NetBSD: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 9: ხაზი 9:
|ტიტრის სტილი =
|ტიტრის სტილი =
|თავის სტილი = background:#ccf;
|თავის სტილი = background:#ccf;
|სახელის სტილი = background:#ddf;
|სახელის სტილი =
|მონაცემის სტილი =
|მონაცემის სტილი =



20:28, 12 დეკემბერი 2011-ის ვერსია

NetBSD
ოპერაციული სისტემის სახეობა იუნიქსისნაირი
პროექტის სტატუსი აქტიური
პროგრამული კოდი ღია და თავისუფალი კოდი
ბოლო სტაბილური ვერსია 5.1
მხარდაჭერილი მიკროპროცესორები (57 პლატფორმა) Alpha, ARM, PA-RISC, 68k, MIPS, PowerPC, SH3, SPARC, VAX, IA-32 და x86-64
ბირთვის სახეობა მონოლითიური
ლიცენზია BSD License
ვებ-გვერდი http://www.netbsd.org

NetBSD არის იუნიქსისნაირი ოპერაციული სისტემა რომელიც გამოირჩევა თავისი პორტატირობით სხვადასხვა სახეობის კომპიუტერულ პლატმორმებზე (მაკინტოში, ატარი, ამიგა...), არის ღია კოდიანი და შეუსღუდავი. იგი წარმოადგენს იუნიქსის BSD-ს ჯგუფს რახან მისი კოდის გარკვეული ნაწილი მოდის 386BSD და Net/2-იდან (4.3BSD-Lite).

შესავალი

NetBSD დაყრდნობილია შეუზღუდავ კოდზე და პროგრამებზე, უმეტესი კომპონენტები BSD ლიცენზიით არიან გამოქვეყნებული. იგი არის პორტატირებული ორმოცდაათზე მეტ არქიტექტურაზე რაც წარმოადგენს რეკორდს ოპერაციული სისტემების სფეროში. სისტემის პორტატირობა არის NetBSD-ის პროექტის ობიექტი რასაც აჟღერს მისი დევიზი "რათქმაუნდა იგი მუშაობს NetBSD-ით" (ინგლისურიდან, "Of course it runs NetBSD"). კურიოზული შემთხვევაა რომ იგი ერთერთ ხმელი პურის გასაცხობ მოწყობილობაზეც მუშაობს.

სხვა ასპექტი რომელსაც NetBSD-ის პროექტი უფრთხილდება არის კოდის დონე. NetBSD-ის პროგრამისტებს ურჩევნიათ გააზრებული კონცეფტების გამოყენება ვიდრე ჩქარად, თუნდაც ფუნქციონერებდეს, ნაპოვნი იდეები.

ხშირად არის ნახსენები: « სწორი გადაწყვეტები, არა ხრიკები » (ინგლისურად "Solutions, not hacks").

როგორც სხვადასხვა BSD-ებს შეეფერებათ, NetBSD-ის პროექტი ცენტრარიზებულია, ლინუქსის დისტრიბუტივების განსხვავებით რომლებიც იყენებენ ლინუქსის ბირთვს და აგროვებენ პროგრამებს სხვადასხვა პროექტებიდან (მაგალითად, NetBSD-ეს თავისივე ls ბრძანება მოყბება). ესეთი მიდგომა აღიქვება როგორც კათედრალური, ბაზარულისგან განსხვავებით.

NetBSD-ი ორიენტირებულია ისეთი მოხმარებისთვის რომელიც ხელს უწყობს ეფექტურობას და არა ინტუიციას. შესაბამისად უფრო მოსახერხებელია გამოცდილი მომხმარებლებისთვის, როგორიც არიან ადმინისტრატორები და პროგრამისტები.

ყოველივე ბირთვის ინტერფეისი და აგრეთვე დრაივერი დოკუმენტირებულია man გვერდების მეშვეობით, და არა გაფანტულ ტექსტ ფაილებში.

NetBSD-ის შეუძლია ძველი პროგრამების გაშვება, მაგალითად თუ ბირთვში არჩევანი COMPAT_09 აქტიურია, სისტემას შეეძლება 1993 წელში დამზადებული (კომპილირებული) პროგრამის გამოყენება.

პროექტის ორგანიზირება

პროექტი NetBSD-ის წამყვანი არის ორგანიზაცია NetBSD-ის ფონდი (NetBSD foundation), არაკომერციული ასოციაცია, რომლის წევრები არიან პროგრამისტები. NetBSD კოდის მიღება შესაძლებელია ინტერნეტიდან CVS საშუალებით, ამჟამად cvsweb ინტერფეისით [1]. პროექტს რომ შეუერთდეს პროგრამისტმა უნდა ხელი მოაწეროს სალიცენზიო შეთანხმებას, NetBSD-ის ფონდის წევრების რაოდენობა აღებატება 300 პროგრამისტს 2006 წელს.

ისტორია

NetBSD პროექტი დააფუძნა კრის დემეტრიუმ, თეო დე რაადტმა, ადამ გლასმა და ჩარლზ ჰანუმმა 1993 წლის მარტში. პროექტი დაასრდა საპასუხოდ განვითარების სტაგნაციის და რახან პატჩების მიცემა 386BSD პროექტისთვის შეუძლებელი გახდა.

1995 წელს, პოლემიკის გამო თეო დე რაადტმა დაშორდა NetBSD-ის პროექტს და წამოიწყო პროექტი OpenBSD რომელსაც დიდ ნაწილად დაფუძნებულია NetBSD-ის კოდზე.

პორტატირობა

ნებისმიერი დაყენებული NetBSD სისტემიდან შესაძლებელია იგივე make ბრძანებით მთელი სისტემის კომპილირება ნებისმიერი არქიტექტურისთვის, მნიშვნელობა არა აქვს თუ დამიზნული კომპიუტერის არქიტექტურა განსხვავდება. აგრეთვე შესაძლოა მთლიანი NetBSD-ის კომპილირება FreeBSD-იდან ან ლინუქსიდან.


ამიტომ შესაძლებელია Intel i386 სისტემიდან, მირთვის ადვილად კომპილირდება PowerPC-ისთვის, Alpha-სთვის, MIPS-ისთვის, სკრიპტი build.sh გადაკვეთის-კომპილაციის-ჩატვირთვის თავად ადგენს ყოველივე საჭირო დამოკიდებულებას. ეს ხდის NetBSD სისტემის არჩევას განვითარებადი ჩანერგილი სისტემებისთვის (მარშრუტიზატორები (როუტერი), ფაირვალი, IP კამერები და კიდევ მოცეკვავე რობოტი და ტოსტერი).

სქოლიო

  1. CVSWeb de NetBSD

რესურსები ინტერნეტში

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=NetBSD&oldid=1786658“-დან