არვალელი ძმები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ვიკიფიცირება
r2.7.1) (ბოტის დამატება: hy:Արվալյան եղբայրներ
ხაზი 15: ხაზი 15:
[[en:Arval Brethren]]
[[en:Arval Brethren]]
[[es:Arvales]]
[[es:Arvales]]
[[fi:Arvaaliveljet]]
[[fr:Frères Arvales]]
[[fr:Frères Arvales]]
[[hy:Արվալյան եղբայրներ]]
[[it:Arvali]]
[[it:Arvali]]
[[nl:Fratres Arvales]]
[[nl:Fratres Arvales]]
[[pl:Bractwo Arwalskie]]
[[pl:Bractwo Arwalskie]]
[[ru:Арвальские братья]]
[[ru:Арвальские братья]]
[[fi:Arvaaliveljet]]
[[uk:Арвальські брати]]
[[uk:Арвальські брати]]

14:03, 18 თებერვალი 2012-ის ვერსია

მარკუს ავრელიუსი სწირავს მსხვერპლს.

არვალელი ძმები (ლათ. Fratres Arvales) — რომაელ ქურუმთა კოლეგია, რომელიც დაკავშირებული იყო ძველიტალიურ ღმერთქალ დიას კულტთან. ზოგი გადმოცემის თანახმად არვალელი ძმების პირველი კოლეგია შექმნა აკა ლარენციას 12 ვაჟმა. დიას დღესასწაულზე მსხვერპლად სწირავდნენ ცხვრებს, ძროხებს, გოჭებს. მონაწილეები მღეროდნენ განსაკუთრებულ, ე. წ. არვალურ სიმღერებს, ლოცულობდნენ მოსავლისათვის, რომელიც თითქოს ციდან გამოგზავნილი იყო. ზეიმის ბოლოს იმართებოდა ლხინი და თამაშობა-გართობანი. იმპერატორმა ავგუსტემ განაახლა დავიწყებამდე მისული დღესასწაულის რიტუალი და არვალელი ძმების კოლეგიაში შეიყვანა 12 კაცი, მათ შორის თავისი თავი და ოჯახის წევრები. დღესასწაულის დროს გამოქონდათ ხორბლის თავთავი, ხილი, ყურძენი და სხვა.

სახელწოდება მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „arvum“, რაც ქართულად სახნავ მიწას, ყანას ნიშნავს.[1]

სქოლიო

  1. ნოდარ გაფრინდაშვილი. მითოლოგიური ლექსიკონი. გვ. 45 - თბილისი, „განათლება“, 1972.