ფუტიეთის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 8: ხაზი 8:


{{რაჭის ეკლესია-მონასტრები}}
{{რაჭის ეკლესია-მონასტრები}}
[[კატეგორია:ქართული მონასტრები]]
[[კატეგორია:ქართული ეკლესია-მონასტრები]]
[[კატეგორია:ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტაძრები]]
[[კატეგორია:ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტაძრები]]
[[კატეგორია:საქართველოს ხუროთმოძღვრების ძეგლები]]
[[კატეგორია:საქართველოს ხუროთმოძღვრების ძეგლები]]

15:54, 18 ნოემბერი 2011-ის ვერსია

ფუტიეთის მონასტერი – მონასტერი რაჭაში, სოფელ ფუტიეთში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. შემორჩენილია მონასტრის ტაძრის საძირკველი. მდებარეობს სოფლის სიახლოვეს, მდინარე ჭალის მარცხენა ნაპირას. მონასტრის შესახებ არავითარი წერილობითი საბუთი არ არის შემორჩენილი. მოსახლეობა მონასტერს „ბერების ეკლესიად“ მოიხსენიებს. ნანგრევებს შორის ყურადღებას იწვევს დიდი ზომის შენობა (დაახ. 20X10 მ.), გაყოფილი სამ დარბაზად. საყდრის ახლოსვე აღმოჩნდა აკლდამისებური ქვითკირის ნაგებობა (დაახ. 3X1,5 მ.) ზევიდან დახურული ქვითკირისავე თაღით, რაც განძსაცავი უნდა იყოს. მონასტრიდან 150–200 მეტრის მოშორებით პატარა წყაროა, რომელსაც ხალხი „წმინდა წყაროს“ ეძახის. წყაროდან 100 მეტრში, ნაკადულის პირას, ქვითკირის ძველი კედელია, რომელიც სამონასტრო მეურნეობის შემადგენელ ნაწილს უნდა წარმოადგენდეს.

ფუტიეთის სავანის დაარსება შუა საუკუნეებს უნდა მიეკუთვნოს. ხოლო რაც შეეხება მონასტრული ცხოვრების მოშლას, ხალხში არსებობს მინიშნება იმის თაობაზე, რომ სავანის გაუკაცრიელება გამოიწვია რუსთა სასტიკმა ანგარიშსწორებამ 1819–1820 წლებში იმერეთის აჯანყების საპასუხოდ.

ლიტერატურა

  • ვაჟა გობეჯიშვილი, რაჭის მონასტრები, თბ., 2006, გვ. 60–62