ოლიმპიური თამაშები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის tt:Олимпия уеннары
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის en:Olympic Games
ხაზი 33: ხაზი 33:
{{Link FA|pt}}
{{Link FA|pt}}
{{Link FA|tt}}
{{Link FA|tt}}
{{Link FA|en}}


[[ab:Олимпиадатә хәмаррақәа]]
[[ab:Олимпиадатә хәмаррақәа]]

11:28, 23 ნოემბერი 2011-ის ვერსია

ოლიმპიური ალამი

ოლიმპიური თამაშები, იყო უძველესი და ყველაზე პოპულარული დღესასწაული და შეჯიბრება ძველ საბერძნეთში. პირველი ოლიმპიური თამაშები მოეწყო ძვ. წ. 776 წელს ქალაქ ოლიმპიაში. თამაშებს შორის ინტერვალი შეადგენდა 1417 დღეს. ოლიმპიური თამაშები ასევე ითვლება თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო კომპლექსურ სპორტულ შეჯიბრებად, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოს ახალაზრდობის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებას, მშვიდობასა და პროგრესს.

1894 წელს პარიზში საერთაშორისო კონგრესზე იქნა მიღებული და დამტკიცებული ოლიმპიური თამაშების ძირითადი წესები და დებულებები (ოლიმპიური ქარტია). ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ერთიანი ხელმძღვანელი ორგანოს შექმნის თაობაზე, რომელსაც ეწოდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (სოკ).

ოლიმპიური თამაშები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ და ყოველ თამაშებს ენიჭება ნუმერაცია, იმ შემთხვევაშიც კი თუ თამაშები არ ჩატარდა რაიმე მიზეზის გამო (მაგ: ომი, 1916 წ. მე-6 თამაშები; 1940 წ. მე-12 თამაშები; 1944 წ. მე-13 თამაშები).

1924 წლიდან სისტემატიურად ტარდება ზამთრის ოლიმპიური თამაშებიც. მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის სპორტსმენებმა თამაშებში პირველად მონაწილეობა 1908 წელს მიიღეს.

თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური ჩემპიონია ჯ. კონოლი (სამხტომი 13.7 მ, აშშ). მანდილოსნებმა პირველად მონაწილეობა მიიღეს 1900 წელს ჩოგბურთელთა ტურნირში და პირველი ქალი ჩემპიონი იყო შ. კუპერი (დიდი ბრიტანეთი).

ოლიმპიური ალამი პირველად აღიმართა 1914 წელს პარიზში თამაშების აღორძინების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმზე.

ოლიმპიური ალამი თეთრი ფერის დროშაა და მასზე გამოსახულია ხუთი ერთმანეთზე გადაჯაჭვული რგოლი (ცისფერი, ყვითელი, შავი, მწვანე და წითელი). ამ ემბლემის დევიზია „Citius, Altius, Fortius“ (უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერ).

რესურსები ინტერნეტში


თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA