ონეგის ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: bg:Онежко езеро
r2.7.1) (ბოტის დამატება: el:Λίμνη Ονέγκα
ხაზი 70: ხაზი 70:
[[da:Onega (sø)]]
[[da:Onega (sø)]]
[[de:Onegasee]]
[[de:Onegasee]]
[[el:Λίμνη Ονέγκα]]
[[en:Lake Onega]]
[[en:Lake Onega]]
[[eo:Onega (lago)]]
[[eo:Onega (lago)]]

12:46, 24 იანვარი 2012-ის ვერსია

ონეგის ტბა
კოორდინატები: 61°43′ ჩ. გ. 35°29′ ა. გ. / 61.717° ჩ. გ. 35.483° ა. გ. / 61.717; 35.483
მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 35 
სიგრძე 245 კმ
სიგანე 91,6 კმ
ფართობი 9,7 კმ²
მოცულობა 285 კმ³
მაქსიმალური სიღრმე 127 
ონეგის ტბა — რუსეთი
ონეგის ტბა

ონეგის ტბა (რუს. Онежское озеро; ფინ. Ääninen, Äänisjärvi) — გამდინარე ტბა რუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილოეთ-დასავლეთში (კარელიის რესპუბლიკა, ლენინგრადისა და ვოლოგდის ოლქები). ფართობი 9,7 ათ. კვ. კმ. (კუნძულების გარეშე). საშუალო სიღრმე — 30 მ, მაქსიმალური — 127 მ. [1] წლის მოცულობა საშულო დონის დროს 292 კმ³. მდებარეობს ტექტონიკურ ქვაბულში. ვრცელდება 250 კმ-ზე. კრისტალური ქანებით აგებული ჩრდილოეთ და ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაპირები კლდოვანია, სანაპირო ხაზი - შეჭრილ-შემოჭრილი. ქვიშებითა და თიხებით აგებული სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირი მეტწილად დაბალი, სუსტად დანაწევრებული და დაჭაობებულია.

ონეგის ტბაში 1369 კუნძულია (ფართობი 250 კვ.კმ.). ტბას ერთვის 59 მდინარე, გამოედინება მდინარე სვირი. ონეგის ტბის წყლის ბალანსის შემოსავლის 74 % მოაქვთ მდინარეებს, 25 % — ატმოსფერულ ნალექებს; გასავლის 84 % მდინარე სვირზე მოდის. წყლის დონე უმაღლესია ივნის-აგვისტოში, უდაბლესი — მარტ-აპრილში. დონეთა რყევის მაქსიმალური სიდიდე 190 სმ აღწევს. ტბაზე შეიმჩნევა სეიშები.

აგვისტოში წყლის მაქსიმალური ტემპერატურა ზედაპირთან ტბის ღია ნაწილში 20-24°C, ყურეში 24-27°C. ცენტრალურ ნაწილში ტბა იყინება შუა იანვარში, ნაპირებთან და ყურეებში — ნოემბერ-დეკემბერში. წყალი მტკნარია. მდიდარია თევზით.

რესურსები ინტერნტეტში

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 7, გვ. 532, თბ., 1984;
  • Озера Карелии. Справочник, Петрозаводск, 1959;
  • Григорьев С.В., Внутренние воды Карелии и их хозяйственное использование, Петрозаводск, 1961;
  • Богословский В., Георгиевский Ю., Онего, Л., 1969;
  • Тепловой режим Онежского озера, 1973.

სქოლიოს სია

  1. Кравчук П. А. Рекорды природы. — Любешов: Эрудит, 1993. ISBN 5-7707-2044-1.