დიდი პარასკევი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: el:Μεγάλη Παρασκευή
r2.7.1) (ბოტის შეცვლა: eu:Ostiral Santua
ხაზი 26: ხაზი 26:
[[eo:Granda vendredo]]
[[eo:Granda vendredo]]
[[es:Viernes Santo]]
[[es:Viernes Santo]]
[[eu:Ostiral Santu]]
[[eu:Ostiral Santua]]
[[fa:جمعه نیک]]
[[fa:جمعه نیک]]
[[fi:Pitkäperjantai]]
[[fi:Pitkäperjantai]]

16:29, 6 აპრილი 2012-ის ვერსია

დიდი პარასკევი – იგივე წითელი პარასკევი, ვნების კვირის პარასკევი. დააწესა ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად, როცა ქრისტე ჯვარს აცვეს. ამ მოვლენის სახარებისეული ინტერპრეტაცია ასეთია:

იესოს მოძულე მღვდელმთავრებმა იუდას შემწეობით შეიპყრეს იგი და წარუდგინეს ურიასტანის მმართველს პონტოელ პილატეს და მისი ჯვარცმა ითხოვეს. იგი გოლგოთის მთაზე აიყვანეს, სადაც ებრაელები დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ. მაშინ პასექის დღესასწაული იყო და ერთი დასასჯელის განთავისუფლება შეიძლებოდა. პილატემ ავაზაკი ბარაბა გამოიყვანა და იკითხა: რომელი გავათავისუფლოთო. ხალხმა ბარაბას გათავისუფლება ითხოვა. პილატე არ იყო დარწმუნებული ქრისტეს დანაშაულში, მაგრამ ხალხის შფოთს მოერიდა, ტაშტი მოატანინა, ხელები დაიბანა და თქვა: ამ საქმეში მე უბრალო ვარო. ამის შემდეგ, ხალხის მოთხოვნით, ქრისტე ჯვარს აცვეს.