რკინის მადანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''რკინის მადანი''', ბუნებრივი მინერალური წარმონ...
(განსხვავება არ არის)

13:29, 21 მარტი 2012-ის ვერსია

რკინის მადანი, ბუნებრივი მინერალური წარმონაქმნი, რომელიც ისეთი ნაერთების სახითა და ისეთი რაოდენობით შეიცავს რკინას, რომ მისგან ლითონის ამოღება ეკონომიკურად შესაძლებელია. რკინის მადნები ერთმანეთისაგან განსხვავდება მინერალური შემადგენლობის, რკინის შემცველობის, სასარგებლო და მავნე მინარევების რაოდენობის, წარმოქმნის პირობებისა და სამრეწველო თვისებების მიხედვით. რკინის ძირითადი მადნეული მინერალია: მაგნეტიტი, ჰემატიტი, ჰიდროჟანგეულები - გოეთიტი და ჰიდროგოეთიტი, სიდერიტი, რკინიანი ქლორიტები (თიურინგიტი და შამოზიტი).

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა