ნახიდურის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
+ლიტერატურა
ნახიდურის ბრძოლა 1599 გადატანილია ნახიდურის ბრძოლა-ზე გადამისამართებულ გვერდში
(განსხვავება არ არის)

15:58, 23 თებერვალი 2012-ის ვერსია

ნახიდურის ბრძოლა 1599, ბრძოლა ქართლისა და ოსმალეთის ლაშქარს შორის. ოსმალთაგან გორის ციხის გათავისუფლების შემდეგ (გორის ბრძოლა) თავრიზის ბეგლარბეგმა სულთნის ბრძანებით საქართველოში ილაშქრა. ჯარი ალგეთის ხეობაში, სოფ. ნახიდურთან დაბანაკდა. ქართლის მეფე სიმონ I მტერს მცირერიცხოვანი ლაშქრით მიეგება. ქართველთა ჯარის თავმოყრა დამთავრებული არ იყო, ამიტომ მეფეს ბრძოლის დაწყებას არ ურჩევდნენ, მაგრამ სიმონ I-მა რჩევა არ მიიღო და მტერს მედგრად შეუტია. თვით მეფე მამაცურად იბრძოდა ბრძოლის შუაგულში. დაახლოებით ხუთსაათიანი ბრძოლის შემდეგ ოსმალთა რიცხოვრივი უპირატესობის შედეგად ქართველები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. ოსმალებმა ბრძოლით მისდიეს ქართველთა ლაშქარს. სოფ. ფარცხისთან (ახლანდელი თეთრი წყაროს რაიონი), ვიწრო გზაზე, სიმონ I ცხენიანად ჩაეფლო და იძულებული გახდა ტყვედ დანებებოდა ოსმალთა სარდალს.

ლიტერატურა

  • ნარსია გ., ქსე, ტ. 7, გვ. 352, თბ., 1984