იტალიური ვიკიპედია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: eo:Itallingva Vikipedio
r2.7.1) (ბოტის დამატება: tt:Итальян Википедиясе
ხაზი 78: ხაზი 78:
[[th:วิกิพีเดียภาษาอิตาลี]]
[[th:วิกิพีเดียภาษาอิตาลี]]
[[tr:İtalyanca Vikipedi]]
[[tr:İtalyanca Vikipedi]]
[[tt:Итальян Википедиясе]]
[[uk:Італійська Вікіпедія]]
[[uk:Італійська Вікіпедія]]
[[uz:Italyan Vikipediyasi]]
[[uz:Italyan Vikipediyasi]]

08:58, 18 მარტი 2012-ის ვერსია

ვიკიპედიის ნიშანი იტალიური ვიკიპედია
Wikipedia italiana
განყოფილების ლოგო
მისამართი: it.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: იტალიური
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
მუშაობის დაწყება: 2001 წლის 11 ივნისი
სტატიების რაოდენობა: 1 860 420
გვერდების რაოდენობა: 7 976 938
რედაქტირებების რაოდენობა: 138 653 453
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 2 505 898
აქტიური მომხმარებელი: 7 799
ადმინისტრატორი: 120
სიღრმე: 187.9

იტალიური ვიკიპედია (იტალ. Wikipedia italiana) — ვიკიპედიის განყოფილება იტალიურ ენაზე. შეიქმნა 2001 წელს. 2011 წლის 4 ოქტომბრის მონაცემებით იტალიური ვიკიპედია შეიცავს 847 218 სტატიას. ინგლისური, გერმანული და ფრანგული ვიკიპედიების შემდეგ იტალიური ვიკიპედია სტატიების რაოდენობის მხრივ მეოთხე ადგილზე იმყოფება.[1] აქტიურობა იტალიურ ვიკიპედიაში შეინიშნება 2001 წლის 11 ივნისიდან. 2007 წლისთვის სტატიების რაოდენობა განისაზღვრებოდა 250 ათასი სტატიით. 2011 წლის მაისის მდგომარეობით იტალიურ ვიკიპედიაში სტატიების რაოდენობამ მიაღწია 800,000 ათასს.

2011 წლის პროტესტი

იტალიურ ვიკიპედიაში გამოთქმული პროტესტი (2011 წლის 4-6 ოქტომბერი)

2011 წლის 4 ოქტომბერს იტალიურმა ვიკიპედიამ კანონპროექტის DDL intercettazioni პროტესტის ნიშნად შეწყვიტა მოქმედება. მაშინვე ენციკლოპედიის ყველა გვერდი დაიხურა.[2]

კანონპროექტი, რომელიც განიხილება იტალიის პარლამენტში, ითვალისწინებს ინტერნეტ-რესურსებში არსებული ნებისმიერი ინფორმაციის აუცილებელ შესწორებებს ან ამოღებას, რომელსაც განმცხადებელი მისი რეპუტაციისთვის საზიანოდ მიიჩნევს. ამასთანავე საჭირო არ იქნება სასამართლო გადაწყვეტილება ან სამართალდამცავი ორგანოების ფორმალური მოთხოვნები. [3]

ამ კანონპროექტს პროტესტი გამოუცხადა იტალიურმა ვიკიპედიამ, რომლის ადმინისტრატორებმა „დაფარეს“ ენციკლოპედიაში არსებული ყველა ინფორმაცია. ფონდ ვიკიმედიამ იმავე დღეს იტალიურ ვიკიპედიას მხარდაჭერა გამოუცხადა.[4] საერთო ჯამში, პეტიცია ნანახია დაახლოებით რვა მილიონჯერ.[5]

2011 წლის 6 ოქტომბერს ვებ-გვერდი გაიხსნა, რომელიც ჯერ კიდევ აჩვენებს მთავარ ბანერს, სადაც ახსნილია საარჩევნო მოყვანილობა. ამჟამად მუშაობს ჩვეულ რეჟიმში.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო