ბრუკლინი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
მ r2.7.2) (ბოტის დამატება: xmf:ბრუკლინი |
No edit summary |
||
ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
{{ესკიზი-აშშ}} |
{{ესკიზი-აშშ}} |
||
{{ნიუ-იორკის საგრაფოები}} |
|||
[[კატეგორია:ნიუ-იორკი]] |
[[კატეგორია:ნიუ-იორკი]] |
10:26, 6 იანვარი 2012-ის ვერსია
ბრუკლინი (Brooklyn) ქალაქ ნიუ-იორკის ხუთი რაიონიდან ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილია (2,6 მილიონი მცხოვრები). 1898 წლამდე დამოუკიდებელი ქალაქი იყო და აღმოცენდა ჰოლანდიელთა მიერ დაარსებული დასახლებიდან ”ბრუკელენ” (Breuckelen) ლონგ-აილენდის მდინარე ისტის სანაპიროზე. დამოუკიდებელი ქალაქის სტატუსის შენარჩუნების შემთხვევაში ბრუკლინი ამჟამად აშშ-ის სიდიდით მეოთხე დასახლება იქნებოდა ნიუ-იორკის, ლოს-ანჯელესისა და ჩიკაგოს შემდეგ. ნიუ-იორკთან კუთვნილების მიუხედავად ბრუკლინს დამოუკიდებელი ხასიათი და საკუთარი ქალაქური სტილი აქვს ბრონქსისგან განსხვავებით, რომელიც ისტორიულად და ხასიათობრივად უფრო მანჰეტენის ჩრდილოეთ დამატებას ჰგავს. ბრუკლინი ქუინსთან ერთად ლონგ-აილენდის დასავლეთ ბოლოში მდებარეობს.
კინგსის ქაუნთი, რომელიც ტერიტორიულად ბრუკლინს ემთხვევა ნიუ-იორკის შტატის ყველაზე დასახლებული ოლქია. მას სახელი ინგლისის მეფე ჩარლზ II-ის პატივსაცემად დაერქვა. ადგილობრივი მოსახლეობა ბრუკლინს ხშირად ”მეფეთა ქალაქს” (City of Kings) უწოდებს ამ სახელის გამო.