მუზეუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის შეცვლა: ro:Muzeele
r2.7.2+) (ბოტის შეცვლა: ro:Muzeu
ხაზი 96: ხაზი 96:
[[pt:Museu]]
[[pt:Museu]]
[[qu:Musiyu]]
[[qu:Musiyu]]
[[ro:Muzeele]]
[[ro:Muzeu]]
[[ru:Музей]]
[[ru:Музей]]
[[rue:Музеї]]
[[rue:Музеї]]

10:20, 11 თებერვალი 2012-ის ვერსია

მუზეუმი (ბერძ. μουσείο[ν] - მუზათა ტაძარი), როგორც წესი, საზოგადოების განვითარების სამსახურში მყოფი მუდმივი ინსტიტუტია და ღიაა ფართო საზოგადოებისთვის. მუზეუმი შესწავლის, განათლების მიზნით ან ვიზუალური სიამოვნებისთვის იძენს, ინახავს, იკვლევს და გამოჰფენს ადამინთა შემოქმედებისა და მათი გარემოს აღმწერ ფაქტებზე არსებულ მნიშვნელოვან მასალას.

მუზეუმები გალერიებისგან განსხვავებით, როგორც წესი, ფინანსური მოგებისთვის არ არსებობენ. მუზეუმი შეიძლება იყოს სამთავრობო, არა-სამთავრობო ან არა-მომგებიანი, და ასევე კერძო ან საოჯახო.

მუზეუმის სახეები

თანამედროვე მუზეუმები გარკვეულ ობიექტზე არიან კონცეტრირებული, და მათი უმრავლესობა შემდეგი კატეგორიებიდან ერთ-ერთს ეკუთვნის ხოლმე: სახვითი ხელოვნება, არქეოლოგია, ანთროპოლოგია, ეთნოლოგია, ისტორია, კულტურის ისტორია, მეცნიერება, ტექნოლოგია, ბუნებისმეტყველება. ამ კატეგორიებში შეიძლება უფრო სპეციალიზირებული მუზეუმები არსებობდეს, მაგ. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები, ადგილობრივი ისტორიის, ავიაციის ისტორიის, სასოფლო-სამეურნეო ან გეოლოგიის მუზეუმები. მათში, როგორც წესი, არის გამოფენილი ან შენახული მოცემული სფეროს მნიშვნელოვანი ნიმუშები. ეს ნიმუშები კატეგორიზებულია და რეგისტრირებულია მუზეუმის კოლექციაში ნიმუშის ნომრით და მის წარმოშობასა და მნიშვნელობაზე დეტალური ჩანაწერი არსებობს. ადამიანებს, რომლებსაც ეს კოლექციები და გამოფენები ევალებათ კურატორებს უწოდებენ.

ღია-ცისქვეშა მუზეუმები აგროვებენ და თავიდან აგებენ ძველ შენობებს იმ დროისთვის შესაფერისი ბუნებრივი გარემოს შეხამებით. პირველი ასეთი გარე მუზეუმი იყო მეფე ოსკარ II-ის კოლექცია ოსლოსთან, ნორვეგია, რომელიც 1881 წელს გაიხსნა. 1891 წელს ართურ ჰაზელიუსმა სტოკჰოლმთან დააფუძნა ცნობილი სკანსენი, რომელიც შემდგომში მოდელი გახდა ამგვარი გარე მუზეუმებისთვის ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში, მოგვიანებით კი დანარჩენ მსოფლიოში. გარე მუზეუმთა უმრავლესობა მდებარეობს ისეთ რეგიონებში, სადაც ისტორიულად ხის არქიტექტურა ბატონობდა, ამასთან ხის სტრუქტურების გადატანა შედარებით ადვილია მისი თავდაპირველი ღირებულების დაურღვევლად. საქართველოში ასეთი მუზეუმის მაგალითია თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი მდებარე ვაკის პარკში. შედარებით მოგვიანებით (პირველად საფრანგეთში) გაჩნდა ასევე ეკომუზეუმები.

არსებობს ასევე მუზეუმ-ქალაქები (მაგ. მცხეთა) და ღია-ცისქვეშა მუზეუმები იმ ადგილას სადაც ადრე ისტორიული ქალაქები ფუქნციონირებდნენ. მაგ. ოლიმპიის არქეოლოგიური მუზეუმი ისტორიულ ქალაქ ოლიმპიის ადგილას საბერძნეთში. ზოგი მუზეუმი ახერხებს ისტორიული ქალაქების ნარჩენების შეგროვებას და მისგან ამ ქალაქის ფრაგმენტების ხელახლა აშენებას მუზეუმის ტერიტორიაზე. მაგ. პერგამონის მუზეუმი (ბერლინი) გერმანიაში.

შექმნის ისტორია

ადრეული მუზეუმები შეიქმნა, როგორც სამეფო ან საგვაროვნო კოლექციები, სადაც მათ მფლობელობაში მყოფი ხელოვნების მინუშები ან საუცხოო ნამუშევრები შედიოდა. ასეთ გამოფენებს საკვირველებათა ოთახებს ან საინტერესო საგანთა კაბინეტებს უწოდებდნენ.

მუზეუმები ღიაა ხლხისთვის და, როგორც წესი, შემსვლელთათვის მცირე გადასახადი არსებობს. ზოგიერთ მუზეუმში პერმანენტულად ან გარკვეულ დღეებში (მაგ. კვირადღეს) შესვლა უფასოა.

მუზეუმის ექსპონატები კოლექციაში სხვადასხვა საშუალებით ჩნდება. თავად მუზეუმმა ან მასთან ასოცირებულმა ინსიტუტმა შეიძლება ორგანიზება გაუკეთოს ექსპედიციებს მუზეუმისთვის მეტი მასალის ან დოკუმენტაციის მოსაპოვებლად. უფრო ხშირად კი, მუზეუმები შეისყიდიან ექსპონატებს, გაცვლის საშუალებით ან კიდევ საჩუქრის სახით იღებენ მათ, მაგ. ანდერძით. მაგ. იმპრესიონისტთა ხელოვნებით სპეცილიზებულმა მუზეუმმა შესაზლოა საჩუქრად კუბისტური ნამუშევარი მიიღოს, რაც არ ჯდება მუზეუმის გამოფენების ჩარჩოებში, თუმცა მას შეუზლია ეს ნამუშევარი გამოიყენოს საკუთარი გამოფენების ფოკუსის ნამუშევრის მიღებაში (მაგ. გაყიდვით, გაცვლით, და ა.შ.). დიდ მუზეუმებს ჰყავთ ე.წ. შესყიდვების განყოფილება, რომელთა სრული დატვირთვა ამგავრი სახის საქმიანობაა.

ხშირად მუზეუმები თანამშრომლობენ ერთმანეთთან ერთობლივი გამოფენების მოსაწყობად, ან საკუთარი გამოფენებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ექსპონატების სხვა მუზეუმებისგან სასესხებლად. ასეთი სპეციალური გამოფენები დროებითია და მასზე მოხვედრა გაცილებით ძვირი ჯდება, ვინაიდან მუზეუმებს შორის ამგვარი გარიგებები გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ბოლო დროს ინტერნეტის სწრაფ განვითარებასთან ერთად გაჩნდა მუზეუმის ახალი ტიპი - ვირტუალური მუზეუმები. ამგვარ მუზეუმებში "გამოფენილი" ნამუშევრები ვირტუალურია, ხოლო მათ პატრონთა საკუთრებაში არცერთი ექსპონატი არ შედის.

მუზეუმთა რაოდენობით წამყვანია ფინეთი. როგორც ამბობენ, ამ ქვეყნის ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მეტი მუზეუმი მოდის ვინემ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

იხილეთ აგრეთვე