ვალენსია (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის hr:Valencia C.F.
r2.7.1) (ბოტის შეცვლა: da:Valencia C.F.
ხაზი 212: ხაზი 212:
[[ckb:یانەی ڤالەنسیا]]
[[ckb:یانەی ڤالەنسیا]]
[[cs:Valencia CF]]
[[cs:Valencia CF]]
[[da:Valencia CF]]
[[da:Valencia C.F.]]
[[de:FC Valencia]]
[[de:FC Valencia]]
[[diq:Valencia CF]]
[[diq:Valencia CF]]

18:06, 10 იანვარი 2012-ის ვერსია

ვალენსია
მეტსახელი ღამურები
სტადიონი მესტალია
ვალენსია, ესპანეთი,
(ტევადობა: 55,000)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა ვისენტე სორიანო[1]
მწვრთნელი ესპანეთის დროშა უნაი ემერი
ლიგა ლა ლიგა
2009-10 მე-3 ადგილი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

საფეხბურთო კლუბი ვალენსია(მეტსახელად:ღამურები) ესპანეთის საფეხბურთო კლუბია,რომელიც ქალაქ ვალენსიაში თამაშობს.კლუბი ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ასპარეზობს და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და უდიდესი კლუბია ესპანეთში.ვალენსიას ექვსჯერ აქვს მოპვებული ესპანეთის ჩემპიონის,შვიდჯერ ესპანეთის სამეფო თასის ,ერთხელ უეფა თასის,ორჯერ ესპანეთის სუპერთასის,ევროპის თასების მფლობელთა თასის და საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასის მფლობელის ტიტულები.კლუბმა 2-ჯერ გააღწია ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ორივეჯერ დამარცხდა: ერთხელ თანამემამულე რეალ მადრიდთან და ერთხელ ბაიერნთან.ვალენსია ასევე შედის ევროპის 14 უძლიერეს კლუბს შორის.

ლა ლიგის ყველა დროის ცხრილში ვალენსია მე-3 ადგილს იკავებს რეალ მადრიდის და ბარსელონას შემდეგ.საერთაშორისო ტიტულების მოგების მხრივ ვალენსია აქაც მესამე ადგილს იკავებს რეალ მადრიდის და ბარსელონას შემდეგ.ესპანურ კლუბთაგან მხოლოდ ამ სამს აქვს 5-ზე მეტჯერ მოგებული საერთაშორისო ტიტულები.

ვალენსია 1919 წელს დაარსდა და 1923 წლიდან საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ მესტალიაზე,რომელიც 55 000 კაცს იტევს.მალე ქალაქის ჩრდილო-დასავლეთში აშენდება ახალი,75 000 ტევადობის მქონე სტადიონი.კლუბის ტრადიციული მეტოქეები არიან თანაქალაქელი ლევანტე და მისი რეგიონელი ვილიარეალი.

ვალენსია დიდი პოპულარობით სარგებლობს ესპანეთში რეალ მადრიდის და ბარსელონას შემდეგ.ვალენსია ფანების მხრივაც უდიდესი კლუბია მსოფლიოში.სტადიონი მესტალია ვერ იტევს კლუბის 50 000–ზე მეტ მხარდამჭერს.პრობლემა სრულად მოიხსნება სტადიონის ტევადობის გაზრდის შემდეგ.


ისტორია

კლუბის დაარსება

პირველი ნაბიჯები.ალგიროსი 1919წლის 18 მარტს,ტურიის ცენტრში,ერთ-ერთ ბარში, ჩაისახა საფეხბურთო კლუბის შექმნის იდეა.კლუბის პირველ პრეზიდენტად არჩეულ იქნა ოქტავიო აუგუსტო მელიგო დიასი,იგი თავის თანამოაზრესთან,გონსალო მედინა პერნასთან ერთად შეუდგა ს.კ "ვალენსიას" მშენებლობას.მელიგო და მედინა მხარდამხარ და მუხლჩაუხრელად შრომობდნენ პატარა დაწესებულებაში რომელიც ბარსელონას ქუჩაზე მდებარეობდა და რომელიც იყო კლუბის ოფისის პირველი ადგილსამყოფელი."ვალენსიას"პირველი დირექტორთა საბჭოს წევრები მელიგოსა და მედინასთან ერთად იყვნენ:პასკუალ ბროთერსი და ხულიო გასკო,ანდრეს ბონილია,ხოსე ლიორკა,ფერნანდო მარსალო და ადოლფო მოია. სანამ ვალენსია დაფუძნდებოდა ქალაქში უკვე "არსებობდა "ფეხბურთი.ვალენსიაში ფეხბურთი ჩაიტანა იმ ხალხმა,რომელიც ციტრუსის იმპორტ-ექსპორტს ეწეოდა,ვინც ხშირად სტუმრობდა დიდ ბრიტანეთს,ეს შეიძლება ითქვას ფრანცისკო სინისტერაზე და რაიმონ ლეონარტეზე.1908 წლისთვის ქალაქ ვალენსიაში იყო რამდენიმე საფეხბურთო კლუბი როგორებიცაა :"ლევანტე","ხიმნასტიკო "და "ისპანია". როგორც კი კლუბი დაკომპლექტდა,ს.კ ვალენსიამ ჩაატარა პირველი მატჩი გასვლაზე.თამაში შედგა კასტილიაში 1919 წლის 21მაისს.ვალენსიას მოწინააღმდეგე იყო თანაქალაქელი ხიმნასტიკო,რომელმაც მოიგო კიდეც თამაში ანგარიშით 1:0.ვალენსიას შემადგენლობა,რომლითაც მოედანზე გავიდა იყო:მარკო,პერისი,ხულიო გასკო,მარსალი,ლიობეტი,ფერე,ფერნანდეს ი,უმბერტი,მარტინეს იბარა,ალიაგა და გომეს ხუანედა. კლუბის პირველი სტადიონი იყო ალგიროსი.იგი გახსნეს 1919 წლის 7 დეკემბერს,(საიდანაც მე ეს გადავთარგმნე ეს არ ეწერა,მაგრამ გაგონილი მაქვს,რომ სტადიონის მშენებლობისთვის ფული აკლდებოდათ და მელიგომ თავისი ქორწილისთვის მოგროვილი ფული დაამატა,ა პრეზიდენტიც ასეთი უნდაა)რომელზეც ვალენსია ატარებდა ყველა საშინაო შეხვედრას (1923 წლამდე,ვიდრე კლუბი სათამაშოდ არ გადავიდა მესტალიაზე).სტადიონის გახსნაზე,მათი მოწინააღმდეგე იყო კასტილიის "კასტილია",შედეგი უგოლო ფრე დაფიქსირდა,განმეორებითი თამაში ვალენსიამ მოიგო 1:0. ოციანი წლებიდან,ესპანეთში სოციალურ-პოლიტიკური ვითარება გამოსწორდა,ხალხმა სპორტისთვისაც მოიცალა და ნელნელა სტადიონზე სიარულიც დაიწყეს.ამ დროისათვის იმართებოდა რეგიონალური ჩემპიონატები.1923 წელს ვალენსია რეგიონის ჩემპიონი გახდა და პირველად ეძლეოდა შანსი ებრძოლათ ესპანეთის თასისთვის.მათმა გამარჯვებების სერიამ და იმ პროგრესმა რომელიც კლუბმა შექმნიდან სულ რაღაც სამ-ოთხ წელიწადში განიცადა ის გადაიქცა ლიდერ კლუბად ვალენსიის ავტონომიაში და ყველა კლუბისთვის ანგარიშგასაწევ ძალად,შესაბამისად მათი გულშემატკივრების რიცხვიც სულ უფრო და უფრო იზრდებოდა.ვალენსიასადმი დიდ ინტერესს იწვევდა ასევე მისი ორი ფეხბურთელი,მონტესი და კუბელისი,ფანები გაყოფილნი იყვნენ მონტესისტებად და კუბელისტებად. არტურო მონტესიონოსი,იგივე მონტესი,მისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე(1.90სიმაღლის) იყო უფრო ძალისმიერი,ხისტი და აგრესიული ფეხბურთელი ვიდრე ედუარდო კუბელისი,რომლის ძალასაც ტექნიკური ფეხბურთი წარმოადგენდა,ის იყო პირველი ნაყიდი ფეხბურთელი ვალენსიას ავტონომიაში და მეორე ესპანეთში აუგუსტინ სანჩოს შემდეგ რომელიც ს.კ ბარსელონაში თამაშობდა. ესპანეთის თასის გათამაშებას მთელი ვალენსია ელოდებოდა.მოწინააღმდეგე იყო ხიხონის სპორტინგი.პირველი თამაში ჩატარდა ალგიროსზე სადაც დაფიქსირდა რეკორდი(იმ დროის რა თქმა უნდა)მაყურებელთა დასწრების მხრივ.რეზულტატი 1:0 ადგილობრივი კლუბის სასარგებლოდ,გოლი მონტესის ანგარიშზე იყო.განმეორებითი თამაში ხიხონში ვალენსიასთვის დიდი მარცხით დასრულდა(6:1),მაგრამ სეზონის ბოლოს საჭირო გახდა მესამე თამაშის ჩატარება ამ ორ გუნდს შორის,ამჯერად თამაში შედგა ოვიედოში,ვალენსიამ კვლავ დათმო თამაში ანგარიშით2:0. მიუხედავად წაგებისა ფაქტი იყო რომ კლუბი ძალიან კარგ შედეგებს აღწევდა ,მათი გულშემატკივრების რიცხვი სულ უფრო იზრდებოდა და მათ ალგიროსი ვეღარ იტევდა,ამიტომ გადაწყდა რომ აეშენებინათ ახალი უფრო დიდი სტადიონი.კლუბი 1923 წელს მესტალიაზე გადადის.

მესტალია, ვალენსიას ახალი ნავსაყუდელი

მესტალიას მშენებლობა 1923 წლის იანვარში დაიწყეს,ამ დროს ვალენსიას პრეზიდენტი რამონ ლეონარტე იყო.კლუბს სტადიონის მშენებლობა 316.439 პესეტა დაუჯდა,რაც იმ დროისათვის წარმოუდგენლად დიდი თანხა იყო.იგი იტევდა 17.000 მაყურებელს.სტადიონს სული შთაბერა არქიტექტoრმა ფრანსისკო ალმენარმა(შემდგომში ვალენსიას პრეზიდენტი)და მშენებელმა რაიმონ ფერემ(ასევე კლუბის წევრმა). სტადიონი 1923 წლის 20 მაისს გახნეს,სტუმარი იყო "ლევანტე".საფინალო ანგარიში 1:0 ვალენსიას სასარგებლოდ,ფეხბურთელი ვისაც წილად ხვდა ახალ სტადიონზე გოლის გატანის პატივი იყო მონტესი.ერთ კვირაში ამ თამაშიდან ვალენსიას შოტლანდიური კლუბი "დანდი იუნაიტედი" ეწვია.ორი გამართული თამაშიდან ორივე დანდიმ მოიგო,პირველი 3:0 და მეორე 1:0. 1923-24 წლების სეზონისთვის ვალენსიას სათავეში უდგება ჩეხი მწვრთნელი ანტონ ფიბერი.მან მართლაც დიდი სამუშაო გასწია ბრძოლისუნარიანი კლუბის შექმნისათვის.მოიწვია ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელები. ოციანი წლების დასასრულს ვალენსიაში ჩადის ლუის კოლინა,იგი იყო კლუბის ტექნიკური მენეჯერი,სპეციალისტი რომელმაც შექმნა ვალენსიას საფეხბურთო სკოლა.იგი ცნობილი იყო თავისი "კარგი თვალით" ახალი,ნიჭიერი ფეხბურთელების შერჩევისას. ამ დროისათვის ესპანეთში ყალიბდება უძლიერესი კლუბების ლიგა სადაც თავს იყრიდნენ ესპანეთის უძლიერესი კლუბები:მადრიდის რეალი,ბილბაოს ატლეტიკი,ბარსელონა,რეალ სოსიედადი,რეალ უნიონი და არენასი,მათ რიცხვს მოგვიანებით შეუერთდნენ ატლეტიკო მადრიდი,ესპანიოლი და ევროპა.საჭირო იყო მეათე კლუბი,რომ სრულად შექმნილიყო ლიგა,არჩევანი უნდა გაკეთებულიყო გადათამაშებაში გამარჯვებულის სასარგებლოდ,გადათამაშებაში მონაწილეობდნენ ვალენსია,ბეტისი,სევილია და სანტანდერის რასინგი.პირველ დივიზიონში თამაშის უფლება კანტაბრიულმა კლუბმა მოიპოვა.ვალენსიაში სეგუნდა დივიზიონში დარჩა,რომელიც შემდეგი გუნდებით იყო დაკომპლექტებული:სევილია,იბერია სარაგოსა,დეპორტივო ლა კორუნია,ხიხონის სპორტინგი,ვალენსია,რეალ ბეტისი,რეალ ოვიედო,დეპორტივო ალავესი,ვიგოს სელტა და მადრიდის რასინგი. სეგუნდაში ვალენსიას დებიუტი შედგა 1929 წლის 17 თებერვალს.თამაში მესტალიაზე გაიმართა,სტუმარი ოვიედო იყო,ვალენსიამ 4:2 მოიგო,თამაშში მონაწილეობა მიიღეს:პედრეტი,ტორეგარაი,მოლინე,სალვ ადორი,მოლინა,ამოროსი,პირესი,იმოსი,ნაჼbr />?არო,სილვინო და სანჩესი.იმოსმა და ნავარომ ტიტო გოლი გაიტანეს,დუბლი სილვინომ შეასრულა. მეორე დივიზიონში მესამე სეზონის შემდეგ(1930-31წწ)ვალენსია პრიმერა დივიზიონში გადადის. ფეხბურთელებმა:კანომ,ვილიაროიამ,კონდἢr /> ??I,მელენჩონმა,ტორეგარაიმ,პასარინიმ,ტო რესმა,ამოროსმა,არილიამ,კონდეII,იმოსმა, მოლინამ,სალვადორმა,კოსტამ,ნავარომ,ოქ ტავიომ,პერონამ,პიკოლინიმ,რიკარტიმ,,რჼbr />?ნომ,სანჩესმა,ტორედეფლოტიმ და ვილანოვამ დახურეს კლუბის ისტორიის ერთი დიდი ეტაპი და გახსნეს ახალი,დიდებითა და გამარჯვებებით აღსავსე საფეხური

ორმოციანი წლები

სამოქალაქო ომის შემდეგ,ესპანეთი იძულებული იყო შეგუებოდა ახალ რეალობას.ქვეყანაში სამხედრო რეჟიმის დამყარების შემდეგ სამხედროები ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტის გაკონტროლება დაიწყეს,გამონაკლისი არც ფეხბურთი ყოფილა.ვალენსიას პრეზიდენტად 1939 წლის ივნისში მაიორი ალფრედო ხიმენეს ბუესა დაინიშნა. ომის დროს საჰაერო შეტეებით მესტალია ძლიერ დაზიანდა,სტადიონი აღადგინეს და გააფართოვეს,ახლა 22000 მაყურებელს შეეძლო კლუბის თამაშის ხილვა. სულ მალე მაიორი ხიმენესი გადააყენეს და მის ადგილზე კლუბის ვიცეპრეზიდენტი ლუის კაზანოვა დაინიშნა.სწორედ მისი ხელმძღვანელობით ვალენსია თავის საუკეთესო სეზონებს ატარებს,კლუბი სამ ლა ლიგის თასს იგებს და კიდევ ორ კოპა დელ რეის(რომელაც ადრე ცოპა ხენერალიზმოს ანუ გენერლის თასს ეძახდნენ).ეს წარმატება რამდენიმე მიზეზით იყო განპირობებული,ერთისმხრივ ის,რომ ფეხბურთელები,რომლებმაც დატოვეს ვალენსია ომის დროს,კლუბს დაუბრუნდნენ,ჰყავდა შესანიშნავი ფორვარდები:ეპი,ამადეო,მუნდო,ასენესი და გოროსტიცა,მეორეს მხრივ კლუბს ჰყავდა ფეხბურთელები რომლებიც ნამდვილ სპექტაკლს დგავდნენ მესტალიაზე მოსული მაყურებლებისათვის:კუბელასი,მ ონჩო,ესინასი,პასარინი და ხასინტო კინკოსესი,გოკლიპრი იგნასიო ეისაგუირე და მცველები-ალვარო და ხუან რამონი,რომლებიც საიმედოდ კეტავდნენ ვალენსიას კარის მისადგომებს და რაღა თქმა უნდა დიდ როლს თამაშობდა პრეზიდენტ ლუის კაზანოვას პერსონაც.ამ გუნდმა მოიპოვა ვალენსიას ისტორიაში პირველი დიდი წარმატება,კოპა ხენერალიზმოს თასი 1941წელს.ესპანიოლმა ვალენსიას ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა.მაგრამ გულშემატკივართა ემოციებმა კულმინაციას 1941-42 წლების სეზონზე მიაღწია,როდესაც ვალენსიამ ლა ლიგის თასი მოიგო.მესტალია ნამდვილ აუღებელ ციხესიმაგრედ იქცა,(მხოლოდ ატლეტიკო ავიასიონმა შეძლო აქედან ქულების წაღება).ცენტრ ფორვარდი ედმუნდო სუარესი(მუნდო)ლიგის საუკეთესო ფორვარდი გახდა 27 გატანილი გოლით. ერთი წლის შემდეგ 1943-44 წლების სეზონზე ვალენსია ლიგას კვლავ იგებს.იმ სეზონზე ბარსელონა იყო ერთადერთი გუნდი რომელმაც მესტალიაზე მოიგო(3-4)პინჩიჩი კვლავ მუნდოს დარჩა,კვლავ 27 გოლით. თუმცა ვალენსიას გარკვეული პრობლემებიც ჰქონდა,კლუბმა სამჯერ წააგო კოპა დელ რეის ფინალი .ორჯერ ბილბაოს ატლეტიკთან და ერთხელ მადრიდის რეალთან. 1946-47 წლებში ვალენსია ლა ლიგის თასს მესამედ იღებს,ამჯერად კლუბმა მართლაც ბოლომდე იბრძოლა ჩემპიონობისათვის,ბოლო ტური იმართებოდა და ჩემპიონის ვინაობა ჯერ კიდევ არ იყო გარკვეული,ყველა ელოდა რომ ბილბაოს ატლეტიკი მოიგებდა ლა ლიგას,შანსებს ინარჩუნებდნენ ატლეტიკო მადრიდი(ატლეტიკო ავიასიონის სახელი1947წლიდან) და ვალენსია.ბოლო თამაში პასარინის გაწვრთნილმა გუნდმა ხიხონს მოუგო 6-0 ,ბილბაომ ლა კორუნიის დეპორტივოსთან 3-3 ითამაშა,ატლეტიკო მადრიდმა მადრიდის რეალთან წააგო 2-3,ამრიგად ჩემპოინი გახდა ვალენსია ბილბაოს ატლეტიკთან პირად შეხვედრებში უკეთესი შედეგის ხარჯზე(ვალენსიამ ბილბაოს მოგებული ჰქონდა სან მამეზეც და მესტალიაზეც).

ორმოცდაათიანი წლები

50-იან წლებში კვლავ იწყებენ მესტალიას რეკონსტრუქციას.სტადიონი გაადიდეს და დიზაინიც შეუცვალეს,უმთავრესი მიზანი იყო ,რომ ხაზი გასმოდა კლუბის მნიშვნელობას,ქალაქის მნიშვნელობას და დატეულიყო კლუბის დიდი ოდენობის ფანები,მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა სტადიონის რეკონსტრუქცია მაინც დაასრულეს და ახლა უკვე 45000 მაყურებელს იტევდა,მესტალია იყო საუკეთესო სტადიონი ესპანეთში. ვალენსიას საუკეთესო ფეხბურთელი 50-იან წლებში ანტონიო პუჩადესი იყო.კლუბის მაშინდელმა უკვე მწვრთნელმა,ხასინტო კინკოსესმა საგრძნობლად გააძლიერა იმდროინდელი ვალენსია,1950-51 წლების სეზონზე გუნდი მესამე ადგილზე გადის ლა ლიგაში.1953-54 წლებში კი ვალენსია კოპა ხენერალიზმოს ფინალშია და ბარსელონას ამარცხებს.კინკოსესმა შემდეგი შემადგენლობა გაიყვანა საბრძოლველად:კიკე,მონცო,პუჩადესი,ბად ენესი,პასიეგუიტო,სეგუ,სოკრატესი,ხუან კარლოს კინკოსესი(მწვრთნელის ძმისშვილი),მანიო,ფუერტესი და ბუკე.ანგარიში 3-0 დაფიქსირდა ვალენსიას სასარგებლოდ,ორი გოლი ფუერტესმა გაიტანა და ერთიც ბადენესმა. ორმოცდაათიანებში ვალენსიას შემადგენლობაში ჩნდება ჰოლანდიელი ფეხბურთელი სერვაას ვილკესი,რომელიც ბურთით ნამდვილ სასწაულებს ჩადიოდა ,მან ვალენსიას შემადგენლობაში მხოლოდ სამი სეზონი ჩაატარა. 1956 წლეს ვალენსიაში გადმოჰყავთ მანოლო მესტრე,ფეხბურთელი რომელმაც ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა კლუბის შემადგენლობაში(სანამ რიკარდო არიასმა არ დაამხო მისი რეკორდი ოთხმოცდაათიან წლებში)

არ თქვა კემპესი,თქვი გოლი ლეგენდა ვალენსიაში

1976-77 წლებში ვალენსიას სათავეში პარაგვაელი მწვრთნელი ერბერტო ერარა ჩაუდგა.სწორედ ამ წელს უერთდებიან კლუბს კასტელიანოსი ,დიარტე,კარეტე,ბოტუბოტი,არიასი და გუნდის უმნიშვნელოვანესი შენაძენი,ვალენსიას ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი,არგენტინელი მარიო ალბერტო კემპესი.იგი ესპანეთის ლიგის საუკეთესო გოლეადორი იყო 1976-77წლებში 24 გოლით და 1977-78 წლებში 28 გოლით.1978 წელს არგენტინაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გოლეადორი.არგენტინელმა ჟურნალისტებმა მას "მატადორი" დაარქვეს.მესტალიაზე მისული მაყურებელი ამბობდა:ნუღარ იტყვით გოლს,თქვით კემპესი. ერთერთი მნიშვნელოვანი პერსონა კემპესთან ერთად იმდროინდელ ვალენსიაში რიკარდო არიასი იყო,ფეხბურთელი,რომელსაც ვალენსიას მაისურით ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. ერბერტო ერარას ხელმძღვანელობით კლუბმა ვერ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს,ამიტომაც მას ესპანელ-ფრანგი მარსელ დომინგო ანაცვლებს,რომელსაც მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი რომ ვალენსია ევროთასებზე გაეყვანა ხუთწლიანი ჩავარდნის შემდეგ. 1978-79 წლების სეზონზე ვალენსიამ კოპა დელ რეის ფინალის საგზური მძიმე ბრძოლაში მოიპოვა.მისი სერიოზული მოწინააღმდეგე იყო ბარსელონა.კატალანებმა კამპ ნოუზე 4:1 მოიგეს ,განმეორებით მატჩისათვის სასწაულს არავინ ელოდა,მაგრამ ვალენსიამ მესტალიაზე სასწაული ჩაიდინა,ბარსელონა 4:0 დაამარცხეს. ბარსას შემდეგ ვალენსია უკვე ადვილად ამარცხებს ალავესს, ვალიადოლიდს და გადის ფინალში,სადაც მათ მადრიდის რეალი ელოდათ.თამაში ვისენტე კალდერონზე შედგა.მატჩზე დასასწრებად ჩასული 25 000 ვალენსიელი გულშემატკივარი მატჩის შემდგ უკვე მადრიდის ქუჩებში აღნიშნავდნენ საყვარელი კლუბის წარმატებას ვალენსიას დროშების ფრიალით.თამაში 2:0 დამთავრდა და ორივე გოლი "ჩეს" არგენტინელი ვარსკვლავის,კემპესის ანგარიშზე იყო. 1979-80 წლები ვალენსიასთვის ერთ ერთი წარმატებული იყო,გუნდის მწვრთნელი კვლავ ალფრედო დისტეფანო იყო,მათი ნადავლი კი ევროპის თასი.ფინალისაკენ გზაზე მათ კოპენჰაგენი,გლაზგოს რეინჯერსი,ბარსელონა,ფრანგული ნანტი და უკვე ფინალში ლონდონის არსენალი დაამარცხეს.7000 ვალენსიელი ჩავიდა ბრიუსელში ევროპის თასის გათამაშებაზე საკუთარი გუნდის საგულშემატკივროდ.დი სტეფანომ შემდეგ შემადგენლობას მოუყარა თავი:პარეირა,კარეტე,არიასი,ტენდილიო,ჼbr />?ოტუბოტი,სოლსონა,ბონჰო ფი,სუბირატისი,საურა,კემპესი და პაბლო,უკვე დამატებით დროში კი სუბირატისი კასტელანოსმა შეცვალა.120 წუთის შემდეგ ანგარიში კვლავ 0:0 იყო.დადგა პენალტების სერიის ჯერი.კემპესმა თავისი დარტყმა ააცილა,მაგრამ დარტყმა იან ბრედმისაც გაუცუდდა,დანარჩენების დარტყმა კი კარში წავიდა.განმეორებითი პენალტების სერიის გმირად პარეირა იქცა.თასი ვალენსიელებმა აღმართეს,ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი თასი რომელიც ვალენსიელებს ოდესმე სჭერიათ ხელში.

ვალენსია სეგუნდა დივიზიონში

1980-81 წლები ვალენსიასთვის საჩემპიონო იყო,თუმცა შემდეგი წლებში კლუბს ჩავარდნა ჰქონდა,რაც უმთავრესად გამოწვეული იყო კლუბის ორი ლიდერის და ვარსკვლავის,კემპესისა და მორენას წასვლით,ისინი თავიანთ ქვეყნებს დაბრუნდნენ,შესაბამისად რივერ პლეიტსა და პენაროლში სათამაშოდ.ამ პერიოდის ვალენსიაში,შესამჩნევი ფიგურა დანიელი ფრანკ არნესენი იყო,მან შესანიშნავი სეზონი ჩაატარა,მაგრამ ქრონიკული ტრამვების გამო იძულებული იყო წასულიყო ფეხბურთიდან,ამავე წლებში ამობრწყინდა რობერტო ფერნანდესის ვარსკვლავი,რომელიც იმ წლების ვალენსიის ნამდვილ ვარსკვლავად და მშვენებად იქცა. მომდევნო 1982-83 წლების სეზონზე ვალენსია კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა.ამ პერიოდში გუნდი მილან მილანიჩს ებბარა. მოკლე პაუზის შემდეგ გუნდს კემპესი დაუბრუნდა,მაგრამ მიუხედავად ამისა გუნდის საქმე სულ უფრო უკან მიდიოდა და კლუბის პოზოციაც არ იყო სახარბიელო ლა ლიგაში.კლაუდიო აგირემ მილან მილანიჩი ჩაანაცვლა,რომელიც კლუბიდან დაითხოვეს გუნდის მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგების გამო.იმისათვის რომ "ჩეს" პრიმერაში გამოსვლის უფლება არ დაეკარგა ბოლო თამაში უნდა მოეგო მადრიდის რეალთან,რომელიც ამ სეზონში ჩემპიონობისათვის იბრძოდა.ტენდილიოს გოლის წყალობით ვალენსიამ რეალს მოუგო და ამგვარად გადაურჩა სეგუნდაში დაქვეითებას. კლუბის ვალები უკვე 2.000 მილიონ პესეტას აჭარბებდა.კლუბში გამოცდილ ფეხბურთელებს ახალგაზრდები ჩაენაცვლნენ.მათ შორის იყო ადამიანი რომელიც ვალენსიას ნამდვილ სიმბოლოდ იქცა,ფერნანდო გომეს კოლომერი. თუმცა გუნდში სიტუაცია უმართვი გახდა,ფეხბურთელები კუთვნილ ხელფასებს ვერ იღებდნენ. 22 ტურში ვალენსია 6:0 მარცხდება "ატოჩასთან",რასაც მწვრთნელის ,ოსკარ რუბენ ვალდესის გადაყენება მოჰყვა.იგი კვლავ დი სტეფანომ ჩაანაცვლა,თუმცა ვალენსიამ უკვე სეგუნდა დივიზიონში იყო დაქვეითებული.

დაბრუნება

ერთი წლის შემდეგ ვალენსია სეგუნდაში დივიზიონში პირველ ადგილზე გადის და ბრუნდება პრიმერაში.სწორედ სეგუნდაში შეიქმნა გუნდის ძირითადი ბირთვი: ფერნანდო,კიკე,ხინერო,ვორო,რევერტი,არჼbr />?იო,ფენოლი,ბოსიო ,სემპერე,არიასი და სუბირატსი.პრიმერაში გადმობარგებული ვალენსია სეზონს 14 ადგილზე ამთავრებს.ეს იყო უკანასკნელი სეზონი,რომელიც ალფრედო დისტეფანომ ვალენსიელებთან ერთად გაატარა,იგი პოსტზე ურუგვაელმა ვიქტორ ესპერაგომ შეცვალა(რომელიც მანამდე კადისის მწვრთნელი იყო).ვალენსია სეზონს მესამე ადგილზე გასვლით ამთავრებს.1989-90 წლებში ვალენსია უკვე უეფას თასზეც გამოდის,თუმცა "ვიქტორია ბუქარესტის" დამარცხების შემდეგ,"პორტოსთან" თმობს თამაშს და უეფას თასზე ამით ასრულებს გამოსვლას.ამ სეზონზე,ესპერაგოს სურვილისამებრ ვალენსიაში ჩამოდის სოფიას "CSKA"-ს თავდამსხმელი ლუბოსლავ მიადენოვ პენევი.რომელიც საყოველთაოდ იყო ცნობილი თავისი გოლის გატანის ნიჭით.ამავე წელს კლუბს ხავიერ სუბირატსი ტოვებს გუნდში გატარებული 12 სეზონის შემდეგ. მომდევნო სეზონი ვალენსიამ 7 ადგილზე დაასრულა..უეფას თასზე რომასთან წააგო 1/4 ფინალში და ამავე 1/4 ფინალურ სტადიაზე მარცხდება კოპა დელ რეიზე მალიორკასთან. 1991-92 წლების სეზონზე ვალენსიას ვიქტორ ესპერაგო ტოვებს.კლუბს ჰოლანდიელ გუუს ჰიდინკს აბარებენ.იგი "პსვ ეინდჰოვენთან "ერთად ევროპის თასის მფლობელი იყო.მან მოიყვანა კლუბში პანამელი ფეხბურთელი,ფორვარდი რომელ ფერნანდესი და ბრაზილიელი მარცხენა ბექი ლეონარდო.ჰიდინკის დამოძღვრილმა გუნდმა ლა ლიგაში გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა და სამეფო თასზე კი მადრიდის რეალთან დათმო შეხვედრა 1/4 ფინალურ ეტაპზე. სწორედ ამ სეზონზე რიკარდო არიასმა ,ფეხბურთელმა,რომელსაც ყველაზე მეტჯერ ჰქონდა მორგებული ვალენსიას მაისური,დაასრულა საფეხბურთო კარიერა.

ოთხმოცდაათიანი წლები

1993-94 წლებში ვალენსიაში სერბია-მონტენეგროელი ფეხბურთელი,პრედრაგ მიატივიჩი ჩამოდის,რომელიც კლუბის ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო."ჩე" უეფას თასზე გამოდიოდა,ნანტის გაძევების შემდეგ ვალენსიამ შინ გერმანულ კლუბს მოუგო 3:1 და თითქოს გადაწყვეტილი იყო შემდეგ ტურში გამსვლელის ვინაობა,მაგრამ გერმანიაში ვალენსიელები სრულიად მოულოდნელი ანგარიშით-7:0 მარცხდებიან.ლა ლიგაში ხიხონთან დამარცხების შემდეგ კი კლუბს ატოვებინებენ გუუს ჰიდინკს.კლუბს ვალენსიას ყოფილი ფორვარდი,ურუგვაელი ექტორ ნუნიესი იბარებს.ამასობაში ვალენსიას ვარსკვლავს,ლუბო პენევს ექიმები კიბოს დიაგნოზს უსვამენ,რამაც იგი აიძულა ცოტა ხნით ფეხბურთს ჩამოშორებოდა.ამ პერიოდში ვალენსია გუნდის მომავალ ლიდერს,გაისკა მენდიეტას ყიდულობს კასტელონიდან. 1994 წელს პრეზიდენტის პოსტს არტურო ტუსონი ტოვებს,მას ფრანსისკო როიგი ჩაენაცვლა და პირველივე გადაწყვეტილება რომელიც მან მიიღო, იყო მწვრთნელის,ექტორ ნუნიესის გადაყენება.სანამ კლუბისათვის შესაფერის მწვრთნელს მოძებნიდნენ დროებით ისევ ჰიდინკი მოიწვიეს. როიგმა მიზნად დაისახა, რომ მისი კლუბის მწვრთნელი გამხდარიყო სპეციალისტი,რომელიც 1994 წელს აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონტას მოიგებდა და მან თავის მიზანს მიაღწია,კარლოს ალბერტო პარეირა ვალენსიელთა მთავარი მწვრთნელი გახდა.ამავე წელს კლუბში გადმოდიან ანდონი სუბისარეტა(ესპანეთის ნაკრების ძირითადი მეკარე)და რუსი ოლეგ სალენკო ,რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე კი გაიბრწყინა,მაგრამ ვალენსიელებს თავი ვერაფრით დაამახსოვრა. 1994-95 წლებში ვალენსია კოპა დელ რეის ფინალში გადის,მაგრამ სამეფო თასის გათამაშების ნახევარფინალურ ეტაპზე ,ალბასეტესთან მატჩის შემდეგ კარლოს ალბერტო პარეირა დაითხოვეს.დროებითი მწვრთნელი რიელო ხდება და მას გაჰყავს გუნდი ფინალურ მატჩზე ლა კორუნიის"დეპორტივოს" წინააღმდეგ 1995 წლის 24 ივნისს სანტიაგო ბერნაბეუზე.ვალენსია მხოლოდ ფინალისტის ტიტულს დასჯერდა. 1995-96 წლებს ვალენსია ახალი მწვრთნელთან,ლუის არაგონესთან ერთად ხვდება.კლუბი მეორე ადგილზე გადის ქვეყნის ჩემპიონატში,გულშემატკივართა საყვარელი ფეხბურთელი,პრედრაგ მიატოვიჩი კი სკანდალით ტოვებს კლუბს და მადრიდის რეალში გადადის,რითაც უდიდესი დარტყმა მიაყენა ვალენსიანიზმს.ამავე წელს ვალენსიას კიდევ ერთ სიმბოლოს, კლაუდიო"პიოხო" ლოპესს ყიდულობენ,გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს კი არაგონესს ატოვებინებენ ლიგაში ნაჩვენები ცუდი შედეგების გამო.არგენტინელი ხორხე ვალდანო გუნდს 1996 წლის ნოემბერში იბარებს,თუმცა კლუბი სეზონს ტიტულების გარეშე ამთავრებს.იმავე წლის დეკემბერში ვალენსიაში ჩილელი არიელ"ბურიტო"ორტეგა ჩამოდის. 1997-98 წლების სეზონს ვალდანოსთან ერთად იწყებს ვალენსია,მაგრამ მესამე ტურის მატჩის შემდეგ,მალიორკასთან,სანტანდე რის რასინგთან და ბარსელონასთან წაგების შემდეგ იგი გადააყენეს. კლუბში იტალიელი კლაუდიო რანიერი მოდის.მან თავის კლუბში რომარიო მოიწვია.ვალენსია სეზონს მეცხრე ადგილზე გასვლით ამთავრებს და ინტერტოტოს თასიდან უკვე უეფას თასზე გადის,სადაც ლივერპულთან წააგო და გამოეთიშა შეჯიბრს.შუა სეზონში ვალენსია რუმინელ ადრიან ილიეს ყიდულობს,რომელიც პირველივე თამაშებიდან შესანიშნავად შეეწყო კლუბს და თავი შეაყვარა გულშემატკივარს. უეფას თასზე წარუმატებლობის მიუხედავად,ვალენსია კოპა დელ რეის ფინალში გადის და ატლეტიკო მადრიდს ამარცხებს.თამაში 3:0 დამთავრდა,გოლები მენდიეტამ და ორიც კლაუდიო ლოპესმა გაიტანეს.თამაში სევილიაში შედგა.ვალენსიელთა შემადგენლობა შემდეგნაირი იყო:კანისარესი,ანგლომა,ჯუკიჩი,როშე,კჼbr />?რბონი,მილა,ფარინოსი,ვლაოვიჩი,ილიე და კლაუდიო ლოპესი(შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები:ხუანფრანი,ანგულ ო და ბიორკლენდი). მიღწეული წარმატების მიუხედავად კლაუდიო რანიერი გუნდში არ დარჩა.ვალენსიელთა გუნდს არგენტინელი ექტორ რაულ კუპერი უდგება სათავეში.ყველაზე ღირებული შენაძენი კი- კილი გონსალესი იყო. 1999-2000 წლების სეზონზე ვალენსია ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდა, სადაც ყველასთვის მოულოდნელად ფინალში გავიდა.ფინალი პარიზში გაიმართა 2000წლის24 მაისს .მოწინააღმდეგე მადრიდის რეალი იყო,ვალენსია დამარცხდა ანგარიშით 3:0. ამ სეზონის შემდეგ გუნდს ტოვებენ კლაუდიო ლოპესი,რომელიც იტალიურ ლაციოში გადავიდა,ფარინოსი-ინტერში და ხერარდი-ბარსელონაში.შენაძენები:ურუგვაელი დიეგო ალონსო,ნორვეგიელი ჯონ ალეუ კარეუ ,ექს ატლეტიკოელი რუბენ ბარახა,არგენტინელი რობერტო ფაბიან აიალა და ბრაზილიელი ფაბიო აურელიო. 2000-01 სეზონზე ვალენსია კვლავ გადის ჩემპიონთა ლიგის ფინალში,სადაც ამჯერადაც იწვნია მარცხი გერმანული ბაიერნისაგან.ფინალს იტალიამ უმასპინძლა,შეხვედრა სან-სიროს სტადიონზე გაიმართა 2001წლის 23 მაისს.თამაშის დებიუტში გაისკა მენდიეტამ პენალტი გამოიყენა და ანგარიში ღამურებს მიჰყავდათ,მაგრამ,მსაჯმა მეორე პენალტიც დანიშნა.ამჯერად კანისარესის კარში.ეფენბერგმა არ ააცილა.თამაშის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები 1:1 დამთავრდა.გამარჯვებული პენალტების ლატარეას უნდა გამოევლინა,სადაც ვალენსიას კვლავ არ გაუმართლა. ორი წარუმატებელი ფინალის შემდეგ კლუბს ექტორ რაულ კუპერი ტოვებს,არც მენდიეტა გაჩერებულა ვალენსიაში,იგი რომის ლაციოში გადავიდა სათამაშოდ.კლუბი დატოვეს ასევე მილამ,დეშამმა,ზლატკო ზახოვიჩმა და ხერარდომ.

დობლეტე

2001-02 და 2003-04 წლები ვალენსიას ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე ღირსშესანიშნავი და ბედნიერი. 2001-02 წლებში ვალენსია 31 წლის შემდეგ კვლავ იგებს ლა ლიგას.ტენერიფედან მოწვეულმა მწვრთნელმა,რაფაელ ბენიტესმა გუნდში ახალი ფეხბურთელები მოიყვანა:მარჩენა,მისტა,კურო ტორესი,რუფეტე,დე ლოს სანტოსი. გამარჯვებისაკენ მიმავალი გზა არ იყო ადვილი,შესანიშნავად ჩატარებული პირველი წრის შემდეგ მეორე წრეში სანტიაგო ბერნაბეუზე განცდილი მარცხის შემდეგ გუნდი კრიზისში აღმოჩნდა ,თუმცა ლას პალმასის,ატლეტიკო ბილბაოს,სარაგოსასა და განსაკუთრებით ბარსელონას დამარცხებამ ფეხბურთელებს საკუთარ თავში რწმენა დაუბრუნა.ლა ლიგის ცხრილში ვალენსია და რეალი გვერდიგვერდ მოდიოდნენ,სანამ ვალენსიამ ესპანიოლს არ მოუგო თამაში და რეალმა არ დათმო შეხვედრა"ანოეტაზე".ვალენსიამ რეალს სამი ქულით გაასწრო.გადამწყვეტი თამაში "ლა როსალედაზე" შედგა 2002 წლის 5 მაისს.ვალენსია ისევ ჩემპიონი იყო,მალაგას ქუჩები სავსე იყო ვალენსიას ფანებით,ანდალუსია საყვირების ხმას მიჰქონდა.ღამის პირველ საათიდან მანისეს აეროპორტი ხალხით იყო სავსე,ისინი ელოდებოდნენ თვითმფრინავს,რომელსაც ჩემპიონები უნდა ჩამოეყვანა. 2003-04 წლებში ვალენსია უეფას თასზე ასპარეზობს.შვედური აიკის დამარცხების შემდეგ,ღამურების მეტოქე ისრაელის კლუბი-მაკაბი იყო.მატჩი მესტალიაზე 0:0 დასრულდა.იმის გათვალისწინებით,რომ ისრაელში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა უეფამ მიიღო გადაწყვეტილება,რომ საპასუხო შეხვედრა ნეიტრალურ სტადიონზე გამართულიყო.შეხვედრას როტერდამმა უმასპინძლა,შედეგი:ოთხი უპასუხო გოლი მაკაბის კარში.ფინალისკენ გზაზე ვალენსიამ ორი თურქული კლუბიჩამოიშორა.ჯერ ბეშიქთაში გამოთიშა ასპარეზობას და უკვე 1/8 ფინალში გენჩლერბირლიგი,მაშინდელი უეფას თასის გათამაშების ნამდვილი აღმოჩენა .თამაში რომელიც მესტალიაზე უნდა გამართულიყო გადაიდო 11 მარტს მადრიდში მომხდარი ტერაქტის გამო.პირველი მატჩი ვალენსიამ 1:0 წააგო,ყველაფერი კვლავ განმეორებით შეხვედრას უნდა გადაეწყვიტა და გადაწყდა კიდეც .2:0 ღამურების სასარგებლოდ,ბოლო გოლი დამატებით მეხუთე წუთზე გავიდა და იყო პირველი ვერცხლის გოლი უეფას ისტორიაში,გოლის ავტორი ვისენტე იყო. შემდეგი მოწინააღმდეგე ბორდო ოყო,მესტალიაზე თამაში 2:1 დასრულდა,ღამურებმა გასვლაზეც იმარჯვეს 4:2 და გუნდს ნახევარფინალში უკვე თანამემემამულეები ელოდნენ.ვალენსია -ვილიარეალის მატჩი ჟურნალისტებმა "ევრო-დერბიდ "მონათლეს.ვილიარეალის სტადიონზე თამაში ფრედ 0:0 დასრულდა,მესტალიაზე კი ვალენსიამ იმარჯვა მინიმალური ანგარიშით 1:0.შემდეგი დანიშნულების ადგილი გიოტებორგი იყო.პარიზისა და მილანის მწარე გამოცდილების შემდეგ ყველა ხვდებოდა რომ ვალენსია ამ ფინალს აღარ წააგებდა.მარსელის ოლიმპიკმა საჩემპიონოდ მომზადებულ ვალენსიას ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწია და უეფას თასის მფლობელი ვალენსია გახდა.გუნდს წარმატება ვისენტეს და მისტას გოლებმა მოუტანა.იმავე წელს ლა ლიგის თასის მოგებით გუნდმა დობლეტე გაიფორმა,რისი გვერგვინიც უკვე მონაკოში გათამაშებული სუპერთასი იყო,რომელიც ვალენსიამ პორტოს ჩამოართვა.იმ წელს ვალენსია მსოფლიოს უძლიერეს კლუბად აღიარეს

ტიტულები

  • ესპანეთის ჩემპიონი (6-ჯერ):

1941-42, 1943-44, 1946-47, 1970-71, 2001-02, 2003-04


  • ესპანეთის თასი (7-ჯერ):

1940-41, 1948-49, 1953-54, 1966-67, 1978-79, 1998-99, 2007-08


  • ესპანეთის სუპერ თასი (2-ჯერ):

1949, 1999


1961-62, 1962-63, 2003-04


1979-80


1980, 2004


  • ინტერტოტოს თასი (ერთჯერ):

1998

სქოლიო

რესურსები ინტერნეტში

თარგი:Link FA