ოროგენი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 15: ხაზი 15:
* [http://www.britannica.com/EBchecked/topic/433042/orogeny ოროგენი – ენციკლოპედია ბრიტანიკა] {{en}}
* [http://www.britannica.com/EBchecked/topic/433042/orogeny ოროგენი – ენციკლოპედია ბრიტანიკა] {{en}}


[[კატეგორია:გეოლოგია]]
[[კატეგორია:ოროგენი]]
[[კატეგორია:გეოლოგიური პროცესები]]


{{ესკიზი-გეოლოგია}}
{{ესკიზი-გეოლოგია}}

20:41, 16 მარტი 2012-ის ვერსია

დედამიწის გეოლოგიური პროვინციები (USGS)

ოროგენი (ბერძნ. oros – მთა და genes – წარმოშობილი) — ნაოჭა მთათა სისტემა, რომელიც წარმოიქმნა საკუთრივ გეოსინკლინის ადგილას მისი განვითარების II სტადიაში. ტერმინი ოროგენი შემოიღო ლეოპოლდ კობერმა (1921 წ.). მისი აზრით, ალპების ტექტონიკური აგებულების მსგავსად, ყოველი ოროგენი სიმეტრიულია და დედამიწის ქერქის უდრეკ უბნებს – კრატონებს – შორის არის მოქცეული, რომელთა გავლენით ხდება გეოსინკლინის დანაოჭება.

ოროგენის ცენტრალური ნაწილი უკავია უდრეკ გრანიტულ მასებს (ინტერნიდები), მისგან ორივე მხარეზე სიმეტრიულადაა განლაგებული დანალექი და ვულკანური ქანების (ცენტრალიდები), დანალექი და მაგმური მეტამორფიზებული ქანების (მეტამორფიდები), ხოლო კიდეებზე ფლიშური ქანების (ექსტერნიდები) ზონები.

ალპებისა და დინარიდ-ბალკანიდების მაგალითზე შემუშავებული ეს სქემა სხვა მთათა სისტემების შესწავლისას (მაგ.: პირენეები, კარპატები, კავკასიონი) არ მართლდება, რადგან იგი ვერ ითვალისწინებს დედამიწის ქერქის ლაბილური ზონების აგებულების მრავალფეროვნებას.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში