ძველი მაკედონია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.6.5) (ბოტის შეცვლა: af:Koninkryk van Makedonië
r2.5.2) (ბოტის დამატება: sr:Античка Македонија შეცვლა: tr:Makedonya (antik krallık)
ხაზი 55: ხაზი 55:
[[simple:Macedonian Empire]]
[[simple:Macedonian Empire]]
[[sk:Macedónia (historické územie)]]
[[sk:Macedónia (historické územie)]]
[[sr:Античка Македонија]]
[[th:ราชอาณาจักรมาซิโดเนีย]]
[[th:ราชอาณาจักรมาซิโดเนีย]]
[[tl:Masedon]]
[[tl:Masedon]]
[[tr:Makedonya (eski krallık)]]
[[tr:Makedonya (antik krallık)]]
[[uk:Стародавня Македонія]]
[[uk:Стародавня Македонія]]
[[vi:Vương quốc Macedonia]]
[[vi:Vương quốc Macedonia]]

10:07, 28 ნოემბერი 2011-ის ვერსია

მაკედონიის რუკა

მაკედონიის სამეფო (ბერძნ. - Μακεδονία) იყო უძველესი სამეფო, რომელიც მდებარეობდა ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.[1] მისი პირველი მმართველი იყო კარანუსი, რომელიც მას ძვ. წ. IX საუკუნის მიწურულს მართავდა. სამეფოს დედაქალაქი თავდაპირველად მდებარეობდა ეგიაში, შემდეგ კი ის პელაში გადაიტანეს. მას დასავლეთიდან ესაზღვრებოდა ეპირუსი, ჩრდილოეთიდან პეონია, აღმოსავლეთიდან თრაკია და სამხრეთიდან თესალია. მაკედონიის გაძლიერება, როდესაც ის პატარა სამეფოდან გახდა ბერძნული სამყაროს ერთ-ერთი დომინანტი სახელმწიფო, უკავშირდება ფილიპე II-ის სახელს. მან შეძლო ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების დამორჩილება და იქ გაბატონება. ძვ. წ. 338 წელს გამართული ქერონეიის ბრძოლის შემდეგ, რომელშიც ფილიპემ ათენელები და სპარტელები დაამარცხა, მან ჩამოაყალიბა კორინთოს ლიგა. ფილიპეს გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო არნახულად გაძლიერდამ მისი მემკვიდრის ალექსანდრე დიდის მეფობის პერიოდში. მან ძვ. წ. 336-334 წლებში ჯერ საბერძნეთი დაიმორჩილა, (სპარტის გამოკლებით) შემდეგ კი ძვ. წ. 334-323 წლებში სპარსეთის იმპერია დაიპყრო და ინდოეთშიც კი შეიჭრა. სამეფოს ეს მდგომარეობა დიდხანს არ შეუნარჩუნებია, რადგან ალექსანდრეს გარდაცვალებისთანავე ის რამდენიმე ნაწილად დაიშალა. კულტურული განვითარების მხრივ ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა უჭირავს, რადგან დაიწყო ელინისტური ხანა.

სქოლიო

  1. Macedonia. Encyclopædia Britannica. Encyclopædia Britannica Online (2008). ციტირების თარიღი: 2008-11-03.