ირანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.6.4) (ბოტის დამატება: vep:Iran
No edit summary
ხაზი 5: ხაზი 5:
|დროშა = Flag of Iran.svg
|დროშა = Flag of Iran.svg
|გერბი = Coat of arms of Iran.svg
|გერბი = Coat of arms of Iran.svg
|რუკა = Iran (orthographic projection).svg
|რუკა = Iran in its region.svg
|ჰიმნი = Sorud-e Melli-e Iran
|ჰიმნი = Sorud-e Melli-e Iran
|დევიზი = „დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ისლამური რესპუბლიკა“
|დევიზი = „დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ისლამური რესპუბლიკა“

15:31, 20 თებერვალი 2012-ის ვერსია

ირანის ისლამური რესპუბლიკა
جمهوری اسلامی ايران
ირანი
ირანის
დროშა გერბი
დევიზი: „დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ისლამური რესპუბლიკა“
ჰიმნი: Sorud-e Melli-e Iran
ირანის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
თეირანი
35°41′ ჩ. გ. 51°25′ ა. გ. / 35.683° ჩ. გ. 51.417° ა. გ. / 35.683; 51.417
ოფიციალური ენა სპარსული
მთავრობა ისლამური რესპუბლიკა
 -  სულიერი ლიდერი ალი ხამენეი
 -  პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი
ფართობი
 -  სულ 1,648,195 კმ2 (მე-18)
 -  წყალი (%) 0.7
მოსახლეობა
 -  2007 შეფასებით 71,208,000 (მე-17)
 -  სიმჭიდროვე 42 ად კაცი/კმ2 (163-ე)
მშპ (მუპ) 2007 შეფასებით
 -  სულ $852 მილიარდი (მე-15)
 -  ერთ მოსახლეზე $12,300 (65-ე)
აგი (2007) 0.759 (საშუალო) (94-ე)
ვალუტა რიალი (IRR)
დროის სარტყელი (UTC +3:30)
 -  ზაფხულის (DST) (UTC +3:30) (UTC)
ქვეყნის კოდი IRN
Internet TLD .ir
სატელეფონო კოდი 98

ირანის ისლამური რესპუბლიკა (სპარს. جمهوری اسلامی ایرانჯომჰური-იე ესლომი-ე ირან, ასევე გამოიყენება სახელწოდება ირანი (სპარს. ایران [ʔiˈɾɒn]) ან სპარსეთი) — სახელმწიფო აზიის სამხრეთ-დასავლეთით. დედაქალაქი - ქალაქი თეირანი.

ჩრდილოეთ-დასავლეთით ესაზღვრება აზერბაიჯანს , სომხეთსა და თურქეთს, დასავლეთით ესაზღვრება ერაყს, აღმოსავლეთით ავღანეთსა და პაკისტანს.

ირანი არის ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო მსოფლიოში. პირველი პროტოირანული სახელმწიფო ელამი წარმოიშვა ჩ.წ.-მდე III ათასწლეულში. დარიუს I-ის დროს (550486 წლებში) ირანის სახელმწიფო გადაჭიმული იყო საბერძნეთიდან მდინარე ინდამდე. ირანი არის ზოროასტრიზმის (მაზდეანობის) შექმნის ადგილი. XVI საუკუნესთვის ირანის რელიგია ხდება მაჰმადიანობა.

1979 წელს ირანში მოხდა ისლამური რევოლუცია აიათოლა ჰომეინის ხელმძღვანელობით, რომლის შედეგადაც ირანში გაუქმდა მონარქია და შექიმნა ისლამური რესპუუბლიკა.

დასავლეთ აზიაში ირანის ეკონომიკას უკავია მეორე ადგილი განვითარების მხრივ[1]და ასევე არის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული სახელმწიფო.

სახელწოდება

  • ოფიციალური: ირანის ისლამური რესპუბლიკა.
  • ფარსი: Jomhuri-ye Eslami-ye Iran.
  • ეტიმოლოგია: ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს ძველი არიანადან - "არიელების ქვეყანა" (პროტო-ინდოევროპულ ენაზე “არია” სიტყვას ზოგადი მნიშვნელობაა “კეთილშობილი” ან “თავისუფალი”). ეს ტერმინი იხმარებოდა სასანიანთა სახელმწიფოს ძირითადი ნაწილის აღსანიშნავად. თვითონ ირანელები თავის ქვეყანას ყოველთვის ამ სახელით მოიხსენიებდნენ, ევროპელებმა კი სპარსეთი (Persia) შეარქვეს ცენტრალური ოლქის ფარსის ანუ პარსის სახელის მიხედვით. 1935 წელს ქვეყნის ხელისუფლებამ მიმართა მსოფლიოს სახელმწიფოებს, რომ იგი ოფიციალურად მოეხსენიებინათ, როგორც ირანი.
  • ქვეყნის კოდი: IR.


გეოგრაფია

ირანის გეოგრაფიული რუკა
მთა დემავენდი, ირანის ყველაზე მაღალი მთა , მდებარეობს მაზანდარანში.

ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. მოსაზღვრე ქვეყნებია: თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქმენეთი, ავღანეთი, პაკისტანი, ქუვეითი, ერაყი.

ქვეყნის უდიდესი ნაწილი მთიანი რელიეფით ხასიათდება , ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე გაშლილია ზაგროსის და კუხუდის მთათა სისტემები . კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროს გაუყვება ელბურსის მთები . ტერიტორიის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებს იკავებს ირანის მთიანეთი . დაბლობებს უკავია ქვეყნის 7 % . ირანი განსაკუთრებით მდიდარია ნავთობით და გაზით . მოიპოვებენ ასევე ნახშირს , სპილენძს , რკინას და ა.შ. ირანის შიგა რაიონებში ბატონობს მშრალი სუბტროპიკული და ტროპიკული კონტინეტური კლიმატი , კასპიის ზღვისპირეთსი - ტენიანი სუბტროპიკული . ნალექების სიუხვით გამოირჩევა ელბრუსის მთების ჩრდილოეთი კალთები . ირანი ჰიდროგრაფიული ქსელით ღარიბი ქვეყანაა . ნიადაგურ და მცენარეულ საფარში ჭარბობს სტეპის და უდაბნოსთვის დამახასიათებელი სახეობები . ტყეებს უკავია ტერიტორიის 17 %. ნავთობის და გაზის მარაგით ირანი მსოფლიოს ქვეყნების ხუთეულშია . მოპოვების უდიდესი რაიონია სპარსეთის ყურე , კერძოთ ხუზესტანი.

  • ფართობი - 1.648.000 კვ.კმ.
  • მოსახლეობა - 66,4 მლნ. კაცი (2000წ)
  • ბუნება: მთებიელბრუსი და ზაგროსი, უმაღლესი მწვერვალიდამავენდი 5.604 მ; უდიდესი მდინარე - ქარუნი 830 კმ; მთავარი ტბები (კვ.კმ) – კასპიის ზღვა 371.000, ურმია 5.800, ნამაქი 1.800; უდიდესი კუნძული - ყეშმი 1.330 კვ.კმ; კლიმატი - კონტინენტური, მშრალი.
  • ირანის ტერიტორიაზე ორი უდიდესი უდაბნოა - დეშთე ქევირი და დეშთე ლუთი .
  • ბუნებრივი რესურსები: ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, ქრომი, სპილენძი, რკინის მადანი, ტყვია, მანგანუმი, თუთია, გოგირდი.

გაზისა და ნავთობის მოპოვების უდიდესი რაიონია სპარსეთის ყურე, კერძოდ ხუზისტანი.

სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა: თეოკრატიული ისლამური რესპუბლიკა.
  • ეროვნული დღესასწაული: 11 თებერვალი (რევოლუციის დღე).
  • სახელმწიფოს მეთაური: სულიერი ლიდერი - აიათოლა საიდ ალი ხამენეი (Ayatollah Ali Hoseini-KHAMENEI, 1989), პრეზიდენტი - მაჰმუდ აჰმადი ნეჯადი(Mahmoud Ahmadinejad, 2005).
  • საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი - მეჯლისი (270 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა

ირანის ტერიტორია იყოფა ოსტნებად (სპარს. استان — ostān; მრავლობით. — استانﻫﺎ — ostānhā), ოსტნები იყოფა შაჰრისტანებად (სპარს. شهرستان), ირანის დიდი ქალაქები სარგებლობებენ სპეციალური უფლებებით . ამჟამად ირანი იყოფა 30 ოსთნად ესენია :

1. არდაბილი
2. აღმოსავლეთი აზერბაიჯანი
3. ბუშირი
4. გილანი
5. გულისტანი
6. დასავლეთი აზერბაიჯანი
7. ზენჯანი
8. თეირანი
9. იაზდი
10. ილამი

11. ისპაჰანი
12. ლურისტანი
13. მაზანდარანი
14. მარკაზი
15. სამხრეთ ხორესანი
16. სემნანი
17. სისტანი და ბელუჯისტანი
18. ფარსი
19. ქერმანი
20. ქერმანშაჰი

21. ქოხგილუე და ბოიერაჰმედი
22. ქურთისტანი
23. ყაზვინი
24. ყუმი
25. ჩახარ-მახალი და ბახთიარია
26. ჩრდილოეთ ხორასანი
27. ხორასან რეზავი
28. ხუზესტანი
29. ჰამადანი
30. ჰორმაზაგანი

1950 წლამდე ირანი იყოფოდა თორმეტ პროვინციად: არდალანი, აზერბაიჯანი, ბელუჩესტანი, ფარსი, გილანი, არაქ-ე აჯამი, ხორასანი, ხუზესტანი, კერმანი, ლარესტანი, ლორესტანი და მაზანდარანი. 1950 წელს ირანის რეორგანიზაცია მოხდა, რომლის მიხედვით ჩამოყალიბდა ათი ძირითადი პროვინცია საკუთარი დაქვემდებარებული გუბერნიებით: 1960-დან გუბერნიებს სათითაოდ მიენიჭა პროვინციის სტატუსი. მას შემდეგ რამდენიმე ახალი პროვინციაც შეიქმნა. ყველაზე ბოლო იყო 2004 წელს, როდესაც პროვინცია ხორასანი გაიყო სამი ახალ პროვინციად

დემოგრაფია

ქართველები-0,01% )

ქალაქების მოსახლეობა

თეირანი
თეირანი
მეშჰედი
მეშჰედი
ისპაანი
ისპაანი

ქალაქი პროვინცია მოსახლეობა 2006 წელს ქალაქი პროვინცია მოსახლეობა 2006 წელს


თავრიზი
ყარაჯი
ყარაჯი

შირაზი

1 თეირანი თეირანი 7,705,036 10 ურმია აღმოსავლეთი აზერბაიჯანი 583,255
2 მეშჰედი ხორასან რეზავი 2,427,316 12 ზაჰედანი სისტანი და ბელუჯისტანი 552,706
3 ისპაანი ისპაჰანი 1,602,110 12 რეშთი გილანი 551,161
4 თავრიზი დასავლეთი აზერბაიჯანი 1,398,060 13 ქერმანი ქერმანი 496,684
5 ქარაჯი თეირანი 1,377,450 14 ჰამადანი ჰამადანი 473,149
6 შირაზი ფარსი 1,227,311 16 არაქი მარკაზი 438,338
7 აჰვაზი ხუზესტანი 969,843 16 იეზდი იაზდი 423,006
8 ყუმი ყუმი 951,918 17 არდაბილი არდაბილი 412,669
9 ქირმანშაჰი ქირმანშაჰი 784,602 18 ბენდერ-აბასი ჰორმაზაგანი 367,508


ეკონომიკა

ირანი განვითარებადი ქვეყანაა, რომელიც მშპ-ს საერთო მოცულობით სამხრეთ-დასავლეთ აზიაში 4 ქვეყანაა. ეკონომიკის წამყვანი დარგია მრეწველობა , რომელშიც უდიდესია ნავთობ გაზის ინდუსტრიის როლი. განვითარებულია აგრეთვე მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, მსუბუქი მრეწველობა. სოფლის მეურნეობა სუსტად არის განვითარებული , წამყვანია მემცენარეობა. ბოლო წლებში დაიწყო მომსახურების სფეროს განვითარება.

ნავთობის მოპოვებით ირანი მსოფლიოს ხუთეულშია. მოპოვებული ნავთობის 75 % ექსპორტზე გადის. სპარსეთის ყურის 24 გიგანტი საბადოდან 8 ირანში მდებარეობს . მათ შორის აგა-ჯარისა და გეჩსარინი . ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნებს შორის უდიდესია აბადანის საწარმო . ისპაჰანში მოქმედებს შავი მეტალურგიის უდიდესი ქარხანა . მსუბუქი მრეწველობის დარგებიდან წამყვანია ხალიჩების წარმოება . ამ დარგში დასაქმებულია 2 მლნ ადამიანი .

სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით ირანი ვერ აკმაყოფილებს საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნილებებს

  • ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 109 მლრდ $ (35-ე ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 1.780 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 21, მრეწველობა 34, მომსახურება 45.
  • ექსპორტი: ნავთობი, ხალიჩები, ხილი, ბამბა, საფეიქრო ნაწარმი.
  • ბიუჯეტი: 29,500 მლნ $.
  • ვალუტა: რიალი (IRR).

ისტორია

აქემენიანთა იმპერია

დიდი სპარსული იმპერია
კირუს დიდის მონუმენტი სიდნეის ოლიმპირ პარკში

ასურეთის იმპერიის განადგურების შემდეგ (ძველი წელთაღრიცხვით 614-612 წლებში ) იწყება სპარსული ტომების დომინირება ახლო აღმოსავლეთში. სპარსული ტომების გაერთიანებას მეთაურობდა დინასტიის დამფუძვნებელი - აქემენი.

სპარსეთის მეომრები (სავარაუდოდ უკვდავები), ბარელიეფი დარიუსის სასახლეში სუზაში. ძველი წელთაღრიცხვით 510 წელი, ლუვრი.

ძველი წელთაღრიცხვით 558 წელს აქემენელთა სამეფოს სათავეში ჩაუდგა აქემენის შთამომავალი კიროს II დიდი (558-530), რომელმაც ძველი წელთაღრიცხვით 550 წელს დაამარცხა მიდიელები და შემოიერთა მიდიის ტერიტორიები. ძველი წელთაღრიცხვით 539 წელს კიროსმა დაიპყრო ბაბილონი. ამავე პერიოდში კიროსმა ბაბილონში ძალით გადმოსახლებული ებრაელები თავის სამშობლოში დააბრუნა. კიროსმა სახელმწიფო სახსრებით აღადგინა იერუსალიმის ტაძარი. ამის გამო ბიბლიაში არცერთ არაებრაელს არ მიეგება ისეთი პატივი როგორც კიროსს.

ფრთოსანი სფინქსი, ძველი წელთაღრიცხვით 510 წელი, ლუვრი.

კიროსმა შესძლო შეერწყა გამარჯვებულთა და დამარცხებულთა წეს ჩვეულებები. მან სათავე დაუდო დიდ სპარსულ იმპერიას, ხოლო დიდგვაროვანი ბელადები სახელმწიფო სამსახურში ჩადგნენ.

კიროს II-ის მემკვიდრის კამბიზ II-ის (ძველი წელთაღრიცხვით 530-522 წლებში) დროს სპარსელებმა დაიპყრეს ეგვიპტე. მალე მათი სახელმწიფო უზარმაზარ იმპერიად იქცა, რომელიც გადაჭიმული იყო ცენტრალური აზიიდან მაკედონიამდე. ამ იმპერიაში შედიოდა სპარსულ იმპერიამდე გაცილებით ადრე შექმნილი სახელმწიფოები (ელამა, ბაბილონი, სირია , ფინიკია , ეგვიპტე. ) და გაცილებით დაბალ საფეხურზე მყოფი არაბული და სკვირთული ტომებიც.

დაპყრობილ ტომთა განვითარების სხვადასხვა დონის გამო, მმართველობის სისტემის შექმნისას სპარსელები დიდ პრობლემებს წააწყდნენ, თუმცა გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს. თავდაპირველად კიროსმა და კამბიზმა შეინარჩუნეს ადგილობრივი მმართველობის სისტემა, მაგრამ შემდგომი მმართველების დროს დაპყრობილ ქვეყნებში გამოვლინდა სეპარატისტული ტენდეციები, რის გამოც სპარსელები იძულებულნი გახდნენ განეახლებინათ მმართველობის წესი. დარიოს I-მა (ძველი წელთაღრიცხვით 522-486 წლები) მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რეფორმები ჩაატარა, რამაც დაპყრობილ ქვეყნებში სახელმწიფოს კონტროლი გააძლიერა. მოაწესრიგა გადასახადების აკრეფა და დაპყრობილ ქვეყნებში სამხედრო კონტიგენტი გაზარდა.

დარიოს I-ის დროს მიმდინარეობდა დაპყრობილი ხალხების კანონების კონდიფიკაცია და სახელმწიფოს დაყოფა ადმინისტრაციულ საგადამხდელო ოლქებად, რომლებსაც სატრაპიები ეწოდა. სატრაპიების საზღვრები ხშირად ემთხვეოდა იმპერიაში შემავალი სახელმწიფოების საზღვრებს. ძველი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე ჩამოთვლის 20 სატრაპიას და 70 ეთნიკურ ჯგუფს, რომლებიც აქემენდთა იმპერიაში ცხოვრობდნენ.

მე-19 სატრაპიაში შედიოდა კოლხეთის სამეფოს სამხრეთი ნაწილი, რომელიც აქემენდებმა უშუალოდ დაიმორჩილეს. კოლხეთის სამეფო ამ პერიოდში განაგრძობდა დამოუკიდებელ არსებობას აქემენიანებს კი ძღვენს უგზავნიდა ყოველწლიურად 100 ბიჭისა და 100 გოგოს სახით. აქემენდებს ემორჩილებოდა სამხრეთით მდებარე ქართული მიწები, ხოლო ჩრდილოეთში მყოფ ხალხს აქემენიანებთან მცირე ვალდებულებეი ჰქონდათ.

ახალი ადმინისტრაციული ოლქების სათავეში იდგნენ სატრაპები, რომლებიც თავდაპირველად ეროვნებით სპარსელები იყვნენ. დარიოს I-მა ერთმანეთისგან გამიჯნა სატრაპებისა და მხედარმთავრების ფუნქციები.

აქემენიანთა იმპერია იყო დამყარებული ჯარზე. ამიტომ ქვეყანა დაყოფილი იყო სამხედრო ტოპარქიებად, რომელთა რაოდენობა ხშირად იცვლებოდა, ყოველთვის ჩამორჩებოდა სატრიპების რაოდენობას. ჯარში ძირითადად მსახურობდნენ სპარსელები და მიდიელები, იგი შედგებოდა კავალერიისა და ქვეითი ნაწილებისგან.

დარიოს I-მა თავი სპარსეთისა და მთელი ქვეყნიერები მეფედ გამოაცხადა. სპარსელთა ბატონობა იმ პერიოდში მართლაც ვრცელდებოდა მთელ მაშინდელ ცივილიზირებბულ სამყაროზე, გარდა ბერძნული პოლისებისა, რომლებიც ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობას.

ამ უზარმაზარი იმპერიის ცენტრად და ძლიერების სიმბოლოდ იქცა აქემენიანთა სატახტო ქალაქი პერსეპოლისი, რომელიც აშენებული იყო უზარმაზარ ხელოვნურ ტერასზე და დაჰყურებდა დაბლობს. თითქმის მიწასა და ზეცას შორის იყო გამოკიდებული. ქალაქში შედიოდა ფართო სადღესასწაულო კიბე, რომელიც მორთული იყო 33 ხალხის რელიეფით რომლებსაც ხარკი მიჰქონდათ მეფესთან . უზარმაზარი კარიჭო ხსნიდა გზას აპადანისაკენ იმდროისთვის ყველაზე დიდ სასახლისკენ. დარბაზში 10 000 კაცი ეტეოდა. პერსეპოლისში ინახებოდა იმპერიის საგანძური. ქალაქიდან კი გადიოდა უამრავი გზები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. გზების ყოველ 20 კმ ში იყო სასტუმრო და საფოსტო სადგური იყო. კიროს II-ის დროიდან სახელმწიფო კანცელარიაში იყენებდნენ არამეულ ენას. რომელზეც ლაპარაკობდნენ ახლო აღმოსავლეთში მოსახლე მრავალრიცხოვანი სემიტური ტომები. დარისოს II-ის რეფორმების შემდეგ ეს ენა ოფიციალურად იქცა კანცელარიების ენად.

ძვ.წ. V საუკუნეში მცირე აზიის ბერძნული ქალაქები აქემენიანებს ემორჩილებოდნენ. მაგრამ ამ ტერიტორიებზე ხშირად ხდებოდნენ აჯანყებები. აქემენიანებს მიაჩნდათ, რომ თავიანთი იმპერიის განსამტკიცებლად საჭირო იყო ბალკანეთის ნახევარკულის დაპყრობა, რომელზეც ბერძნული ახალშენები მდებარეობდნენ, მათ შორის ათენი და სპარტა.

აქემენიანთა მონარქმა ქსერქსემ(ძველი წელთაღრიცხვით 486-465 წლები) წამოიწყო ლაშქრობა ბერძენთა წინააღმდეგ. მაგრამ ძველი წელთაღრიცხვით 490 წელს ქალაქ მარათონთან ბრძოლისას, ძველი წელთაღრიცხვით 480 წლის სალამინის საზღვაო ბრძოლაში, ძველი წელთაღრიცხვით 479 წლის პლატეასთან ბრძოლაში და იმავე წელს მიკალის კონცხთან საზღვაო ბრძოლაში ბერძნებმა დაამარცხეს სპარსელები და აიძულეს უარი ეთქვათ საბერძნეთის დაპყრობის გეგმაზე. ძველი წელთაღრიცხვით 449 წელს დაიდო საზავო ხელშეკრულება, მაგრამ მის შემდეგაც სპარსეთი აქტიურად ერეოდა საბერძნეთის საქმეებში განსაკუთრებით პელოპონესის ომის დროს.

აქემენიანთა სამეფო კარის ინტრიგებმა,სახელმწიფო გადატრიალებებმა,დაპყრობილი ხალხების პერიოდულმა აჯანყებებმა, სატრაპთა სეპარატისტულმა მიდრეკილებებმა დაასუსტა იმპერეია და მას აღარ ეყო ძალა გამკლავებოდა ახალ მეტოქეს მაკედონიას. ძველი წელთაღრიცხვით 334 წელს მაკედონურ-ბერძნული არმია შეიჭრა აქემენიანთა იმპერიაში და რამდენიმე წელიწადში სასტიკად გაანადგურა. აქემენიანთა იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. იმპერიის დამხობა გარდაუალი აღმოჩნდა მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აურაცხელი სიმდიდრე და ჯარი ჰყავდა.

აქემენიანთა ბრძოლა ალექსანდრე მაკედონელთან

სეფიანთა ირანი

სეფიანთა ირანი 1501-1722 წლებში
შაჰი ისმაილ I

XV საუკუნის მიწურულისთვის ირანი დაშლილი იყო რამდენიმე სამეფოდ, რომელთა შორი გამუდმებული ბრძოლები იყო პირველობისათვის. ირანულ სამფლობელოერს შორის ყველაზე განვითარებული იყო ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი აზერბაიჯანითურთ.

შაჰ აბას I

უკვე XVI საუკუნის დასაწყისიდან აქ სულ უფრო ძლიერდება სეფიანელთა საგვარეულო. მათ თავიანთი გავლენის განსამტკიცებლად მიიღეს შიიტობა და დაიწყეს ირანული მიწების დაპყრობა. შვიდი თურქმენული ტომის გამაერთიანელმა სეფიანელთა საგვარეულომ, საკუთარი მომხრეებისთვის სავალდებულო გახადა წითელზოლიანი ჩალმების ტარბა. სწორედ ამიტომ მათ მომხრეებს ყიზილბაშები დაერქვა, რადგან ყიზილბაში წითელ თავას ნიშნავს.

XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ყიზილბაშთა ახალმა მეთაურმა ისმაილმა (დ.1502-გ.1524) დაიპყრო მთელი სამხრეთი აზერბაიჯანი თავრიზითურთ და თავი შაჰად გამაცხადა. მან თავისი ხელისუფლება გაავრცელა ცენტრალურ და დასავლეთ ირანშიც. ირანის დედაქალაქი გახდა თავრიზი. ოფიციალური რელიგია შიიზმი. შაჰ ისმაილის მეთაურობით ყიზილბაშებმა რამდენჯერმე ილაშქრეს აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოიც. ისმაილის დროს დაიწყო ხანგრძლივი ომები ოსმალეთთან, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგაც არ შეწყვეტილა. შაჰ ისმაილის გარდაცვალების შემდეგ ირანის შაჰი გახდა შაჰ თამაზ I (დ.1524-გ.1576). მისი მმართველობის დროს ყიზილბაშებმა ოთხჯერ ილაშქტრს საქართველოში.

1555 წელს დასრულდა ოსმალეთთან ომი და დაიდო ამასიის ზავი. ამ ზავის პირობების თანახმად ერაყი გადავიდა ოსმალეთის ხელში, ხოლო სამხრეთ აზერბაიჯანი თავრიზითურთ რჩებოდა ირანს. ოსმალეთის და ირანის მიერ საქართველოსა და სომხეთის განაწილების შედეგად დასავლტ საქართველო ოსმალეთს ერგო, ხოლო ქართლ-კახეთი სამცხე-საათაბაგოთი-ირანს.

შაჰ თამაზის მმართველობის ბოლოს ქვეყანაში შიდა მდგომარეობა ძალზედ დაიძაბა. ქვეყანას გადაუარა შავი ჭირის ეპიდემიამ. აღმოსავლეთიდან ირანს გამუდმებით თავს ესხმოდნენ უზბეკი ხანები.

შაჰ თამაზის გარდაცვალების შემდეგ ირანში დაიწყო შიდაომები. ამით ისარგებლა ოსმალეთმა და ირანს ჩამოსტაცა დასავლეთი ტერიტორიები და სამხრეთ აზერბაიჯანი თავრიზითურთ. უზბეკმა ხანებმა შეტევები განაახლეს. ასეთ მძიმე ვითარებაში ყიზილბაშ დიდებულების ერთმა ნაწილმა ირანის ტახტზე აიყვანა შაჰ თამაზის შვილიშვილი, 16 წლის აბას მირზა.

აბას I-ის ზეობის დროს სეფიანთა ირანი ძალზედ გაძლიერდა. მმართველობის პირველ წლებში აბას I დაკავებული იყო უზბეკ ხანებთან ბრძოლებით. ხშირი იყო ქვეყნის შიგნთაც აჯანყებები. ამიტომ 1590 წელს შაჰი იძულებული გახდა ოსმალეთთან უმძიმესი ზავი დაედო. ზავის პირობების თანახმად მთელი ამიერკავკასია ოსმალეთს გადაეცა.

სამშვიდობო შესვენებამ აბას I-ს საშუალება მისცა გაენადგურებინა უზბეკი ხანები და მოეხდინა მათი ქონების კონფისკაცია, რამაც ქვეყნის შემოსავლები ძალზედ გაზარდა. მანვე გაანადგურა 10 უძლიერესი ფეოდალი.

შაჰ აბასმა ინგლისელების დახმარებით შექმნა არტილერია. ხოლო ჯარის საუკეთესო ნაწილები ცეცხლსასროლი იარაღებით აღჭურვა. აბას I-ის რეფორმებმა გაზარდა ირანული ელემენტების გავლენა.მან დედაქალაქი სპარსული რაონების ცენტრში ისპაჰანში გადაიტანა. აბას I-მა გააძლიერა სპარსული ენა როგორც ოფიციალური ენა .ის თავის სამფლობელოებში ყოველმხრივ აძლიერებდა შიიტურ რელიგიას.

1603 წელს აბასმა ისარგებლა ოსმალეთში დაწყებული შიდაარეულობით და დაიწყო ომი ოსმალეთის წინააღმდეგ. რამდენიმე წელიწადში მან დაიბრუნა 1590 წელს დაკარგული კავკასია.

1613 წელს სტამბოლში დაიდო ზავი, რომლითაც ირანმა განიმტკიცა მისი დაპყრობები. შაჰ-აბასის რამდენიმე ლაშქრობის შედეგად კახეთში, საქართველოს ეს კუთხე განადგურების პირას იყო მოსული.

XVI საუკუნის ბოლოს და XVII საუკუნის დასაწყისში ირანი საგრძნობლად დაწინაურდა ეკონომიურად. ირანი ვაჭრობდა პორტუგალიასთან,ჰოლანდიასთან, ინგლისთან , რუსეთთან , ჩინეთთან, ინდოეთთან. ინდოჩინეთთან . აბას I ხელს უწყობდა შიდა ვაჭრობის განვითარებას. გაჰყავდათ გზები რომლებსაც იცავდნენ ყაჩაღებისგან და მომთაბარეებისგან. ისპაჰანი ნახევარმილიონიან ქალაქად იქცა.

ირანი XVII საუკუნის მიწურულიდან 1814 წლამდე

ნადირ შაჰი
აღა მაჰმად ხანი

XVII საუკუნის მიწურულიდან ირანის სეფიანელთა დინასტია საგრძნობლად დასუსტდა. მომთაბარეები სისტემატიურად არბევდნენ და ანადგურებდნენ სოფლებს და ქალაქებს. ანადგურებდნენ მოსახლეობას. საძოვრებად აქცევდნენ სახნავ სათეს და ხეხილის ბაღებს. ეს გარემოება ხელს უშლიდა ირანში მტკიცე ერთიანი ძლიერი მეურნეობის შექმნას. ირანის ხელისუფლება ვერ ახერხებდა სახელმწიფოს დაშლის მომხრე ფეოდალების ალაგმას. ფეოდალური ირანის შინაგანი სისუსტე გამოვლინდა , სეფიანელთა დინასტიის ყველაზე ძლიერი შაჰის სიკვდილის შემდეგ. XVII საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო ირანის მკვეთრი ეკონომიური და პოლიტიკური დაქვეითება. თანდათანობით დაეცა სოფლის მეურნეობა. მოიშალა ვაჭრობა. სეფიანელთა დინასტიის უკანასკნელი უნიჭო შაჰები სულ არ ცდილობდნენ ქვეყნის სავალალო მდგომარეობიდან გამოყვანას, ქვეყნის შემცირებულ შემოსავლის დიდ ნაწილს საკუთარ ოჯახებს ახმარდნენ . შექმნილი ვითარებით კარგად ისარგებლეს ავღანელმა ტომებმა, თავიდან მათ მოიშორეს სეფიანელთა უღელი .ხოლო 1722-1723 წლებში მათ დაიპყრეს ირანის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამავე პერიოდში ირანის წინააღმდეგ ომებს აწარმოებდა რუსეთიც პეტრე I-ს მიზნად დასახული ჰქონდა კასპიის ზღვის აღმოსავლეთი და დასავლეთ ტერიტორიების დაპყრობა. ირანთან დადებული პეტერბურგის ზავით აღნიშნული ტერიტორიები რუსეთს გადაეცა. ასეთ მძიმე ვითარებაში სეფიანელთა დინასტიამ ფაქტობრივად დაკარგა ძალაუფლება. ირანის ასეთი მძიმე ვითარებით ისარგებლა ოსმალეთმა და კავკასია დაიკავა.

ირანში ავღანელთა ასეთმა თარეშმა ხალხის მასობრივი აღშფოთება გამოიწვია. 1772 წელს ირანში მასობრივი ანტიავღანული განმანთავისუფლებელი ბრძოლები დაიწყო. ბრძოლას თურქმანული წარმოშობის ნადირ-ხანი ჩუდგა სათავეში.მან ავღანელი დამპყრობლები ირანიდან განდევნა. მალე მან დაიყო ომი ოსმალეთის წინააღმდეგ რომეიც სრული გამარჯვებით დასრულდა. 1736 წლის ზავით ირანმა დაიბრუნა ყველა ის ტერიტორია რომელიც დაკარგა 1723 წელს. რუსეთმა ნებაყოფლობით დაუბრუნა ირანს პეტრე დიდის დროს შეერთებული ირანული მიწები. ავღანელთან და ოსმალეთთან მოპოვებული წარმატებების შემდეგ ნადირ ხანმა შეკრიბა ირანული ფეოდალური დიდკაცობა და ოფიციალურად ეკურთხა ირანის შაჰად. ნიჭიერი მხედარმთავარი ურჩ ქვეშევრდომებს სასტიკად სჯიდა, 1745 წელს ნადირ შაჰმა საქართველოს გამაჰმადიანებაზე ხელი აიღო. მეფეებად თეიმურაზ II და მისი შვილი ერეკლე II დანიშნა. ქართველი მეფეები ქრისტიანული წესით აკურთხეს.

1747 წელს ნადირ შაჰმა მთელ ირანს აუტანელი გადასახადები დააკისრა. ეს ღონისძიება მისთვის საბედისერო აღმოჩნდა. იმავე წელს ნადირ შაჰი შეთქმულების მსხვერპლი გახდა და მის მიერ სისხლით და მახვილით შექმნილი სახელმწიფო დაინგრა.

ნადირ შაჰის სიკვდილის შემდეგ 10 წლის განმავლობაში ირანის ტახტისთვის იბძოდა რამდენიმე საგვარეულო. ზენდების ირანული ტომის ბელადმა ქერიმ-ხანმა , თავდაპირველად სამხრეთ ირანი შემდეგ კი მთელი ქვეყანა დაიმორჩილა. ქერიმ ხანის მმართველობის დროს ირანში დროებითი სიმშვიდე ჩამოვარდა. იგი სოფლის მეურნეობის,ვაჭრობის და ხელოსნობის აღდგენას ცდილობდა. ქერიმ-ხანსა და ერეკლე II-ს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობები იყო. 1779 წელს ქერიმ-ხანის სიკვდილის შემდეგ ირანი 15 წლიანმა ქაოსმა მოიცვა. ზენდები ჩრდილო ირანელმა ყაჯარებმა დაამარცხეს. 1794 წელს ყაჯარების თავკაცმა ჭკვიანმა და ენერგიულმა მაგრმ ვერაგმა და შეუბრალებელმა აღა-მაჰმად-ხანმა ზენდების წინააღმდეგობას ბოლო მოუღო აღა-მაჰმად-ხანმა 1795 წელს დალაშქრა და დაარბია თბილისი. ამიერკავკასიიდან დაბრუნებული აღა მაჰმად ხანი თეირანში საზეიმოდ ეკურთხა შაჰად. მანამდე უცნობი და უმნიშვნელო დასახლებული პუნქტი თეირანი აღა მაჰმად ხანმა დედაქალაქად გამოაცხადა. მას შემდეგ რაც შაჰმა გაიგო რომ ერეკლე II-ის დროს კავკასიაში შემოყვანილი რუსული 30 000-იანი ჯარი პავლე I-მა უკან გაიწვია . შაჰმა თავისი ჯარი კვლავ დაძრა კავკასიისკენ. მაგრამ საქართველო ვერ ააოხრა რადგან 1797 წელს მცველებმა რომელთა შორის ერთ-ერთი ქართველი იყო შაჰი სიცოცხლეს გამოასალმა. აღა მაჰმად ხანის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ძმისშვილი ბაბა-ხანი.

1801 წელს რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ ბაბა-ხანი შეეცადა არ დაეშვა კავკასიაში რუსეთის გაბატონება. ბაბა-ხანი 1804-1813 წლებში რუსეთს ეომებოდა. ამ ომში ირანი დამარცხდა. 1813 წელს დაბა გულისტანში დაიდო რუსეთ-ირანის საზავო ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით ირანი უარს ამბობდა საქართველოზე,დაღესტანზე,ჩეჩნეთზე და აზერბაიჯანზე.ირანი ცნობდა კავკასიაში რუსეთის გაბატონებას აგრეთვე კასპიის ზღვაზე სამხედრო ფლოტის ყოლის უფლება მხოლოდ რუსეთს ჰქონდა.

ირანი 1814-1914 წლებში

XVIII საუკუნის მიწურულიდან ირანში ყაჯართა დინასტიის შაჰების მმართველობა დამყარდა. ყაჯარები ვერ ეგუებოდნენ 1804-1813 წლების ომში მარცხს და კავკასიაში რუსების გაბატონებას. ამიერკავკასიაში რუსების გაბატონებით უკმაყოფილო იყო ინგლისიც. 1814 წელს ირანსა და ინგლისს შორის დაიდო დიდი ხელშეკრულება რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული. 1826 წელს ყაჯარებმა ჩათვალეს რომ ირანის არმია ბრძოლისთვის საკმარისად ამაღლდა , ამიტომ ირანმა ომი გამოუცხადა რუსეთს. ირანმა განჯა დაიკავა მაგრამ კონტრშეტევაზე გადასულმა რუსეთის ლაშქარმა, ირანელები განდევნა განჯიდან დაიკავა ერევანი, თავრიზი. ყაჯარებმა ზავი ითხოვეს. 1828 წლის ზავით ირანი საბოლოოდ უარს ამბობდა აღმოსავლეთ საქართველოზე, დაღესტანზე, ჩეჩნეთზე,აზერბაიჯანზე და ცნობდა ერევნის და ნახიჭევნის სახანოების შესვლას რუსეთის შემადგენლობაში. ამის შემდეგ ირანი უკვე უშუალოდ აღარ ესაზღვრება საქართველოს. 1828 წლის ზავით ირანს რუსეთისთვის უნდა გადაეხადა 20 მლნ ოქროს მანეთის კონტრიბუცია. ნიკოლოზ I ამის შემდეგ ირანში დანიშნა ელჩობა. რუსეთის ირანის საქმეებში ჩარევით აღშფოთებული ირანელი შიიტები 1829 წელს შეიჭრნენ რუსეთის საელჩოში და დაარბიეს ყველაფერი. ამოხოცეს რუსები მათ შორის იყო ალექსანდრე გრიბოედოვიც. რუსეთის იმპერატორი მოერიდა ირანთან ურთიერთობის დაძაბვას. და ამ ინციდენტის გამო გრიბოედოვი და რუსი მოხელეები დაადანაშაულა. რუსეთის იმპერატორი ირანის შაჰის ოფიციალურ ბოდიშს დაკმაყოფილდა და მიიღო მის მიერ გამოგზავნილი საჩუქრები (მათ შორის დიდი ბრილიანტი სახელით შაჰი). რუსეთმა ირანს კონტრიბუციაც კი შეუმცირა 2 მლნ მანეთით.

ირანი 19-საუკუნის ბოლოს 20-საუკუნის დასაწყისში

ყაჯარებმა ისარგებლეს ინგლისის მოუცლელობით რომელიც ყირიმის ომში იყო ჩართული 1853 - 1856. და 1856 წელს მოაწყვეს ლაშქრობა ავღანეთის ქალაქ ჰერათზე. ამ ქალაქს უდიდესი სავაჭრო სტრატეგიული ფუნქციები ჰქონდა. ინგლისისთვის რომელიც ინდოეთის დაპყრობას აპირებდა , ყოვლად მიუღებელი იყო ავღანეთში ირანის ყოფნა. ყირიმის ომის დამთავრებისთანავე დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ჰერაეთთან დაკავშირებით შეუალი პოზიცია დაიკავა. ინგლისმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და ომი გამოუცხადა. ინგლისმა თავისი ფლოტი სპარსეთის ყურეში შეიყვანა და დესანტი გადასხა ირანის სამხრეთით. 1856-1857 წლების ინგლის-ირანის ომი პარიზის საზავო ხელშეკრულებით დასრულდა. ხელშეკრულების თანახმად ირანს გაჰყავდა თავისი ჯარი ჰერათიდან ხოლო ინგლისი ტოვებდა დესანტს სამხრეთ ირანში.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ირანში იაფფასიანმა ინგლისურმა და რუსულმა საქონელმა გააჩანაგა ირანის მრეწველობა. და უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო ირანის საფაბრიკო-სახელოსნო მრეწველობა. უცხოელთა კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა არამარტო ირანის ეკონომიკა არამედ სახელმწიფო მმართველობის ზოგიერთი სფეროებიც. მთავარ თანამდებობებზე ინიშნებოდნენ რუსი და ინგლისელი პირები. ირანი გადაიქცა ნახევარკოლონიურ ქვეყნად ამან გამოიწვია ფეოდალური ურთიერთობების დაკონსერვება. 1879 წელს ირანის შაჰის თხოვნით მოწვეულმა რუსმა ოფიცრებმა, ადგილობრივი მცხოვრებთაგან შექმნეს რუსული კაზაკური გასამხედროებული ნაწილების გაერთიანება. თავდაპირველად პოლკი რომელიც,ჯერ ბრიგადად როლო შემდგომ დივიზიად გადაიქცა.

XIX საუკუნის მიწურულს ირანში აღმოცენება იწყო ფარულმა პატრიოტულმა ორგანიზაციებმა რომელთა მიზანს წარმოადგენდა ბრძოლა უცხოელების წინააღმდეგ. გაზრდილი გადასახადების გამო გაჩანაგდა უამრავი გლეხი ამიტომ ისინი თავიანთ საცხოვრებლებს ტოვებდნენ და გადადიოდნენ სამხრეთ რუსეთში XX საუკუნის პირველ ხანებში რუსეთში უკვე 200 000 ირანელი იყო.

ჯარმა უარი თქვა 1905 წლიდან დაწყებული მიტინგების დარბევაზე. შაჰი იძულებილი გახდა მოეწვია პირველი მეჯლისი რომელმაც შაჰის ძალაუფლება შეზღუდა. 1908 წელს ინგლისმა და რუსეთმა ირანი გაიყვეს. 1908 წელს მოჰამედ ალ შაჰის მითითებით ირანის კაზაკთა ბრიგადამ რუსი პოლკოვნიკ ლიახოვის სარდლობით თეირანში კონტრევოლუციური გადატრიალება მოახდინა.იმავე 1908 წელს ირანის აზერბაიჯანის მთავარ ქალაქ თავრიზში დაიწყო შაჰის საწინააღმდეგო აჯანყებები . მათ მთავრობის ჯარები განდევნეს ამას მოყვა რუსეთის კონტრევოლუციური ინტერვენცია. შაჰის საწინააღმდეგო აჯანყებები მთელ რიგ ქალაქებს და პროვინციებს მოედო. 1909 წელს აჯანყებულებმა აიღეს ქალაქი თეირანი და დაამხეს მოჰამედ ალ შაჰის ხელისუფლება და აღადგინეს კონსტიტუცია. 1911 წელის ბოლოს რუსეთის, ინგლისის და შინაგანი რეაქციის ძალებმა შეძლეს ირანის რევოლუციის ჩახშობა.

ირანი პირველი მსოფლიო ომის შემდგომ

ფაილი:Reza Shah Pahlavi.jpg
რეზა ფეჰლევი

1921 წელის თებერვალში მოეწყო სახელმწიფო გადატრიალება. გადატრიალებაში მონაწილეობას იღებდა ირანულ კაზაკთა ნაწილები ვიცე პოლკოვნიკ რეზა ფეჰლევის სარდლობით . რომელმაც ახალ მთავრობაში სამხედრო მინისტრის პოსტი მიიღო. 1921 წლის 26 თებერვალს მოსკოვში მოეწერა ირან-საბჭოთა რუსეთის ხელმოწერას. ამ ხელშეკრულებით უქმდებოდა მანამდე ირან-რუსეთის ყველა ხელშეკრულება. რომელებიც ბღალავდა ირანის სუვერენიტეტს. ამ ხელშეკრულებით საბჭოთა რუსეთს საშუალება ეძლეოდა შეეყვან ირანის ტერიტორიაზე თავისი ჯარები და განეხორციელებინა საჭირო მოქმედებები. თუ მესამე ქვეყანა შეეცდებოდა ირანის გამოყენებას საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ. 1923 წელს რეზა ფეჰლევი პრემიერ მინისტრი გახდა. მან აიძულა მეჯლისი ყაჯართა დინასტია დაემხოთ. მართლაც 1923 წლის 12 დეკემბერს რეზა ფეჰლევი გახდა შაჰი. ახალ დინასტიას ეწოდა ძველი პართიული დინასტიის ირანული სახელი- ფეჰლევი. სახელწოდება სპარსეთი შეიცვალა ირანით.

რეზა შაჰმა ულმობლად ჩაახშო ყველა აჯანყება ირანის ტერიტოიაზე. შაჰი შეეცადა დაეცვა ქვეყნის ეკონომიკა. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მიწების ყიდვა-გაყიდვის შესახებ. შესაძლებელი გახდა სახელმწიფო მიწების გაყიდვა. დაიწყო ტრანს-ირანის რკინიგზის მშენებლობა რომელსაც უნდა დაეკავშირებინა ერთმანეთთან სპარსეთის ყურე და კასპიის ზღვა. ჩატარდა რეფორმები განათლების სფეროში რის შედეგადაც შეიქმნა უფასო დაწყებითი და ფასიანი საშუალო და უმაღლესი სასწავლებლები. ყოველივე ამასთან ერთად ირანში ჩატარდა ნაციონალისტური სულისკვეთების კამპანია. გაძლიერდა არაირანელი მოსახლეობის ჩაგვრა შევიწროება.მათ შორის იყვენენ ფერეიდნელი ქართველებიც.

1941 წელს მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას სცადა უარი ეთქვა დიდი ბრიტანეთისა და სსრკ-სთვის მათი ჯარების ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებაზე, რის გამოც მოკავშირეთა მიერ იძულებული გახდა ტახტზე უარი ეთქვა. გარდაიცვალა იოჰანესბურგში. მისმა მემკვიდრემ მუჰამედ რეზა ფეჰლევიმ მამის ნეშთი ირანში გადაიტანა და სპეციალურად აგებულ დიდებულ მავზოლეუმში დაასვენა, თუმცა ისლამური რევოლუციის შემდეგ აიათოლას განკარგულებით მავზოლეუმი დაანგრიეს.

ირანი 1946-1990 წლებში

ფაილი:Mohammad-reza-shah.jpg
მოჰამედ რეზა ფეჰლევი ,ირანის უკანასკნელი შაჰი.
ხომეინის დაბრუნება ირანში.
მასობრივი დემონსტრაცია თეირანში.

1946 წლამდე ირანის ტერიტორიაზე საბჭოთა და ინგლისის ჯარები იყვნენ. მაგრამ დასავლეთის ზეწოლის შედეგად საბჭოთა კავშირმა თავისი ძალები გაიყვანა ირანის აზერბაიჯანიდან და ქურთისტანიდან . ცივი ომის დაწყების დრიდან გაძლიერდა ირანის შიდა საქმეებში აშშ-ს და ინგლისის ჩარევა.ამ ორ ქვეყანას შორის ქიშპობა აშშ-ს გამარჯვებით დასრულდა. განსაკუთრებით მწვავედ მიდუოდა ბრძოლები სამხრეთ ირანის ნავთობისათვის. რომლის ექსპლუატცია მთლიანდ ინგლის-ირანის ნავთობის კომპანიის ხელში იყო. ნავთობის მრეწველობის ნაციონალიზაციის მოთხოვნამ მთელი ქვეყანა მოიცვა. და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შემადგენელი ნაწილი გახდა. 1951 წელს ირანის პარლამენტმა მეჯლისმა მიიღო გადაწყვეტილება ნავთობის ნაციონალიზაციის შესახებ. ამ ყველაფერს ნავთობის მომპოვებელი დიდი კომპანიების ბოიკოტი მოჰყვა. 1953 წელს შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურების მონაწილეობით ირანში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო, რომლის შედეგადაც დამხობილი იქნა ეროვნული ფრონტის მთავრობა. ახალმა მთავრობამ ნავთობი 25 წლის ვადით საერთაშორისო კონსილიუმს გადასცა. რომელშიც მთავარ როლს ამერიკული კომპანიები და ინგლის-ირანული კომპანიები თამაშობდნენ.

ირანი ჩამორჩენილი აგრარულ ქვეყნას წარმოადგენდა. მოჰამედ რეზა შაჰმა სცადა მდგომარეობის გამოსწორება სოფლებში, წარმოების ზრდისათვის, მოსახლეობის განათლებისა და კულტურის ზრდისათვის. 1963 წლის რეფერენდუმზე მოსახლეობამ მხარი დაუჭირა შაჰის ახალ რეფორმებს რომელსაც თეთრი რევოლუცია ეწოდა. ამ რეფორმებს დაუპირისპირდნენ ულიმები შიიტი სამღვდელოების პირები რომლებმაც ეს რეფორმები ისლამური პრინციპების შელახვად და საერთოდ ისლამზე პირდაპირი შეტევად აღიქვეს. შაჰის რეფორმამ ვერ გადაჭრა ქვეყანაში პრობლემები - სურსათი ისევ არ კმაროდა ვინაიდან მოსახლეობის ზრდის ტემპები უსწრებდა სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოების ტემპს. ირანი ვერ გადაიქცა ინდუსტრიულ ქვეყნად. ვერ უშველა ქვეყანას ნავთობის ბუმმა, რომელიც ხანმოკლე აღმოჩნდა.ქვეყნის შემოსავლები ისევ შემცირდა, სამხედრო ხარჯები კი გაიზარდა.ამას მოჰყვა იმფლაცია და მოსახლეობის ცხოვრების პირობის გაუარესება.ასეთმა მძიმე ვითარებამ გამოიწვია შაჰის ხელისუფლების პოზიციის შესუსტება და მისდამი დაპირისპირებული შიიტი სამღვდელოების გაძლიერება.ირანში გაზრდილმა საპრროტესტო მოქმედებებმა შაჰის ხელისუფლება აქცია ავტორიტარულ დიქტატურად.მოსახლეობას აღიზიანებდა შაჰის კარზე არსებული ფუფუნეება, კორუფციის მაღალი დონე.მოსახლეობაში იზრდებოდა ანტი დასავლური განწყობაც . ასეთ პირობებში კიდევ უფრო გაიზარდა საზოგადოების სრული ისლამიზაციის მომხრე სასულიერო პირების გავლენა. მათმა ლიდერმა აიათოლა ხომეინმა გააკეთა მოწოდება ჭეშმარიტი ისლამური წყობის დამყარების შესახებ. ოპოზიციას შეუერთდა დასავლური ორიენტაციის ინტელიგენცია.

ამის მიუხედავად დასავლეთს შაჰის ხელისუფლება სტაბილურად მიაჩნდა და ისინი შაჰის ხელისუფლებას უახლესი იარაღით ამარაგებდნენ. დასავლეთისთვის შაჰის ხელისუფლება ყველაზე საიმედო მოკავშირე იყო.

1978 წლიდან ქვეყანა მასობრივმა დემონსტრაციებმა მოიცვა. შაჰს ვერ უშველა მთავრობის შეცვლამ. 1979 წლის იანვარში შაჰს მოუხდა ქვეყნიდან წასვლა . სამაგეროდ ქვეყანაში დაბრუნდა რუჰოლა ხომეინი, რომლის მხარეს არმიაც გადავიდა. ხომეინმა ირანის ისლამური რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა. რეფერენდუმში ამ იდეას მოსახლეობამ მხარი დაუჭირა და 1979 წლის 1 აპრილიდან ირანი ისლამურ რესპუბლიკად გამოცხადდა. ქვეყნის მმართველი გახდა აითოლა ხომეინი შეუზღუდავი ძალაუფლებით. ქვეყანა დაუბრუნდა შარიათის ნორმებს, პირბადეს (ჩადრს) და ურწმუნოებისადმი შეუწყალებლობას.

ქვეყნის საგარეიო პოლიტიკის ლოზუნგი გახდა ”არც აღმოსავლეთი არც დასავლეთი”. ირანელების მტრად გამოცხადდა შაჰთან ერთად შეერთებული შტატები.რომლის საელჩოს 52 თანამშრომლები რადიკალურმა მუსლიმმა სტუდენტებმა მძევლად აიყვანეს. მძევლები 15 თვის შემდეგ გაანთავისუფლეს. ირანმა მტრად გამოაცხადა აგრეთვე საბჭოთა კავშირიც. ხომეინი ყველა ისლამურ ქვეყანას გაერთიანებისკენ მოუწოდებდა. რამაც ირანის მეზობელი ქვეყნები შეაშფოთა. განსაკუთრებით გართულდა ირან-ერაყის ურთიერთობები რაც 1980 წელს ომში გადაიზარდა. ეს ომი ორივე მხარისათვის ძალზედ სისხლიანი იყო დაღუპა ნახევარი მილიონი ადამიანი. ეს ომი დასრულდა 1988 წელს გაეროს უშუალო შუამავლობით.საზავო ხელშეკრულება 1990 წელს დაიდო.

ისლამიზაციამ ქვეყნის ეკონომიკას მაინც ვერ უშველა. 1989 წელს გარდაიცვალა ხომეინი მოგვარდა ურთიერთობები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან მათ შოის საქართველოსთანაც.

მემკვიდრეობა

სქოლიო

თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link GA