მიხაელ შუმახერი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.6.5) (ბოტის დამატება: ky:Шумахер, Михаэль
Bot: cs:Michael Schumacher is a good article
ხაზი 26: ხაზი 26:
{{Link FA|it}}
{{Link FA|it}}
{{Link FA|sl}}
{{Link FA|sl}}
{{Link GA|cs}}


[[ace:Michael Schumacher]]
[[ace:Michael Schumacher]]

09:36, 23 ნოემბერი 2011-ის ვერსია

მიხაელ შუმახერი

მიხაელ შუმახერი (გერმ. Michael Schumacher) (დ. 3 იანვარი, 1969, ჰიურთ-ჰერმიულჰაიმი (ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია), გერმანია) — ფორმულა 1-ის გერმანელი მრბოლელი, შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი.

მიხაელ შუმახერს მოგებული აქვს 67 პოულ-პოზიცია და მსოფლიო ჩემპონატის 87 ეტაპი, ორივე მაჩვენებელი აბსოლუტური რეკორდია.

ბიოგრაფია

ახალგაზრდობა

მრბოლელის კარიერა მიხაელისთვის კარტინგით დაიწყო, რომელიც მამამისის მიერ იყო აწყობილი, რომელიც ადგილობრივი კარტინგის ტრეკის მფლობელი იყო. 12 წლის ასაკში მან მიიღო პირველი, მრბოლელის ლიცენზია და დაიწყო მონაწილეობა ოფიციალურ შეჯიბრებებში. 1984—1987 წლებში მან რამდენიმეჯერ მოიგო გერმანიის და ევროპის ჩემპიონატები კარტინგში. 1990 წელს მიიღო ტიტული გერმანულ ფორმულა-3-ში. 1991 წლიდან განაგრძობდა სვლას უფრო მაღალ საფეხურებზე, იაპონურ ფორმულა-3000-ში მონაწილეობით. 1990 წლის დასაწყისში მონაწილეობდა ჩემპიონატში „German Touring Car“, და გაიმარჯვა მეხიკოსა და ავტოპოლისის რბოლებში.

დებიუტი

1991 წელს, სეზონის მეორე ნახევარში, „ედდ ჯორდანმა“ შუმახერს შესთავაზა გამოსულიყო მისი გუნდის, „ჯორდანის“ სახელით, ბელგიის გრან-პრიზზე, პოლიციასთან ჩხუბის გამო ციხეში მოხვედრილი „ბერტრანა გაშოს“ ნაცვლად. შუმახერის მენეჯერმა „ვილ ვებერმა“ დაარწმუნა „ჯორდანი“ მიხაელის ტალანტში, განცხადებით, რომ მიხაელი კარგად იცნობდა ამ ტრასას (შუმახერი ახლოს ცხოვრობდა ბელგიის ტრასებთან). სინამდვილეში შუმახერი ამ ტრეკზე პირველად გამოდიოდა. მიხაელმა ყველა განაცვიფრა, როდესაც ფორმულა 1-ით პირველ კვალიფიკაციაში მეშვიდე ადგილი დაიკავა. რბოლის დაწყებისას, სტარტზე მან მე-5 ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ პირველივე წრიდან გამოეთიშა რბოლას, რადგან მისი ბოლიდი დაზიანდა. ასეთი სავალალო დებიუტის შემდეგ, შუმახერი „ბენეტონმა“ მიიწვია თავის გუნდში და მან შემდეგი რბოლა „ბენეტონ-ფორდ“-ში ჩაატარა


თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link GA