ვარსკვლავური ომები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის დამატება: sh:Star Wars
+ {{Link FA|fr}}
ხაზი 107: ხაზი 107:
[[კატეგორია:ვარსკვლავური ომები]]
[[კატეგორია:ვარსკვლავური ომები]]
[[კატეგორია:ამერიკული ფილმები]]
[[კატეგორია:ამერიკული ფილმები]]
{{Link FA|es}}
{{Link FA|ast}}
{{Link FA|ast}}
{{Link FA|es}}
{{Link FA|fr}}
{{Link FA|ms}}
{{Link FA|ms}}
{{Link GA|de}}
{{Link GA|de}}

00:46, 11 თებერვალი 2012-ის ვერსია

ფილმის ლოგო, რომელიც ჩნდება ყოველი ფილმის დასაწყისში

ვარსკვლავური ომები (ინგლ. Star Wars) — ფილმების, ტელესერიალების, კომიქსებისა და სხვა პროდუქციის სერია. მისი გამოშვება დაიწყო სრულმეტრაჟიანი ფილმით - მეოთხე ეპიზოდით, ვარსკვლავური ომები IV: ახალი იმედი, რომელიც იქცა თავისი დროის დიდ ფენომენად. 22 წლის შემდეგ ლუკასმა დაიწყო მისი წინაისტორიის გამოშვება. პარალელურად, ყოველი ფილმის გამოსვლას თან ახლდა წიგნების, სათამაშო ფიგურების, ტელესერიალების, კომპიუტერული თამაშებისა და კომიქსების გამოცემაც.

ფილმები

სცენარის შექმნა

პირველი ტრილოგია

1971 წელს კომპანიამ Universal Studios ლუკასს თანხმობა მისცა ფილმების ამერიკული გრაფიტი და ვარსკვლავური ომები გამოშვებაზე. 1973 წელს ლუკასმა დაასრულა მუშაობა კოსმიური საგის სცენარზე მუშაობა და დაიწყო მზადება გადაღებებისათვის. 1973 წლის დასაწყისში მან დაწერა სიუჟეტის მოკლე შინაარსი, სადაც მთავარი მოქმედი გმირი იყო ვინმე სი ჯეი თორპი, კოსმოსური "ჯედაი-ბენდუ". ეს ისტორია იმდენად რთული გამოდგა, რომ ლუკასმა დაწერა ახალი სიუჟეტი, "ვარსკვლავური ომები", რომელიც უფრო ჰგავდა აკირა კუროსავას დამალულ ციხე-სიმაგრეს. 1974 წლისათვის სცენარს დაემატა რასები (მაგალითად, სითები), სიკვდილის ვარსკვლავი (ცალკე არსებული პლანეტა) და ბიჭუნა სახელად ანიკინ სტარკილერი. მეორე ვარიანტში ლუკასმა შეცვალა მისი როლი და იგი იქცა ლუკ სტარკილერად, ხოლო ანიკინი, რომელიც მოგვიანებით ანაკინი გახდა, სხვა მიზნებისათვის გადადეს. ლუკი ცხოვრობდა ფერმაზე, მისი მამა კი ჯედაის რაინდი იყო. "ძალა" კი ნაჩვენები იყო, როგორც ზებუნებრივი თვისება. შემდეგ ვარიანტში მამას შეცვალა ბენ კენობი, ხოლო 1976 წელს, უკანასკნელი ვარიანტის დასრულებისას ლუკასმა დაიწყო გადაღებაზე ზრუნვა. ფილმის თავდაპირველი სახელწოდება იყო "ლუკ სტარკილერის მოგზაურობა, უილსების ჟურნალიდან აღებული, საგა I: ვარსკვლავური ომები". თუმცა, ლუკის გვარი მოგვიანებით "სკაიუოკერი" გახდა, სახელწოდება კი შემოკლებული იქნა.

ამ ეტაპზე ლუკასი კვლავ ღელავდა სიუჟეტზე და შეცვალა იგი. სცენარის ბოლოს მან გაანადგურა "სიკვდილის ვარსკვლავი". შემდეგ ლუკასი შეხვდა მწერალ ალან დინ ფოსტერს და დააწერინა მას ორი წიგნი. მისი გეგმა ასეთი იყო - თუკი წიგნი წარმატებული იქნება, ფილმსაც გადაიღებდნენ.

პირველი სერიის წარმატების შემდეგ ლუკასმა გადაწყვიტა მისი სერიალად გადაქცევა. ამასობაში ფოსტერმა უკვე დაიწყო მეორე წიგნის წერა, მაგრამ ლუკასმა მისი სიუჟეტი არ მოიწონა და დაიწყო დამოუკიდებელ სცენარზე ფიქრი. მოგვიანებით მას შეუერთდა მწერალი ლი ბრეკეტი, რომელმაც ლუკასთან ერთად დაიწყო მეორე ფილმის სცენარზე მუშაობა. შემდეგი სერიის სახელწოდება უკვე ნათელი და საბოლოო იყო - "იმპერიის საპასუხო დარტყმა". მიუხედავად იმისა, რომ სცენარის ამ ვარიანტში თითქმის ყველაფერი იგივეა, რაც ფილმში, განსხვავება ერთადერთი იყო - დართ ვეიდერი არ ეუბნებოდა ლუკს, რომ იგი მისი მამა არის.

1978 წლის დასაწყისში დასრულდა შემდეგი სერიის სცენარის პირველ ვარიანტზე მუშაობა. ლუკასი ამ ვერსიით უკმაყოფილო იყო, მაგრამ ბრეკეტთან თანამშრომლობა მოულოდნელად დასრულდა - ლი გარდაიცვალა. ლუკასი დაიღალა სცენარისტის ძიებით და თავად გადაწყვიტა სცენარის დასრულება და დაამატა მას ის, რაც აუცილებელი იყო - დართ ვეიდერი ეუბნებოდა ლუკს, რომ იგი მისი მამაა.

ამან, თავისთავად, დიდი გავლენა იქონია სერიალზე, მაგრამ ლუკასი კვლავ დაიკარგა საკუთარ სიუჟეტში. ახალი ფილმის ერთ-ერთი ვერსია ასეთი იყო: ანაკინ (ანიკინ) სკაიუოკერი არის ბენ კენობის მოწაფე, მისი შვილი არის ლუკი, მაგრამ სითების იმპერატორმა პალპატინმა იგი საკუთარ მხარეს მიიზიდა. ანაკინი ებრძვის ბენს და სასიკვდილოდ არის დაჭრილი, მაგრამ ბრუნდება, როგორც დართ ვეიდერი. ამასობაში კენობის დახმარებით ლუკი იმალება პლანეტა ტატუინზე, ხოლო რესპუბლიკა იქცევა იმპერიად და ვეიდერი დასდევს ჯედაის რაინდებს.

ამ დროისათვის ლუკასმა სცენარისტის სკამი გადასცა ლოურენს კასდანს, რომელმაც დაასრულა სტივენ სპილბერგის დაკარგული კიდობნის მაძიებელნი-ს სცენარის შექმნა. ასევე დამატებითი რეჟისორის სახით პროექტს დაემატა ირვინ კერშნერი. კასდანი, კერშნერი და პროდიუსერი გერი კურცი განიხილავდნენ მეორე (მეხუთე) ეპიზოდს უფრო სერიოზულ ფილმად, უფრო იდუმალებით მოცული სიუჟეტით. მათ ოდნავ სხვა მიმართულებით წაიყვანეს ფილმი.

მეექვსე ეპიზოდი, ჯედაის შურისძიების გამოშვება დაგეგმილი იყო 1981 წლისათვის, მაგრამ სიუჟეტი კვლავ იცვლებოდა. საბოლოოდ დართ ვეიდერმა შეიცვალა საკუთარი პოზიცია, დაივიწყა ბოროტება, თავად გაანადგურა მთავარი იმპერატორი, მაგრამ დაიღუპა. სახელწოდება ჯედაის შურისძიება კი ჯედაის დაბრუნება-მ შეცვალა, ხოლო სიტყვა შურისძიება მაინც იქნა გამოყენებული ტრილოგიის წინაისტორიაში - ეს იყო ეპიზოდი 3: სითების შურისძიება.

მდებარეობა

ეპოპეის მოქმედება მიმდინარეობს ვარსკვლავური ომების მოგონილ გალაქტიკაში. ფილმის პერსონაჟების დიდი რაოდენობა უფრო ადამიანურ სახეს ატარებს, მაგრამ აგრეთვე არიან რობოტებიც. კოსმოსში მოგზაურობა აქ უკვე ჩვეულებრივი საქმეა.

ფილმში ხშირად მოიხსენება "ძალა", რომელიც არის აბსტრაქტული ენერგია. ეს არის ადგილობრივი რელიგიის მსგავსი რამ. ამასთან, ამ ძალის მფლობელებს გააჩნიათ ტელეკინეზის, წინასწარმეტყველობის, გონებრივი კონტროლისა და შორსმჭვრეტელობის ფუნქციები. ძალა შეიძლება გამოიყენებოდეს როგორც კარგი, ასევე ცუდი მიზნებისათვის. მას აქვს ბნელი მხარეც, რასაც თან ახლავს აგრესია, ზიზღი და შური. ექვსივე ფილმში ჩნდებიან ჯედაის(კეთილი) და სითების (ბოროტი)ტრადიციების მატარებლები, რომლებიც იყენებენ ძალის ბოროტ მხარეს, რათა გალაქტიკა დაიპყრონ.

წინაისტორია

1983 წელს ლუკასი დაშორდა მეუღლეს და განაცხადა, რომ არ დაუბრუნდება ეპოპეას. მაგრამ ამ დროისათვის უკვე იყო დაგეგმილი 4-6 ეპიზოდებამდე მომხდარი ამბების ეკრანიზაციები და მათი სიუჟეტი ლუკასს კვლავ ხიბლავდა. კომიქსებისა და წიგნების პოპულარობის შემდეგ ლუკასმა დაინახა, რომ ვარსკვლავური საგით დაინტერესებულთა რიცხვი იზრდება და კულტად იქცევა. მისი შვილები იზრდებოდნენ და ინტერესდებოდნენ კომპიუტერით. კომპიუტერული გრაფიკის კინემატოგრაფიაში ინტეგრირების ადრეულ ეტაპზე ჯორჯმა გადადგა გაბედული ნაბიჯი და დაიწყო შემდეგ ტრილოგიაზე ფიქრი. 1993 წლისათვის ცნობილი იყო, რომ ლუკასი გადაიღებს ცნობილი ტრილოგიის წინაისტორიას, რომელიც დართ ვეიდერის ამბავზე იქნება აგებული.

1994 წელს ლუკასმა დაიწყო მუშაობა პირველ სცენარზე, სახელწოდებით ეპიზოდი I: დასაწყისი. თავდაპირველად მას სურდა სამი ფილმის სცენარის დასრულება და მხოლოდ ამის შემდეგ - ეკრანიზაცია. მაგრამ სცენარზე მუშაობა უფრო დიდ ხანს გაგრძელდა, ვიდრე მას წარმოედგინა, მაყურებლები კი ელოდნენ ახალი ფილმის გამოჩენას. პირველი ფილმის გადაღების შემდეგ ლუკასმა ძველ ხერხს მიმართა და იქირავა დამატებითი სცენარისტი, ჯონათან ჰეილსი, რომელსაც უკვე ჰქონდა ახალგაზრდა ინდიანა ჯონსის ქრონიკების სცენარის შექმნის გამოცდილება. სახელწოდება ჯერ კიდევ არ იყო მოფიქრებული - თავდაპირველად ლუკასმა ფილმს ხუმრობით უწოდა "ჯარ ჯარის დიდი თავგადასავალი".

მესამე ეპიზოდზე ლუკასმა მეორე ეპიზოდამდე დაიწყო - იგი ამ სერიას მნიშვნელოვან ნაწილად თვლიდა. 2003 წლისათვის ანაკინი უკვე დიდი იყო და მის ცხოვრებაშიც ბევრი რამ შეიცვალა, განსაკუთრებით კი იმატა ობი ვან კენობისთან (ბენთან) უთანასწორობისადმი ზიზღმა.

ამ ტრილოგიის დასრულების შემდეგ ლუკასს ხშირად უთქვამს, რომ სინამდვილეში ჩაფიქრებული იყო 12 ფილმი - ანუ მეოთხე-მეექვსე ეპიზოდები მხოლოდ ისტორიის ნაწილს წარმოადგენდა და ამ მოვლენების შემდეგ სხვა ამბებსაც უნდა ჰქონოდა ადგილი.

ფილმების სია

ორიგინალური ტრილოგია

ვარსკვლავური ომების ისტორია დაიწყო სამი ფილმით. ეს იყო:

თავდაპირველად ამ სიის პირველ ეპიზოდს არც ნომერი, არც სრული სახელწოდება გააჩნდა, მაგრამ ლუკასმა იგი დაამატა დიდი წარმატების შემდეგ და ფილმი სოწრედ ამ სახელით გამოვიდა 1981 წელს.

1997 წელს ლუკასმა მოამზადა სამივე ეპიზოდის ახალი ვერსია - დამატებული ვიზუალური ეფექტებით და სხვადასხვა სცენით, რომელიც არ შესულა ორიგინალურ ფილმებში. მიუხედავად ამისა, კომპიუტერული გრაფიკა ყველაფერს არ ჩაენაცვლა.

წინაისტორიის ტრილოგია

1999 წელს გამოვიდა შემდეგი ტრილოგიის პირველი ეპიზოდი. ახალი ტრილოგიის ნაწილებია:

2008 წლის 12 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ამავე წლის 15 აგვისტოს გამოდის კომპიუტერულ გრაფიკაზე აგებული ფილმი ვარსკვლავური ომები: კლონების ომი.

ფილმების სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ანაკინ სკაიუოკერი ბავშვობისას ხვდება ჯედაის რაინდს კუაი გონს. ჯედაების საბჭო დაადგენს, რომ იგი "რჩეულია" და უნდა იქნას აღზრდილი, როგორც ჯედაი, მიუხედავად იმისა, რომ იოდა, მთავარი ჯედაი ნაწილობრივ ამის წინააღმდეგია. პლანეტა ნაბუს დედოფალი, პადმე ამიდალა ეძებს დახმარებას, რადგანაც პლანეტაზე ხშირად ხორციელდება იერიშები. თუმცა აღმოჩნდება, რომ ამ იერიშების ინიციატორი თავად ნაბუს სენატორი, პალპატინია, რომელიც ამავე დროს სითების მბრძანებელი დართ სიდიუსია. მას სურს გალაქტიკის დაპყრობა. მის მხარეს მოექცევა ანაკინი, რომელიც ამასობაში იქორწინებს ამიდალაზე. ობი ვან კენობისთან ბრძოლაში ანაკინი დაჭრილია. კენობი ტოვებს ანაკინს და ცდილობს ამიდალას გადარჩენას. ამიდალა აჩენს ორ შვილს - ლუკსა და ლეიას, თავად კი იღუპება. კენობი და-ძმას აღსაზრდელად სხვადასხვა ადამიანებს ანდობს, თავად კი იმალება უდაბნოში.

მოვლენები გრძელდება 20 წლის შემდეგ. ანაკინ სკაიუოკერი, რომელიც უკვე დართ ვეიდერია, აშენებს მასიურ პლანეტა-სადგურს სიკვდილის ვარსკვლავის სახელწოდებით. იგი აჯანყებულების ხომალდს იპყრობს, რომელშიც პრინცესა ლეია ორგანა იმყოფება. ამ იერიშის დროს ლეია R2-D2 რობოტ-დროიდის მეხსიერებაში ჩაწერს გზავნილს ონი ვანთან, რომელშიც მას დახმარებას სთხოვს. ეს დროიდი, C-3PO დროიდთან ერთად აღმოჩნდება ტატუინის პლანეტაზე. ლუკთან შეხვედრისას R2-D2-ს თვალიდან ხდება ლეიას გზავნილის ერთი ნაწილის პროეცირება, საიდანაც ლუკი დაადგენს, რომ მან უნდა მოძებნოს ობი ვანი. იგი პოულობს მას, მაგრამ ამასობაში ვეიდერის ჯარი დროიდების ძიებისას ანადგურებს ლუკის სახლს და ლუკიც გადაწყვიტავს ობი ვანთან ერთად ლეიას გადასარჩენად გამგზავრებას. მას ასევე სურს ჯედაის ხელოვნების დაუფლება. კენობი და ლუკი ქირაობენ პილოტებს ჰან სოლოსა და ჩუბაკას და მათი ხომალდით მიემართებიან ლეიას გადასარჩენად. გზად კენობი ასწავლის ლუკს ჯედაის ხელოვნებას და უხსნის, თუ რა არის ძალა. სიკვდილის ვარკსვლავზე მოხვედრილი მოგზაურები გადაარჩენენ ლეიას, მაგრამ ობი ვანი იღუპება ვეიდერთან ბრძოლისას. R2-D2-ის მეხსიერებაში ლეიას მიერ დამალული სიკვდილის ვარკსვლავის ზუსტი სქემის დახმარებით დიდი ალიანსი პოულობს სუსტ წერტილს და ანადგურებს პლანეტას.

ვეიდერი კვლავ ეძებს აჯანყებულებს, რომლებსაც ასევე შეუერთდებიან სოლო და ჩუბაკა. სკაიუოკერი პოულობს იოდას, რომელიც განმარტოებით ცხოვრებს სხვა პლანეტაზე. იოდა ასწავლის ლუკს ჯედაის ხელოვნებას, მაგრამ ამასობაში დართ ვეიდერი იპყრობს მის მეგობრებს და ლუკი ბრუნდება მათ გადასარჩენად. ჰანი, რომელსაც ჯაბა ჰატის ვალი აქვს, გადაეცემა ამ უკანასკნელს გაყინულ მდგომარეობაში. ლუკი ებრძვის ვეიდერს, რომელიც მას ხელს მოჰკვეთავს და ეტყვის, რომ იგი მისი მამაა. ამასობაში გაქცეული მეგობრები გადაარჩენენ ლუკს და, ხელოვნური ხელის მიმაგრების შემდეგ იგი განაგრძობს ჯედაის ხელოვნების დაუფლებას.

ჯაბასთან ერთგული დროიდების შეგზავნის შემდეგ ისინი ბრუნდებიან სოლოს გადასარჩენად. ყველა დატყვევებულია და, ჯაბას ბრძანებით, უნდა იქნას განადგურებული, მაგრამ R2-D2 ლუკს ესვრის ლაზერის ხმალს (ჯედაის იარაღს)და სკაიუოკერი ანთავისუფლებს ყველას. ლეია კლავს ჯაბას.

ლუკი ბრუნდება იოდასთან, მაგრამ იოდა ეუბნება, რომ დართ ვეიდერი ნამდვილად მამამისია და კვდება. ლუკი ხვდება ობი ვანის აჩრდილს, რომელიც სხვა სიმართლესაც გაუმხელს - ლეია ლუკის და არის. ამასობაში იმპერატორს ჯარების განადგურებაში აჯანყებულებს ეხმარებიან ევოკები. ლუკი ხვდება დართ ვეიდერს, რომელიც მას ახვედრებს დართ სიდიუსს. ვეიდერი კვლავ ებრძვის ლუკს. სიდიუსი ცდილობს ლუკის ბნელ მხარეზე მოქცევას, მაგრამ ლუკი არ ნებდება და სიდიუსი აწამებს მას. ვეიდერში კვლავ იღვიძებს სიკეთე და იგი თავად ანადგურებს იმპერატორს. დართ ვეიდერი კვდება, მაგრამ სიკვდილის წინ ნიღბის გარეშე შეხედავს ლუკს. მამის კრემაციის შემდეგ სკაიუოკერი ბრუნდება მეგობრებთან და ევოკებთან.

თემები

ვარსკვლავური ომების ეპოპეაში მთავარი თემებია: ჯედაის რაინდები, დატომირის ალქაჯები და პრინცესები. საგულისხმოა, რომ ვარსკვლავური ომების სამყარო, განსხვავებით მისი წინამორბედი ფანტასტიკური ჟანრის ფილმებისგან უფრო გვაჯერებს, რომ ყველაფერიც რაც მასში ხდება - ნამდვილია. თუკი მანამდე გამოსულ ფილმებში დეკორაციები თუ კოსტიუმები იდეალური, ყოველგვარი ნაკლის გარეშე იყო, ამ საგაში გამოჩენილი ნაკაწრებისა და ნანგრევების ხარჯზე მაყურებელს ექმნებოდა ილუზია, თითქოს ყველაფერი მართლაც რეალურია. ამან, თავისთავად, გავლენა იქონია შემდგომ ფილმებზე - უცხო, შეშლილი მაქსი და სამართებლის პირზე მორბენალი.

სხვა თემები

ბმულები


თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link GA თარგი:Link GA