაჭიმული დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. მდებარეობს ურუგვაის სამხრეთ ნაწილში, რიო-დე-ლა-პლატის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ატლანტის ოკეანის უბეში. მსოფლიოს ყველაზე სამხრეთით მდებარე დედაქალაქებს შორის მესამეა.

2004 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 1,325,968 მლნ ადამიანს.

1807 წელს, ქალაქი ბრიტანეთის მმართველობის ქვეში იმყოფებოდა. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, მონტევიდეო ჩართული აღმოჩნდა ლა-პლატის ბრძოლაში, რომელიც ამ ომის ერთ-ერთ პირველ საზღვაო ბრძოლა იყო.

1930 წელს, სწორედ მონტევიდეომ უმასპინძლა ფიფას ფეხბურთის მსოფლიოს პირველ ჩემპიონატს.

მონტევიდეო საკმაოდ მდიდარია კულტურული და არქიტექტურული მემკვიდრეობით. მისი არქიტექტურა უბადლოდ მიიჩნევა მთელს სამხრეთ ამერიკაში, ირეკლავს რა მის კოლონიურ წარსულს არტ-დეკოს სტილით დამთავრებული, სადაც საოცრად იგრძნობა ესპანური, პორტუგალიური, ფრანგული და ბრიტანული კვალი.

მონტევიდეო ქვეყნის განათლების კერაა, სადაც პირველი უნივერსიტეტი "Universidad de la República" 1849 წელს დაარსდა.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ak:Montevideo