სელჩუკთა სახელმწიფო: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ Bot: pl:Wielcy Seldżucy is a good article |
მ r2.7.2+) (ბოტის წაშლა: en:Great Seljuq Empire შეცვლა: mk:Селџучко царство |
||
ხაზი 47: | ხაზი 47: | ||
[[de:Seldschuken]] |
[[de:Seldschuken]] |
||
[[el:Σελτζούκοι]] |
[[el:Σελτζούκοι]] |
||
[[en:Great Seljuq Empire]] |
|||
[[eo:Turko-Selĝukoj]] |
[[eo:Turko-Selĝukoj]] |
||
[[es:Imperio Selyúcida]] |
[[es:Imperio Selyúcida]] |
||
ხაზი 68: | ხაზი 67: | ||
[[lt:Seldžiukai]] |
[[lt:Seldžiukai]] |
||
[[lv:Lielā Seldžuku impērija]] |
[[lv:Lielā Seldžuku impērija]] |
||
[[mk:Селџучко царство]] |
|||
[[mk:Селџукска империја]] |
|||
[[ml:സെൽജ്യൂക്ക് സാമ്രാജ്യം]] |
[[ml:സെൽജ്യൂക്ക് സാമ്രാജ്യം]] |
||
[[ms:Empayar Seljuq]] |
[[ms:Empayar Seljuq]] |
15:52, 23 იანვარი 2012-ის ვერსია
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
სელჩუკები, იგივე თურქ-სელჩუკები, ოღუზთა თურქული ტომის ერთ-ერთი შტო იყო, რომლებიც თავდაპირველად ცხოვრობდნენ მდინარე სირდარიის აუზში, შუა აზიაში. XI საუკუნის 30-იან წლებში ღაზნევიდების სახელმწიფოსაგან ვასალური პირობებით მიიღეს მიწები ხორასანში (თანამედროვე ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთი). სელჩუკები აჯანყდნენ ღაზნევიდების წინააღმდეგ და 1040 წელს დაამარცხეს ისინი დანდენაკანთან გამართულ ბრძოლაში. 1038 წელს თოღრულ-ბეგმა მიიღო სულთნის ტიტული და საფუძველი ჩაუყარა სელჩუკთა სახელმწიფოს. მისი მეთაურობით სელჩუკებმა 1040-50 წლებში დაიპყრეს ხორეზმი, ირანი, 1050-იან წლებში - აზერბაიჯანი, ქურთისტანი, ერაყი. ალფ-არსლანის მმართველობის წლებში დაიპყრეს სომხეთი (1064), მანაზკერტთან ბრძოლაში დაამარცხეს ბიზანტია (1071), დაიმორჩილეს მცირე აზია და სხვა ტერიტორიები. სულთან მალიქ-შაჰის დროს სელჩუკთა სახელმწიფომ განსაკუთრებულ პოლიტიკურ ძლიერებას მიაღწია: დაიპყრო კარახანიდების სახელმწიფო შუა აზიაში, ასევე საქართველო.
იმპერიის ზრდასთან ერთად დაიწყო ფეოდალიზირებული სამხედრო-მომთაბარე დიდგვაროვანთა ცენტრიდანული მისწრაფებები. უკვე მელიქ-შაჰის მმართველობისას გაჩნდნენ სასულთნოები, რომელთაც სელჩუკიდთა დინასტიის სხვადასხვა შტოები მართავდნენ და მხოლოდ ნომინალურად იყვნენ დამოკიდებულნი ცენტრალური ხელისუფლებისაგან (”დიდი სელჩუკისაგან”). ერთიმეორის მიყოლებით შეიქმნა ქერმანის სასულთნო (1041-1187), რუმის, იგივე კონიის სასულთნო (1077-1307), სირიის სასულთნო (1094-1117) და სხვა. პირველი ჯვაროსნული ომის შემდეგ სელჩუკებმა დაკარგეს პალესტინა, სირია, მცირე აზიის სანაპირო ტერიტორიები, საქართველო. მელიქ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ ფეოდალური შინაომები გაძლიერდა, 1118 წელს სახელმწიფო მისმა შვილებმა გაინაწილეს: სანჯარს ერგო აღმოსავლეთი ოლქები დედაქალაქით მერვში, მაჰმუდს დასავლეთი - ერაყის სასულთნო (1118-1194). სანჯარს დიდი ბრძოლების გადატანა მოუხდა მსხვილ მონაპირე ფეოდალებთან, რის შემდეგაც მან დაკარგა უზენაესი ხელისუფლება შუა აზიაში და 1157 დიდი სელჩუკების დინასტიამ ხორასანში არსებობა შეწყვიტა.
თურქ-სელჯუკების სახელმწიფოს მმართველები
სახელი | მმართველების წლები |
---|---|
სელჩუკ-ბეგი. | 989 - 1037 |
თოღრულ-ბეგი | 1037 - 1063 |
ალფ-არსლანი | 1063 - 1072 |
მალიქ-შაჰი | 1072 - 1092 |
მაჰმუდ I | 1092 - 1094 |
ბარკიიარუქი | 1094 - 1105 |
მელიქ შაჰი II | 1105-1106 |
მაჰმედ I | 1106 - 1118 |
აჰმედ სენჯერი | 1118 - 1153 |