ბებრისციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
94.137.179.112-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ბოლოს Mikheil88-ის მიერ რედაქტირებული ვე�
დაემატა/შესწორდა ილუსტრაცია
ხაზი 1: ხაზი 1:
[[File:Bebris-Tsikhe. (Photo A. Muhranoff, 2010)-1.jpg|thumb|ბებრისციხე]]
'''ბებრისციხე''' მდებარეობს [[დუშეთის მუნიციპალიტეტი|დუშეთის მუნიციპალიტეტში]], ქ. [[მცხეთა|მცხეთის]] ჩრდილოეთით, მდ. [[არაგვი]]ს მარჯვენა სანაპიროზე. მას უძველეს დროს ერქვა ''ბელტა''. აგებულია ანტიკურ ხანაში. ციხე-სიმაგრის საერთო ფართობია დაახლოებით 1500 მ², შიდა ეზოსი – 600 კვ-მეტრი.
'''ბებრისციხე''' მდებარეობს [[დუშეთის მუნიციპალიტეტი|დუშეთის მუნიციპალიტეტში]], ქ. [[მცხეთა|მცხეთის]] ჩრდილოეთით, მდ. [[არაგვი]]ს მარჯვენა სანაპიროზე. მას უძველეს დროს ერქვა ''ბელტა''. აგებულია ანტიკურ ხანაში. ციხე-სიმაგრის საერთო ფართობია დაახლოებით 1500 მ², შიდა ეზოსი – 600 კვ-მეტრი.



15:17, 11 დეკემბერი 2011-ის ვერსია

ბებრისციხე

ბებრისციხე მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქ. მცხეთის ჩრდილოეთით, მდ. არაგვის მარჯვენა სანაპიროზე. მას უძველეს დროს ერქვა ბელტა. აგებულია ანტიკურ ხანაში. ციხე-სიმაგრის საერთო ფართობია დაახლოებით 1500 მ², შიდა ეზოსი – 600 კვ-მეტრი.

ნაგებობა

ბებრისციხე კომპლექტურადაა აგებული შემაღლებულ კონცხზე. ციხე ორი ნაწილისაგან შედგება: მთავარი ციტადელი, მას სამხრეთით პატარა ეზო აკრავს. გეგმაში იგი სამკუთხედს უახლოვდება. სამივე კუთხეში კოშკები მდგარა, რომელთაგანაც სამხრეთ-აღმოსავლეთისა ყველაზე დიდია. იგი რამდენიმე სართულისაგან შედგება, რაც მის არა მარტო თავდაცვით, არამედ საცხოვრებელ დანიშნულებასაც მიუთითებს.

ჩრდილოეთის კოშკი ზომით უფრო მცირეა, თუმცა აგებულებით იგივე ტიპის. ორივე კოშკში ერთი საინტერესო დეტალია შემორჩენილი: ღრმა ნიშებში განლაგებულია საბრძოლო ტვრელები, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა მშვილდ-ისრის სროლა. ეს კი ვერ მოხდებოდა ორი-სამი მეტრის სისქის კედლებიდან, თუ მათში განიერი და ღრმა ნიშები არ გაკეთდებოდა.

მესამე, აღმოსავლეთის კოშკი ასევე დანგრეულია და მოგვიანებით ამ ადგილას, გაუქმებული ციხის ტერიტორიაზე, საგუშაგო კოშკი აუგიათ, რომელიც იქვე მდგარი კოშკისაგან განსხვავებით ცილინდრული ფოემისაა.

ლეგენდა

ბებრისციხის შესახებ შემონახულია ლეგენდა: ოდესღაც ეს მიწა ეკუთვნოდა ვინმე თავად სიმონს. მას აქ ხეობის ვიწროში, აუგია სიმაგრე და შიგ გზისმცველი ჩაუყენებია. თავად ორი შვილი ჰყოლია; ლამაზი მარინე და გულქვა მამუკა. მამის გარდაცვალების შემდეგ, მამუკას დიდძალი გადასახადი დაუკისრებია ქვეშევრდომებისათვის. მარინეს შებრალებია ისინი და მამუკას მათი გადასახადისაგან გათავისუფლება სთხოვა. გამძვინვარებულმა ძმამ მაკრინე კოშკში გამოამწყვდია. ერთ დღეს, როდესაც ყმებისათვის წყალ-წყალა საჭმელი მზადდებოდა, გამოჩენილან ყვავები და ქვაბში ჩაცვენილან. ყმებს საჭმელი გადაუსხიათ, ამის შემხედვარე მამუკა გაბრაზებულა და გლეხებს დასაჭერად დადევნებია. უეცრად ქვაბიდან გველები ამოცვენილან და მამუკას შემოხვევიან. სასოწარკვეთილი მამუკა ღმერთს შეევედრა: ოღონდ მიხსენი და ეკლესიას აგიგებო. ამ სურათს ხედავდა თურმე კოშკში დამალული მაკრინე, რომელიც მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს. ღმერთს შეუსმენია მათი ვედრება. და-ძმამ ეკლესიურად ცხოვრება დაუწყიათ. და მონაზვნად აღკვეცილა, მამუკა კი ბერად შემდგარა.

70 წლის მაკრინე გარდაიცვალა. დასაფლავების დღეს მისულა თეთრწვერა მოხული, რომელიც მიცვალებულს ეამბორა შუბლზე და წარმოსთქვა: „დაო ჩემო, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი აღთქმა“. ამ სიტყვების დასრულების თანავე იქვე ჩაკეცილა და სული განუტევებია, ამიტომ ეწოდება ციხეს „ბებრის ციხე“.

ლიტერატურა

  • ბებრის ციხე // საქართველო: ენციკლოპედია - თბ., 1997, გვ. 386
  • ბებრის ციხე - ბელტის ციხე // საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა -თბ., 1990, გვ. 242
  • ქსე, ტ. 2, გვ. 262, თბ., 1977
  • ბებრის ციხე // ნაკაშიძე ლ., საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები - თბ., 2003, გვ. 125
  • ბოჭოიძე მ., საქართველოს ციხე-კომპლექსები სარესტავრაციო პრაქტიკაში // ძეგლის მეგობარი - 1994, N1(91), გვ. 61
  • ბოჭოიძე მ., ბებრის ციხე // ძეგლის მეგობარი - 1987, კრ. 75, გვ. 41
  • ზაქარაია პ., არაგვისა და თერგის ხეობა - თბ., 1972, გვ. 17
  • ბებრის ციხე // ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები - თბ., 1988, გვ. 54-55
  • ზაქარაია პ., ბებრის ციხე - თბ., 1959
  • სიმაგრეები: ბებრის ციხე // ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები- თბ., 1973, გვ. 50-52
  • ზაქარაია პ., სამშობლოს გუშაგი - თბ., 1965, გვ. 64-66
  • ზაქარაია პ. თბილისი, ბორჯომო, ვარძია - თბ., 1977, გვ. 16-17
  • ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში პირამიდული კოშკები: "ბებრის ციხე"(ანანურთან) // ზაქარაია პ., ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე - თბ., 2002, გვ. 64-67
  • კალანდაძე ზ., არქეოლოგიური გათხრები ბებრის ციხეზე // არქეოლოგიური ძიებანი- თბ., 1982, გვ. 143-147
  • როსტომაშვილი ი., ბელტის ციხე // მგზავრი- 1901, N1, გვ. 34-36
  • იამბე, ციხის ნაშალო.... - თბ., 2007, გვ. 28-29
  • ციხესიმაგრეები ბებრის ციხე // ზაქარაია პ., ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე - დარბაზები ციხე - გალავნები კოშკები - თბ., 2001, გვ. 67-70

რესურსები ინტერნეტში