ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
{{commonscat|Ulumbo monastery}}
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Ulumba.jpeg|thumb|300px|ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია]]'''ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია''' - [[არქიტექტურა|არქიტექტურული]] ძეგლი დგას [[ხაშურის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|ალის]] დასავლეთით, [[მდინარე]] [[ჭერათხევი]]ს [[ხეობა]]ში. სამხრეთის შესასვლელის თავზე მოთავსებული სამშენებლო მხედრული წარწერის თანახმად [[ეკლესია]] აგებულია [[1871]] წელს ალექსი კევლიევის (კევლიშვილის) შემწეობით ადრე აქ არსებული ულუმბის მონასტრის ადგილზე.
[[ფაილი:Ulumba.jpeg|thumb|300px|ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია]]
'''ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია''' - [[არქიტექტურა|არქიტექტურული]] ძეგლი დგას [[ხაშურის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|ალის]] დასავლეთით, [[მდინარე]] [[ჭერათხევი]]ს [[ხეობა]]ში. სამხრეთის შესასვლელის თავზე მოთავსებული სამშენებლო მხედრული წარწერის თანახმად [[ეკლესია]] აგებულია [[1871]] წელს ალექსი კევლიევის (კევლიშვილის) შემწეობით ადრე აქ არსებული ულუმბის მონასტრის ადგილზე.


ულუმბის [[მონასტერი]] ერთ-ერთ [[ასურელი მამები|ასურელ მამათაგანს]] [[მიქაელ ულუმბოელი|მიქაელ ულუმბოელს]] დაუარსებია (დასაფლავებულია იქვე). [[XIV საუკუნე]]ში ულუმბის მონასტერი [[თემურლენგი]]ს ლაშქარს დაუნგრევია. ამ ადგილის მფლობელს ქუცნა ამირეჯიბს მონასტერი აღუდგენია. [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] I ნახევარში ულუმბის მონასტერი ისევ მოქმედი იყო. [[XIX საუკუნე]]ში კი უკვე დაზიანებული მონასტრის ნაგებობები, რომლის კედლებზე შემორჩენილი იყო [[ქუცნა ამირეჯიბი]]სა და მისი ოჯახის წევრების პორტრეტები, ისევ დაუნგრევიათ და მის საძირკველზე ახლანდელი ეკლესია აუშენებიათ.
ულუმბის [[მონასტერი]] ერთ-ერთ [[ასურელი მამები|ასურელ მამათაგანს]] [[მიქაელ ულუმბოელი|მიქაელ ულუმბოელს]] დაუარსებია (დასაფლავებულია იქვე). [[XIV საუკუნე]]ში ულუმბის მონასტერი [[თემურლენგი]]ს ლაშქარს დაუნგრევია. ამ ადგილის მფლობელს ქუცნა ამირეჯიბს მონასტერი აღუდგენია. [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] I ნახევარში ულუმბის მონასტერი ისევ მოქმედი იყო. [[XIX საუკუნე]]ში კი უკვე დაზიანებული მონასტრის ნაგებობები, რომლის კედლებზე შემორჩენილი იყო [[ქუცნა ამირეჯიბი]]სა და მისი ოჯახის წევრების პორტრეტები, ისევ დაუნგრევიათ და მის საძირკველზე ახლანდელი ეკლესია აუშენებიათ.

13:55, 15 დეკემბერი 2011-ის ვერსია

ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია

ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი დგას ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალის დასავლეთით, მდინარე ჭერათხევის ხეობაში. სამხრეთის შესასვლელის თავზე მოთავსებული სამშენებლო მხედრული წარწერის თანახმად ეკლესია აგებულია 1871 წელს ალექსი კევლიევის (კევლიშვილის) შემწეობით ადრე აქ არსებული ულუმბის მონასტრის ადგილზე.

ულუმბის მონასტერი ერთ-ერთ ასურელ მამათაგანს მიქაელ ულუმბოელს დაუარსებია (დასაფლავებულია იქვე). XIV საუკუნეში ულუმბის მონასტერი თემურლენგის ლაშქარს დაუნგრევია. ამ ადგილის მფლობელს ქუცნა ამირეჯიბს მონასტერი აღუდგენია. XVIII საუკუნის I ნახევარში ულუმბის მონასტერი ისევ მოქმედი იყო. XIX საუკუნეში კი უკვე დაზიანებული მონასტრის ნაგებობები, რომლის კედლებზე შემორჩენილი იყო ქუცნა ამირეჯიბისა და მისი ოჯახის წევრების პორტრეტები, ისევ დაუნგრევიათ და მის საძირკველზე ახლანდელი ეკლესია აუშენებიათ.

ეკლესია დარბაზულია (16X9,30 მეტრი) ნაგებია ნატეხი ქვითა და ქვიშაქვის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთით აქვს. სამხრეთის კარი ძველი ეკლესიისაა. აფსიდი ნახევარწრიულია, აღმოსავლეთით, აფსიდში, და დასავლეთით თითო სარკმელია, სამხრეთით და ჩრდილოეთით ორ-ორი. დარბაზის გრძივი კედლების პილასტრბზე გადადის საბჯენი თაღები, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარა. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე კედლის დეკორატიული თაღებიცაა. აფსიდის საძირკველში ქვიშაქვაზე შემორჩენილია XI საუკუნის მნიშვნელოვანი ეპიგრაფიკული ძეგლი, ასომთავრული წარწერის ფრაგმენტი: „ქრისტე ადიდე შენ მიერ დამყარებული შენ მიერ გვირგვინოსანი სამოთხველად ცამდე ამაღლებული უძლეველი გიორგი მეფე ყოვლისავე აღმოსვლისავე...“

ლიტერატურა

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწრილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.