სომხეთის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: et:Armeenia ajalugu
r2.7.1) (ბოტის შეცვლა: bn:আর্মেনিয়া#ইতিহাস
ხაზი 48: ხაზი 48:
[[ar:تاريخ أرمينيا]]
[[ar:تاريخ أرمينيا]]
[[bg:История на Армения]]
[[bg:История на Армения]]
[[bn:আর্মেনিয়ার ইতিহাস]]
[[bn:আর্মেনিয়া#ইতিহাস]]
[[br:Istor Armenia]]
[[br:Istor Armenia]]
[[ca:Història d'Armènia]]
[[ca:Història d'Armènia]]

00:32, 7 მარტი 2012-ის ვერსია

პირველყოფილი თემური წყობილება და სომხური სახელმწიფოები

დიდი სომხეთის ტერიტორია ტიგრან II დიდის მეფობისას

სომხეთის მთიანეთი მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი კერაა. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი შრომის იარაღი მოცმობს, რომ ადამიანი აქ ჯერ კიდევ მეოთხეული პერიოდის პირველ ნახევარში ცხოვრობდა. ნეოლითის ხანაში სომხეთის მთიანეთის მოსახლეობამ მიწის დამუშავება დაიწყო. ენეოლითისა და ადრინდელ ბრიჯაოს ხანაში მიწათმოქმედებასთან ერთად განვითარდა მეცხოველეობა. სომხეთის ტერიტორიაზე ლითონს ჯერ კიდევ ძვ. წ. V—IV ათასწლეულებში ამუშავებდნენ (სოფელი თეღუტი ეჩმიაძინთან). სამთო მეტალურგიის მსხვილი ცენტრი იყო მეწამორი. გათხრების დროს აქ გამოვლინდა 200-ზე მეტი სადნობი.

ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარში გვიანდელმა ბრინჯაოს კულტურამ აყვავებას მიაღწია (ლჭაშენი). გაჩნდა ტომობრივი კავშირები. ძვ. წ. I ათასწლეულის მიჯნაზე რკინის ათვისებასთან ერთად სომხეთის მთიანეთში მცოვვრებ ტომებში გაძლიერდა პირველყოფილი თემური წყობილების რღვევის პროცესი, ჩაისახა კლასობრივი საზოგადოება. ასურელთაგან მოსალოდნელმა საშიშროებამ ხელი შეუწყო აქ მოსახლე ტომების გაერთიანებას (ნაირი, ურუატრი და სხვა), რომლის საფუძველზე ძვ. წ. IX საუკუნეში ჩამოყალიბდა ურარტუს სახელმწიფო.

ტიგრან II-ის ქანდაკება

ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში აბორიგენი ტომების ახალი კავშირები ჩამოყალიბდა. ესენი იყვნენ ვანის ბის აუზში მცხოვრები ურარტუელები, ჰაიას ტომობრივი კავშირი (საიდანაც, სპეციალისტთა აზრით მომდინარეობს სომეხი ხალხის თვითდასახელება — ჰაი) და სხვა. სომეხი ხალხის ხალხის ჩამოყალიბების ბოლო ეტაპი დაემთხვა ძვ. წ. VI საუკუნეში სომხეთის სახელმწიფოს შექმნას, რომელმაც ურარტუს ადგილი დაიკავა. ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე მცხოვრები ტომებიც, თავის მხრივ მონაწილეობდნენ სომეხი ხალხის ჩამოყალიბებაში. მაგრამ უკვე ძვ. წ. VI საუკუნის დასასრულს სომხეთის სახელმწიფო აქამედინთა სპარსეთის შემადგენლობაში შევიდა.

ძვ. წ. 331 წელს, ალექსანდრე მაკედონელის მიერ აქამედინთა იმპერიის განადგურების შემდეგ, სომხეთის სამეფო აღდგა და სომხეთის მთიანეთის მნიშვნელოვანი ნაწილი გააერთიანა. მაგრამ ძვ. წ. III საუკუნის პირველ ნახევარში მას ჩამოსცილდა სამხრეთ-დასავლეთი ოლქები — კომაგენე და სოფენა. ამავე საუკუნის ბოლოს სომხეთის სახელმწიფო, დიდი სომხეთის სახელით, სელევკიდების სამფლობელოში მოექცა. მას სელევკიდების მიერ დანიშნული ადგილობრივი მმართველი არტაშეს I მართავდა. ძვ. წ. 191 არტაშესმა ისარგებლა სელევკიდების რომაელებთან ბრძოლაში დამარცხებით და ძვ. წ. 189 წელს დიდი სომხეთი და სოფენა დამოუკიდებელ სამეფოებად გამოაცხადა. მან სათავე დაუდო არტაშესიანთა დინასტიას, რომლებსაც სამეფო ტახტი ძვ. წ. I საუკუნემდე ეპყრათ. დიდი სომხეთი განსაკუთრებით გაძლიერდა არტაშესის შვილიშვილის — ტიგრან II დიდის დროს. ტიგრანმა დაასრულა ძირითადი სომხური მიწების გაერთიანება და თავის სამეფოს სოფენაც შეუერთა. ამის გარდა დიდ სომხეთს შეუერთდა კომაგენე, ატროპატენა, სელევკიდების სირია, მესოპოტამია და სხვა. სამფლობელოების გაფართოების გამო დედაქალაქი არტაშატი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოექცა. აუცილებელი გახდა ახალი დედაქალაქის აშენება. მდინარე ტიგროსის ნაპირზე ტიგრან II-მ ააგო ქალაქი ტიგრანაკერტი. მნიშვნელოვნად განვითარდა სხვა ქალაქებიც — არმავირი, არშამაშტი, ერევანდაშტი და სხვა.

ძვ. წ 69 წელს დაიწყო ომი რომის იმპერიასა და სომხეთს შორის. სომხეთის მოკავშირე იყო პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორი, რომელიც ტიგრანის ნათესავიც იყო. ამ ომში სომხეთი დამარცხდა და დაკარგა მიერთებული მიწები. შეინარჩუნა მხოლოდ ეთნიკური საზღვრები. ძვ. წ. 66 წელს სომხეთმა ხელშეკრულებით ცნო რომის ბატონობა, თუმცა ტიგრანმა შეინარჩუნა ხელისუფლება.

ძვ. წ. I საუკუნიდან სომხეთი რომისა და სპარსეთის ბრძოლის ასპარეზად იქცა. ახ. წ. 62-დან სომხეთში არშაკუნიანების დინასტია დამკვიდრდა. III საუკუნის მეორე ნახევრიდან სომხეთი სასანიანთა ირანის გავლენის სფეროში მოექცა.

ფეოდალიზმი (III—IV სს. — XVIII ს)

III-VII საუკუნეები

III საუკუნიდან სომხეთში დაიწყო ფეოდალური ურთიერთობების ჩამოყალიბება. მეთემე-გლეხები და მონები თანდათან ფეოდალზე დამოკიდებულ გლეხებად იქცნენ. წარმოიქმნა მსხვილი ფეოდალების (ნახარარების) ფენა. IV საუკუნის დასაწყისში სომხეთში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა გამოცხადდა. სომხეთის გრიგორიანული ეკლესია ძლიერ ფეოდალურ ორგანიზაციას წარმოადგენდა. იგი იყო ფეოდალიზმის იდეოლოგი და მხარდამჭერი. 387 წელს სომხეთი ირანმა და ბიზანტიამ გაინაწილეს. სომხეთის დასავლეთ ნაწილში, რომელიც ბიზანტიას ერგო, მეფობა გაუქმდა 391 წელს, ხოლო ირანის კუთვნილ აღმოსავლეთ სომხეთში 428 წლიდან ქვეყანას განაგებდა სპარსი მმართველი - მარზპანი. სპარსელებმა შექმნეს თავიანთი ადმინისტრაცია, სომეხ ნახარარებს ჩამოართვეს სახელმწიფო თანამდებობანი. ირანმა მოითხოვა ქრისტიანობის უარყოფა და ირანში გავრცელებული რელიგიის - ზოროასტრიზმის მიღება. 450-451 წლებში ირანის წინააღმდეგ მოეწყო დიდი აჯანყება, რომელსაც სახალხო ხასიათი ჰქონდა. მას ხელმძრვანელობდა ვარდან მამიკონიანი. დაიდო სამოკავშირეო ხელშეკრულება იბერიასა და ალბანეთთან. 451 წლის 26 მაისს ავარაირის ველზე გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა. აჯანყებულები დამარცხდნენ, ვარდან მამიკონიანი მოკლეს.

VII-XI საუკუნეები

VII საუკუნის მეორე ნახევარში სომხეთი დაიპყრო არაბთა სახალიფომ. სომხეთი, ქართლი და კავკასიის ალბანეთის ტერიტორიები არაბებმა გააერთიანეს და „არმენია“ უწოდეს. მკაცრი სოციალური ჩაგვრის გამო სომხები სამშობლოდან მიდიოდნენ, VII—VIII საუკუნეებში მათი დიდი ნაწილი გადავიდა საქართველოსა და ბიზანტიაში. არაბთა ბატონობის დროს სომხები არაერთხელ არაერთხელ აჯანყდნენ თავიანთი სახელმწიფოებრიობის აღსადგენად (703, 748—750, 774—775, 850—855 წლის აჯანყებები). IX საუკუნის ბოლოს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, სომხეთმა შეძლო არაბთა უღლისაგან გათავისუფლება და საკუთარი სახელმწიფოს აღდგენა ბაგრატუნების დინასტიის მეთაურობით. მაგრამ მათ ვერ შემოიერთეს ყველა დაკარგული მიწა. განვითარებული შუა საუკუნეების პირობებში (სომხეთში IX-XIII სს.) ქვეყანა პოლიტიკურად და ეკონომიკურად ქუცმაცდებოდა. ბაგრატუნების გამეფების შემდეგ სომხეთში დაიწყო ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების აღმავლობა, რაც განპირობებული იყო ფეოდალური ურთიერთობების აყვავებით. მალე დაიწყო ბიზანტიის აგრესია. XI საუკუნის პირველ ნახევარში ბიზანტიამ თანდათან დაიპყრო სომხეთის მიწები. ნაწილებად დაყოფილმა და შინაარეულობით დასუსტებულმა სომხეთმა აგრესიას ვერ გაუძლო. 1054 წელს ბიზანტიამ დაიკავა დედაქალაქი ანისი. სომხეთმა კვლავ დაკარგა დამოუკიდებლობა.

XI-XIV საუკუნეები

სომხეთი საქართველოს შემადგენლობაში

XI საუკუნის შუა წლებში სომხეთი სელჩუკებმა დაიპყრეს, XII საუკუნეში საქართველოს სამეფოს დახმარებით გათავისუფლდა, XIII საუკუნეში თათარ-მონღოლებმა დაიმორჩილეს. ქვეყნის მწარმოებლური ძალეი დაეცა, დაიწყო დეგრადაცია, დაინგრა ქალაქები, განადგურდა მოსახლეობა. გაძლიერდა სომხების ემიგრაცია, რამაც გამოიწვია საზღვარგარეთ სომეხი ხალხის ზრდა. უმეტესობა გადასახლდა ოქროს ურდოში, ყირიმში, უკრაინასა და პოლონეთში. სომხურმა სამოსახლომ იმატა საქართველოში, ბიზანტიაში, სირიაში, ლიბანში. სომხური დასახლებები გაჩნდა ბუკოვინაში, გალიციაში, ტრანსილვანიაში. სომხური საგვარეულოები გადასახლდნენ მცირე აზიაში. ერთ-ერთი ასეთი საგვარეულოს წარმომადგენელი - რუბენი სათავეში ჩაუდგა დამოუკიდებელი სომხური სახელმწიფოს შექმნისათვის ბრძოლას მცირე აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში - კილიკიაში. 1080 წელს შეიქმნა კილიკიის სომხეთის სამთავრო, რომლის პირველი მთავარი რუბენ I იყო.

XII-XIII საუკუნეებში საქართველოს სახელმწიფო გაძლიერდა და მისი მეოხებით სომხეთი გათავისუფლდა თურქ-სელჩუკებისაგან.

თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლა კერ კიდევ ბაგრატ IV-ის დროს დაიწყო, შემდეგ ეს ბრძოლა დავით აღმაშენებელმა გააგრძელა და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. 1123 წელს დავითმა მრავალი ქალაქი აიღო სომხეთში. ამავე წელს სომხებისვე დახმარებით აიღო ქალაქი ანისიც.

თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო გაძლიერდა თამარ მეფის დროს. 1201-1203 წლებში ქართველთა აიღო სომხური ქალაქები ანისი, დვინი, რის შედეგადაც ჩრდილოთი და ცენტრალური სომხეთი საქართველოს შეუერთდა ცალკე საფეოდალოს უფლებით, მას მართავდნენ მხარგრძელები. გამოცოცხლდა ეკონომიკური ცხოვრება. აღდგა ფეოდალური ურთიერთობა, მაგრამ ეს პროცესი შეწყდა მონღოლთა გამანადგურებელი შემოსევების შედეგად.

XIV საუკუნის მეორე ნახევარში სომხეთი გაანადგურა თემურლენგმა, შემდეგ კი დაიპყრეს ყარა-ყოიუნლუსა და აყ-ყოიუნლუს თურქმენთა მომთაბარე ტომებმა, რომელსაც მოჰყვა ნგრევა და მოსახლეობის მასობრივი განადგურება, კვლავ გაძლიერდა სომეხთა ემიგრაცია.

XVI-XVIII საუკუნეები

XVI-XVIII საუკუნეებში ოსმალეთსა და ირანს შორის ბრძოლის დროს სომხეთი ბრძოლის ასპარეზად იქცა. ომი ცვალებადი უპირატესობით მიმდინარეობდა, სომხეთისთვის კი მას მოჰქონდა ნგრევა, მოსახლეობის განადგურება. 1555 წელს მოწინააღმდეგეთა შორის დადებული ხელშეკრულების შედეგად დასავლეთ სომხეთი გადავიდა ოსმალეთის ხელში, ხოლო აღმოსავლეთი სომხეთი - ირანს დაუქვემდებარდა. მაგრამ 1578 წელს ოსმალებმა დაარღვიეს ზავი, შეიჭრნენ ამიერკავკასიაში და დიდი ნაწილი დაიპყრეს. 1590 წლის ხელშეკრულებით სომხეთი ოსმალეთს დაემორჩილა. 1639 წელს ოსმალეთსა და ირანს შორის დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებით კი დასავლეთ სომხეთი კვლავ ოსმალეთს მიეკუთვნა, ხოლო აღმოსავლეთი - ირანს გადაეცა.

თარგი:Link GA