მეერსენის ხელშეკრულება: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 11: ხაზი 11:
[[კატეგორია:გერმანიის ისტორია]]
[[კატეგორია:გერმანიის ისტორია]]
[[კატეგორია:საფრანგეთის ისტორია]]
[[კატეგორია:საფრანგეთის ისტორია]]
[[კატეგორია:საერთაშორისო ხელშეკრულებები]]

13:18, 16 თებერვალი 2012-ის ვერსია

მეერსენის ხელშეკრულება (გერმ. Vertrag von Meerssen) დაიდო დასავლეთ ფრანკთა მეფე შარლ მელოტსა და აღმოსავლეთ ფრანკთა მეფე ლუდოვიკო გერმანელს შორის 870 წლის 8 აგვისტოს მეერსენში მაასტრიხთან (დღევანდელი ლიმბურგის პროვინცია ნიდერლანდებში). ხელშეკრულება ითვალისწინება ლოთარინგიის გაყოფას; ლოთარინგია ლოთარ II-ის კუთვნილი ტერიტორია იყო, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ 869 წელს კანონიერი მემკვიდრის გარეშე დარჩა, ამიტომ იგი მეერსენის ხელშეკრულებით ლოთარის ბიძებმა შარლ მელოტმა (ლოთარ II-ის მამის, ლოთარ I-ის ნახევარძმა) და ლუდოვიკო გერმანელმა (ლოთარ I-ის ძმა) გაიყვეს.

ლუდოვიკო გერმანელის ვაჟმა ლუდოვიკო III-მ მიიღო ლოთარის სამეფოს აღმოსავლეთი ნაწილი. გამყოფი საზღვარი მიუყვებოდა მდინარე მაასს, ურთს, მოზელს, მარნასა და სონას, შემდეგ კი იურის მთიანეთს (იურა). პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერი რეგიონები, აახენის მიდამოები, ჰოლანდია და ელზასი აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოს დარჩა.

ხელშეკრულებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საფრანგეთისა და გერმანიის პოლიტიკურად ჩამოყალიბებაში. ლოთარინგია და ელზასი მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ამ ორ სახელმწიფოს შორის დავის საგანს წარმოადგენდა.

ლიტერატურა

  • Rudolf Schieffer: Die Karolinger. Stuttgart-Berlin-Köln 1992, ISBN 3-17-010759-3, გვ. 163.
  • Rudolf Schieffer: Die Zeit des karolingischen Großreichs 714-887. 10., ახალი გადამუშავებული გამოცემა. ნაწ. 2, Klett-Cotta, Stuttgart 2005, ISBN 3-608-60002-7, გვ. 146, 148.