მიგელ დე სერვანტესი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის შეცვლა: hy:Միգել դը Սերվանտես
r2.7.1) (ბოტის დამატება: sq:Miguel de Cervantes
ხაზი 152: ხაზი 152:
[[sk:Miguel de Cervantes]]
[[sk:Miguel de Cervantes]]
[[sl:Miguel de Cervantes]]
[[sl:Miguel de Cervantes]]
[[sq:Miguel de Cervantes]]
[[sr:Мигел де Сервантес]]
[[sr:Мигел де Сервантес]]
[[sv:Miguel Cervantes]]
[[sv:Miguel Cervantes]]

18:27, 16 დეკემბერი 2011-ის ვერსია

მიგელ დე სერვანტესი
ესპ. Miguel de Cervantes Saavedra[1]
დაბადების თარიღი 29 სექტემბერი, 1547
დაბადების ადგილი ალკადა-დე-ენარესი, ესპანეთი
გარდაცვალების თარიღი 23 აპრილი, 1616
გარდაცვალების ადგილი მადრიდი
დასაფლავებულია convent of the Barefoot Trinitarians[2]
საქმიანობა მწერალი, პოეტი, დრამატურგი
ენა Early Modern Spanish
ეროვნება ესპანელი
მოქალაქეობა კასტილიისა და ლეონის სამეფო[3]
ალმა-მატერი Q5849846? და სალამანკას უნივერსიტეტი
პერიოდი რენესანსი
ჟანრი პოეზია, რომანი, ტრაგედია და comedy
Magnum opus დონ კიხოტი
მეუღლე კატალინა დე სალასარ ი პალასიოსი
პარტნიორ(ებ)ი Ana de Villafranca y Rojas
შვილ(ებ)ი ისაბელ დე საავედრა
ხელმოწერა

მიგელ დე სერვანტეს საავედრა (ესპ. Miguel de Cervantes Saavedra; დ. 29 სექტემბერი, 1547, ალკადა-დე-ენარესი – გ. 23 აპრილი, 1616, მადრიდი) — ესპანელი მწერალი. საქვეყნოდ ცნობილი ავტორი თანამედროვე გაგებით პირველი რომანისა „მახვილგონიერი აზნაური დონ კიხოტ ლამანჩელი“.

ბიოგრაფია

სერვანტესის მონუმენტი მადრიდში

მწირი ცნობებია სერვანტესის ბავშვობის პერიოდის შესახებ. იგი იზრდებოდა ძალიან გაჭირვებულ ოჯახში. მიგელის გარდა მის მშობლებს ჰყავდათ კიდევ ორი ქალიშვილი - ანდრეა და ლუიზა, და ვაჟიშვილი - როდრიგო. მიგელს ძალიან უყვარდა ქუჩის მომღერლების მოსმენა, მოხეტიალე მსახიობების წარმოდგენების ცქერა, აგროვებდა ნაბეჭდ ქაღალთა ფარატინებს, გაფაციცებით და ხარბად კითხულობდა ყოველ ნაბღაჯნ სტრიქონს. ფიქრობენ, რომ მიგელმა პირველდაწყებითი განათლება თავის მშობლიურ ქალაქში მიიღო, ხოლო შემდგომ შევიდა სალამანკის უნივერსიტეტში. სალამანკაში დღესაც უჩვენებენ ადგილს, სადაც სავარაუდოდ იდგა სახლი, სადაც გაატარა მიგელმა სტუდენტობის წლები.

1560-1568 წლებში სერვანტესის ოჯახი მადრიდში ცხოვრობდა. უფროსი ვაჟი როდრიგო უკვე ფლანდრიაში ანუ მეფის ჯარში მსახურობდა. 1568 წელს სერვანტესი გამოჩენილი ჰუმანისტის ხუან ლოპეს დე ოიოსის მოსწავლეა. ოიოსი სალამანკის უნივერსიტეტიდან სასახლეში მიიწვიეს და მან მიგელიც თან წაიყვანა.

1569 წლიდან სერვანტესი ესპანურ სამართალს რომში გაექცა, სადაც კარდინალ გიულიო აკვავიტას კამერდინერად მუშაობდა. 1571 წელს კი შეუერთდა ნეაპოლში სტაციონირებულ ესპანურ სამხედრო ნაწილს, რომელთან ერთადაც იმავე წელს ლეპანტოს ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. ამ ბრძოლაში სერვანტესი მძიმედ დაიჭრა და დაიზიანა მარცხენა ხელი. გამოჯანმრთელების შემდეგ ახალგაზრდა მწერალი 4 წლის განმავლობაში მსახურობდა ესპანურ ჯარში; მონაწილეობდა კორფუსა და ნავარინოს ექსპედიციებში.

1575 წ. 7 სექტემბერს სამშობლოში მიმავალი სერვანტესი ალჟირელმა მეკობრეებმა შეიპყრეს და 5 წლის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული. ოჯახმა დიდი გაჭირვებით შეძლო გამოსასყიდის შეგროვება და 1580 წ. სერვანტესი წმ. სამების ორდენის დახმარებით სამშობლოში დაბრუნდა.

რესურსები ინტერნეტში


თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA

  1. https://www.cervantesvirtual.com/descargaPdf/d-alberto-rodrguez-de-lista-0/
  2. http://www.bbc.com/news/world-europe-31852032BBC News, 2015.
  3. http://web.archive.org/web/20170324033852/http://jeugdliteratuur.org/auteurs/miguel-de-cervantes-saavedra