საუდის არაბეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის შეცვლა: gd:Aràibia nan Sabhd
No edit summary
ხაზი 6: ხაზი 6:
|დროშა = Flag of Saudi Arabia.svg
|დროშა = Flag of Saudi Arabia.svg
|გერბი =Coat_of_arms_of_Saudi_Arabia.svg
|გერბი =Coat_of_arms_of_Saudi_Arabia.svg
|რუკა = Saudi Arabia (orthographic projection).svg
|რუკა = Saudi Arabia in its region.svg
|ჰიმნი = „Aash al Maleek“
|ჰიმნი = „Aash al Maleek“
|დევიზი = „There is no god but God; Muhammad is His messenger“
|დევიზი = „There is no god but God; Muhammad is His messenger“

14:32, 1 მარტი 2012-ის ვერსია

ტერმინს „არაბეთი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ არაბეთი.
საუდის არაბეთის სამეფო
المملكة العربية السعودية
al-Mamlaka al-‘Arabiyya as-Su’ūdiyya
საუდის არაბეთი
საუდის არაბეთის
დევიზი: „There is no god but God; Muhammad is His messenger“
ჰიმნი: „Aash al Maleek“
საუდის არაბეთის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ერ-რიადი
24°39′ ჩ. გ. 46°46′ ა. გ. / 24.650° ჩ. გ. 46.767° ა. გ. / 24.650; 46.767
ოფიციალური ენა არაბული
მთავრობა აბსოლუტური მონარქია
 -  მეფე აბდულა
ფართობი
 -  სულ 2,149,690 კმ2 (მე-14)
მოსახლეობა
 -  2007 შეფასებით 27,601,038 (46-ე)
 -  სიმჭიდროვე 11 ად. კაცი/კმ2 (205-ე)
მშპ (მუპ) 2007 შეფასებით
 -  სულ $446 მილიარდი (27-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $21,200 (41-ე)
აგი (2004) 0.812 (მაღალი) (61-ე)
ვალუტა რიალი (SAR)
დროის სარტყელი UTC +3სთ.
 -  ზაფხულის (DST) UTC +3სთ. (UTC)
ქვეყნის კოდი SAU
Internet TLD .sa
სატელეფონო კოდი 966

საუდის არაბეთი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე რელიგიური და ჩაკეტილი ქვეყანაა. სახელი მან მიიღო მმართველი საუდიტების დინასტიის მიხედვით, რომლებიც ხელისუფლებაში მე-18 ს-ში მოვიდნენ. აქ მდებარეობს პროვინცია ჰიჯაზი - წინასწარმეტყველ მუჰამედის სამშობლო და ისლამის აკვანი. აქ არის მთავარი მუსულმანური სიწმინდეები - მექა და მედინა, სადაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ასრულებს ჰაჯს.

სახელწოდება

  • ოფიციალური: საუდის არაბეთის სამეფო.
  • ეროვნული: العربية السعودية, Al Mamlaka al Arabiyah as Saudiyah.
  • ეტიმოლოგია: სახელის პირველი კომპონენტი მმართველის დინასტიიდან (საუდიტები, საუდიდები) არის მიღებული, მეორე - სატომო სახელისაგან (არაბები).

გეოგრაფია

ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, არაბეთის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: იორდანია, ერაყი, ქუვეითი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი, იემენი. ფართობი: 1,960,582 კვ.კმ.

სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა : აბსოლუტური მონარქია.
  • სახელმწიფოს მეთაური : მეფე აბდულ ბინ აბდულაზიზ ალ-საუდი (2005).
  • საკანონმდებლო ორგანო : საკონსულტაციო საბჭო (120 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა : 4 პროვინცია (ჰიჯაზი, ნეჯდი, ასირი, შარკი).

დემოგრაფია

ეკონომიკა

ქვეყანაში ნავთობის საბადოების გახსნის შემდეგ, საუდის არაბეთი დაბალგანვითარებულ უდაბნოს სამეფოდან რეგიონის უმდიდრეს ქვეყნად გადაიქცა

  • რესურსები : ნავთი, ბუნებრივი აირი, რკინის მადანი, ოქრო, სპილენძი.
  • ეროვნ. პროდუქტი - 143 მლრდ $.
  • ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე : 7.040 $.
  • ვალუტა : საუდის რიალი (SAR).
  • ექსპორტი : საუდის არაბეთი ნავთობის უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში.

პროვინციები

საუდის არაბეთი დაყოფილია 13 პროვინციად[1] (მანატიქ). პროვინციები თავის მხრივ იყოფა გუბერნიებად.

პროვინცია დედაქალაქი რუკა
ელ-ბაჰას პროვინცია ელ-ბაჰა
საუდის არაბეთის პროვინციები
ჩრდილოეთ საზღვრის რეგიონი არარი
ელ-ჯავის პროვინცია სკაკა
ელ-მადინას პროვინცია მედინა
ელ-ქაზიმის პროვინცია ბურაიდა
ჰეილის პროვინცია ჰეილი
ასირი აბხა
აღმოსავლეთ პროვინცია (საუდის არაბეთი) დამამი
ერ-რიადის პროვინცია ერ-რიადი
ტაბუკის პროვინცია ტაბუკი
ნაჯრანის პროვინცია ნაჯრანი
მექას პროვინცია მექა
ჯიზანის პროვინცია ჯიზან

ისტორია

ფაილი:Arabië kaart.gif
არაბეთი დაახლოებით 1923 წელს

თანამედროვე საზღვრებში საუდის არაბეთი არსებობს 1926 წლიდან, როდესაც გაერთიანდნენ არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარე სამთავროები. ბრძოლაში პირველობა ნეჯდის მმართველმა აბდელ აზიზ ას-საუდმა მოიპოვა, რომელიც 1932 წელს მეფედ გამოცხადდა. მისი სიკვდილის შემდეგ, 1953 წლიდან ქვეყანას მისი შვილები ერთპიროვნულად მართავენ. სტაბილურობის შენარჩუნება და ექსტრემიზმთან ბრძოლა ყოველთვის შედიოდა მმართველი ოჯახის ინტერესებში. ამიტომ ქუვეითში ერაყის შეჭრის შემდეგ (1990) აქ განათავსეს აშშ-ს სამხედრო ბაზები. ოპოზიციური აზრის შეზღუდვამ საუდის არაბეთში ხელი შეუწყო „ალ-ქაიდას“ ტიპის ექსტრემისტული დაჯგუფებების აღმოცენებას, რომლებიც თავისი ინტერესებისათვის იყენებენ არაბების უკმაყოფილებას ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს როლის გააქტიურების გამო. 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერაქტის მონაწილენი ძირითადად საუდის არაბეთის მოქალაქენი იყვნენ, რამაც ქვეყანა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა.

მემკვიდრეობა

  • ერ-რიადი (თანამედროვე არქიტექტურა, მასმაკის ციხე-სიმაგრე, დირაია),
  • მექა და მედინა (მუსულმანთა წმინდა ადგილები),
  • ჯიდა (ძველი ქალაქი, ქორალისგან ნაგები შენობები, სუკი, მუზეუმი),
  • ჰუფუფი ( ოაზისი, კასრ იბრაჰიმის სიმაგრე).

სქოლიო

  1. Saudi Arabia: Administrative divisions. arab.net. ციტირების თარიღი: 2008-09-21.

თარგი:Link FA