ფილიმონ ქორიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ინფოდაფა მუსიკოსი
{{ინფოდაფა მუსიკოსი
|სახელი = ფილიმონ ქორიძე
|სახელი = ფილიმონ ქორიძე
|სურათი =
|სურათი = Philimon Koridze.jpg
|სათაური =
|სათაური =
|სურათისზომა =
|სურათისზომა =

16:51, 26 დეკემბერი 2011-ის ვერსია

ფილიმონ ქორიძე

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1829
გარდ. თარიღი 1911
ჟანრ(ებ)ი ფოლკლორი, ოპერა
საქმიანობა ლოტბარი, მომღერალი

ფილომონ ქორიძე (დ.1829- გ.1911) - ფოლკლორისტი, მომღერალი, ლოტბარი, ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. პირველი ქართველი პროფესიონალი მომღერალი (ბანი), ქართული სახალხო გუნდების ორგანიზატორი და ლოტბარი.

მოღვაწეობა

ვოკალურ ხელოვნებას დაეუფლა იტალიაში, მღეროდა "ლა სკალაში", გასტროლებით შემოიარა სამხრეთ ამერიკა და იტალიის ქალაქები. 1881 წელს დაბრუნდა საქართველოში და აქტუალურ მუსიკალურ მოღვაწეობას შეუდგა. ამავე წლიდან გახდა თბილისის ოპერის თეატრის სოლისტი.

ქორიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული ხალხური სიმღერა-საგალობლების თავმოყრაში, ჩაწერასა და გავრცელებაში. მისი მეცადინეობით, ქართული საეკლესიო საგალობლების ცნობილი შემგროვებელი და საზოგადო მოღვაწე წმინდა ექვთიმე აღმსარებელი (ერისკაცობაში - ესტატე კერესელიძე) დაეუფლა გალობების ნოტებით ჩაწერას. ქორიძემ სისტემაში მოიყვანა 5000-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა, რომლებიც დღეს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

1895-1904 წლებში გამოსცა საგალობლების 4 კრებული. ავტორია წიგნისა "სახელმძღვანელო ნოტებისა და მისი კანონების შესწავლისათვის". ქალაქ ოზურგეთში დგას ფილიმონ ქორიძის ბიუსტი.

რესურსები ინტერნეტში