ტიუანაკო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: eu:Tiwanaku
ხაზი 60: ხაზი 60:
[[კატეგორია:მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ბოლივიაში]]
[[კატეგორია:მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ბოლივიაში]]
[[კატეგორია:ბოლივიური კულტურა]]
[[კატეგორია:ბოლივიური კულტურა]]
[[კატეგორია:ბოლივიის არქეოლოგია]]
[[კატეგორია:ბოლივიის არქეოლოგიური ძეგლები]]
[[კატეგორია:კოლუმბამდელი კულტურები]]
[[კატეგორია:კოლუმბამდელი კულტურები]]
{{Link FA|hu}}
{{Link FA|hu}}

19:22, 31 იანვარი 2012-ის ვერსია

ტიუანაკო*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv
სია [1]
რეგიონი** სამხრეთი ამერიკა
კოორდინატები 16°33′17″ ს. გ. 68°40′24″ დ. გ. / 16.55472° ს. გ. 68.67333° დ. გ. / -16.55472; -68.67333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2000  (24-ე სესია)
ნომერი 567
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 567
ინგლ.რუს.ფრ.

ტიუანაკო (ესპ. Tiahuanaco) -- ძველი ქალაქი ბოლივიაში, მდებარეობს ლა-პასიდან 72 კილომეტრში, ტიტიკაკის ტბის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ახლოს.

არქეოლოგიური გათხრების მიხედვით ირკვევა, რომ ადამიანი აქ დასახლებულა ძვ. წ. 1500 წლისთვის. ახ. წ. II-IX საუკუნეებში ტიუანაკო ცენტრალური ანდების უმსხვილესი ქალაქია და წარმოადგენს პუკინის სახელმწიფოს ცენტრს. ამ პერიოდში მას ეკავა 6 კმ.² ტერიტორია და მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა სავარაუდოდ 40 ათ. ადამიანს.

ტიუანაკოს ცივილიზაცია

ტიუანაკოს ცივილიზაციის ენა უცნობია, არ შემონახულა მისი სახელწოდებაც. თუმცა ამ სახელმწიფომ თავისი კვალი ნამდვილად დატოვა სამხრეთი ამერიკის ისტორიაში.

პუკინის სახელმწიფოს თავისი ძლიერების პერიოდში (ახ. წ. 700 — 900 წწ.) ეკავა ანდების მთიანეთის მნიშვნელოვანი ნაწილი და ვრცელდებოდა წყნარი ოკეანის სანაპირომდე. აღნიშნული ტერიტორია მოიცავს თანამედროვე ბოლივიის, პერუს, ჩილესა და არგენტინის ტერიტორიებს. ტიუანაკოს ცივილიზაციის სავაჭრო და კულტურული კავშირები თითქმის მთელ სამხრეთ ამერიაზე ვრცელდებოდა. ტიუანაკოს მაცხოვრებლებმა ტიტიკაკას ტბის რაიონში ააშენეს გრანდიოზული საირიგაციო სისტემა.

ტიუანაკოს ცივილიზაციას ყოფენ ოთხ პერიოდად:

  • ფორმირება:ძვ. წ. 1600 — 800 წწ.
  • ქალაქამდელი:ძვ. წ. 800 . — ახ. წ. 45 წწ.
  • კლასიკური: 45 — 700 წწ.
  • იმპერიის: 700 — 1180 წწ.

ტიუანაკოს კულტურის ისტორიულ გამგრძელებლად ითვლება მოლიოს კულტურა. პუკინის სახელმწიფოებრიობის გაქრობის შემდეგ, ტიუანაკო, მისი უმთავრესი ცენტრი, ინკების მითოლოგიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ისინი თვლიდნენ რომ მათი პირველი მმართველი საპა ინკა მანკო კაპაკი და მისი და და ცოლი მამა ოკლო წარმოშობით სწორედ აქედან იყვნენ.

ტიუანაკო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ასევე თანამედროვე აიმარას ეთნიკური ჯგუფების რწმენაში.

2000 წელს ტიუანაკო შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში


თარგი:Link FA