სელტიკი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 32: ხაზი 32:
გუნდს, რომელსაც თავიდანვე ჩინებული ფეხბურთელები გააჩნდა, მალე უფრო სერიოზული სპორტული მიზნები ჰქონდა, და 1893 წელს მან თავისი პირველი ეროვნული ჩემპიონობა მოიპოვა. მეოცე საუკუნის დასაწყისში კი სელტიკს შოტლანდიაში თანატოლი არ ჰყავდა, მან 1905-1919 წლებში კიდევ თერთმეტჯერ გაიმარჯვა შოტლადიის ჩემპიონატში, და აგრეთვე ექვსჯერ მოიპოვა ეროვნული თასი. 1922-1937 წლებში გუნდში თამაშობდა ბრიტანეთის საფეხბურთო ისტორიის ყველაზე გამორჩეული ბომბარდირი, ჯიმი მაკგრორი (Jimmy McGrory). ეროვნული ლიგის 408 თამაშში მას საოცარი 410 გოლი აქვს გატანილი, სულ მთლიანად ოფიციალურ თამაშებში კი - 550. ორივე ეს მონაცემი არა მხოლოდ [[შოტლანდია|შოტლანდიის]], არამედ მთელი [[ბრიტანეთი|ბრიტანეთის]] რეკორდს წარმოადგენს.<ref>http://www.fifa.com/worldfootball/clubfootball/news/newsid=823367.html</ref> მაკგრორი შემდეგ ოცი წლის განმავლობაში გუნდს წვრთნიდა, მაგრამ ეს პერიოდი (1945-1965) კლუბის ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი გამოდგა, და მან მხოლოდ ერთხელ, 1954 წელს, იმარჯვა ეროვნულ პირველობაზე. ამის მიუხედავად, 1957 წელს მაკგრორის გუნდმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია, როდესაც მან ლიგის თასის ფინალში "რეინჯერსი" 7-1 გაანადგურა, რაც აგრეთვე ბრიტანეთის ეროვნული თასების ფინალების რეკორდს წარმოადგენს.<ref>http://celticfc.net/home/about/briefHistory.aspx</ref>
გუნდს, რომელსაც თავიდანვე ჩინებული ფეხბურთელები გააჩნდა, მალე უფრო სერიოზული სპორტული მიზნები ჰქონდა, და 1893 წელს მან თავისი პირველი ეროვნული ჩემპიონობა მოიპოვა. მეოცე საუკუნის დასაწყისში კი სელტიკს შოტლანდიაში თანატოლი არ ჰყავდა, მან 1905-1919 წლებში კიდევ თერთმეტჯერ გაიმარჯვა შოტლადიის ჩემპიონატში, და აგრეთვე ექვსჯერ მოიპოვა ეროვნული თასი. 1922-1937 წლებში გუნდში თამაშობდა ბრიტანეთის საფეხბურთო ისტორიის ყველაზე გამორჩეული ბომბარდირი, ჯიმი მაკგრორი (Jimmy McGrory). ეროვნული ლიგის 408 თამაშში მას საოცარი 410 გოლი აქვს გატანილი, სულ მთლიანად ოფიციალურ თამაშებში კი - 550. ორივე ეს მონაცემი არა მხოლოდ [[შოტლანდია|შოტლანდიის]], არამედ მთელი [[ბრიტანეთი|ბრიტანეთის]] რეკორდს წარმოადგენს.<ref>http://www.fifa.com/worldfootball/clubfootball/news/newsid=823367.html</ref> მაკგრორი შემდეგ ოცი წლის განმავლობაში გუნდს წვრთნიდა, მაგრამ ეს პერიოდი (1945-1965) კლუბის ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი გამოდგა, და მან მხოლოდ ერთხელ, 1954 წელს, იმარჯვა ეროვნულ პირველობაზე. ამის მიუხედავად, 1957 წელს მაკგრორის გუნდმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია, როდესაც მან ლიგის თასის ფინალში "რეინჯერსი" 7-1 გაანადგურა, რაც აგრეთვე ბრიტანეთის ეროვნული თასების ფინალების რეკორდს წარმოადგენს.<ref>http://celticfc.net/home/about/briefHistory.aspx</ref>


სელტიკი [[უეფა]]-ს ევროთასების დაარსებამდეც ხშირად გამოდიოდა საერთაშორისო ასპარეზზე, და მას რამოდენიმე პრესტიჟული ტურნირი, როგორც 1914 წლის "ბუდაპეშტის თასი",<ref>http://www.thecelticwiki.com/page/Budapest+Cup</ref> 1938 წლის "იმპერიის თასი",<ref>http://www.thecelticwiki.com/page/Empire+Exhibition+Cup</ref> და 1953 წლის "დაგვირგვინების თასი" აქვს მოგებული, სადაც მან [[ინგლისი|ინგლისის]] წამყვან გუნდებს სძლია.<ref>http://www.thecelticwiki.com/page/Coronation+Cup</ref> ევროპის კონტინენტზე კი სელტიკმა უფრო გვიან, სწორედ ევროთასების მეშვეობით მოიპოვა თავისი დიდი სახელი.
სელტიკი [[უეფა]]-ს ევროთასების დაარსებამდეც ხშირად გამოდიოდა საერთაშორისო ასპარეზზე, და მას რამდენიმე პრესტიჟული ტურნირი, როგორც 1914 წლის "ბუდაპეშტის თასი",<ref>http://www.thecelticwiki.com/page/Budapest+Cup</ref> 1938 წლის "იმპერიის თასი",<ref>http://www.thecelticwiki.com/page/Empire+Exhibition+Cup</ref> და 1953 წლის "დაგვირგვინების თასი" აქვს მოგებული, სადაც მან [[ინგლისი|ინგლისის]] წამყვან გუნდებს სძლია.<ref>http://www.thecelticwiki.com/page/Coronation+Cup</ref> ევროპის კონტინენტზე კი სელტიკმა უფრო გვიან, სწორედ ევროთასების მეშვეობით მოიპოვა თავისი დიდი სახელი.


=== "ოქროს ხანა" ===
=== "ოქროს ხანა" ===

09:48, 18 ნოემბერი 2011-ის ვერსია

Celtic F.C.
სრული სახელი Celtic Football Club
მეტსახელი The Bhoys
დაარსდა 1888
სტადიონი სელტიკ პარკი
გლაზგო, შოტლანდია
(ტევადობა: 60.837 მაყურებელი)
პრეზიდენტი შოტლანდიის დროშა იან ბანქიერი
მწვრთნელი ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა ნილ ლენონი
ლიგა შოტლანდიის პრემიერ-ლიგა
2010-11 მეორე ადგილი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

სელტიკი (ინგლ. Celtic Football Club) არის საფეხბურთო კლუბი, რომელიც თამაშობს „სელტიკ პარკის“ სტადიონზე, პარკჰედში — შოტლანდიის ქალაქ გლაზგოს აღმოსავლეთ ნაწილში. „სელტიკი“ ბრიტანეთისა და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული და წარმატებული კლუბია, და უამრავ ეროვნულ ტიტულთან ერთად მოგებული აქვს ევროპის ჩემპიონთა თასი 1967 წელს.

„სელტიკი“ ირლანდიელი იმიგრანტების მიერ დაარსებული კლუბია, და აქედან გამომდინარე დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, არამედ ირლანდიური წარმოშობის ხალხთა შორის მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში, სადაც მას ბევრი ორგანიზირებული გულშემატკივართა კლუბი ჰყავს.

„სელტიკისა“ და დასავლეთ გლაზგოს გუნდის „რეინჯერსის“ ერთმანეთთან დაპირისპირება — ე.წ. „ოლდ ფერმი“ (Old Firm) — მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული და დაძაბული დერბი არის.

ისტორია

ადრეული წლები

ძმა უოლფრიდის ძეგლი ბალიმოტეში (ირლანდია)

კლუბი დაარსდა 1888 წელს ირლანდიელ იმიგრანტთა ჯქუფის მიერ, რომელსაც სათავეში კათოლიკური სასულიერო პირი, "ძმა უოლფრიდი" (Brother Walfrid) ედგა. მათ სახელად "სელტიკი" შეარჩიეს, რაც კლუბის ორმაგ , შოტლანდიურ და ირლანდიურ იდენტიტეტზე, კონკრეტულად კი ამ ორ ხალხთა საერთო კელტურ წარმოშობაზე მიუთითებს. კლუბს თავდაპირველად საქველმოქმედო ფუნქცია ჰქონდა. თამაშებზე შეგროვილი ფულით სელტიკი აღმოსავლეთ გლაზგოს გაღატაკებულ მოსახლეობას, რომლის უმრავლესობას ირლანდიელი იმიგრანტები წარმოადგენდნენ, ეხმარებოდა.[1]

გუნდს, რომელსაც თავიდანვე ჩინებული ფეხბურთელები გააჩნდა, მალე უფრო სერიოზული სპორტული მიზნები ჰქონდა, და 1893 წელს მან თავისი პირველი ეროვნული ჩემპიონობა მოიპოვა. მეოცე საუკუნის დასაწყისში კი სელტიკს შოტლანდიაში თანატოლი არ ჰყავდა, მან 1905-1919 წლებში კიდევ თერთმეტჯერ გაიმარჯვა შოტლადიის ჩემპიონატში, და აგრეთვე ექვსჯერ მოიპოვა ეროვნული თასი. 1922-1937 წლებში გუნდში თამაშობდა ბრიტანეთის საფეხბურთო ისტორიის ყველაზე გამორჩეული ბომბარდირი, ჯიმი მაკგრორი (Jimmy McGrory). ეროვნული ლიგის 408 თამაშში მას საოცარი 410 გოლი აქვს გატანილი, სულ მთლიანად ოფიციალურ თამაშებში კი - 550. ორივე ეს მონაცემი არა მხოლოდ შოტლანდიის, არამედ მთელი ბრიტანეთის რეკორდს წარმოადგენს.[2] მაკგრორი შემდეგ ოცი წლის განმავლობაში გუნდს წვრთნიდა, მაგრამ ეს პერიოდი (1945-1965) კლუბის ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი გამოდგა, და მან მხოლოდ ერთხელ, 1954 წელს, იმარჯვა ეროვნულ პირველობაზე. ამის მიუხედავად, 1957 წელს მაკგრორის გუნდმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია, როდესაც მან ლიგის თასის ფინალში "რეინჯერსი" 7-1 გაანადგურა, რაც აგრეთვე ბრიტანეთის ეროვნული თასების ფინალების რეკორდს წარმოადგენს.[3]

სელტიკი უეფა-ს ევროთასების დაარსებამდეც ხშირად გამოდიოდა საერთაშორისო ასპარეზზე, და მას რამდენიმე პრესტიჟული ტურნირი, როგორც 1914 წლის "ბუდაპეშტის თასი",[4] 1938 წლის "იმპერიის თასი",[5] და 1953 წლის "დაგვირგვინების თასი" აქვს მოგებული, სადაც მან ინგლისის წამყვან გუნდებს სძლია.[6] ევროპის კონტინენტზე კი სელტიკმა უფრო გვიან, სწორედ ევროთასების მეშვეობით მოიპოვა თავისი დიდი სახელი.

"ოქროს ხანა"

"ლისაბონის ლომები". მწვრთნელი ჯონ "ჯოკ" სტინი.

სელტიკის ოქროს ხანა პირველ რიგში ერთ ადამიანს უკავშირდება - ჯონ "ჯოკ" სტინს (Jock Stein). მან უკვე 1951 წელს თავისი "რეინჯერსის" ქომაგთა ოჯახის რისხვა გამოიწვია, როდესაც სელტიკის მოთამაშე, მოგვიანებით კი კაპიტანი გახდა. 1965 წელს კი სტინმა მწვრთნელის თანამდებობა დაიკავა და მალევე უდიდეს წარმატებებს მიაღწია. 1965-1974 წლებში სელტიკმა ზედიზედ 9 ეროვნული ჩემპიონატი მოიგო, 7 ეროვნული თასი, და 6 ლიგის თასი. 1967 წელს კი გუნდმა ყველა ეროვნულ პრიზთან ერთად მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ტურნირიც, უეფა-ს ჩემპიონთა თასი მოიგო, როდესაც ქალაქ ლისაბონში უდიდესი სენსაცია მოახდინა, და მილანის "ინტერი" 2:1 დაამარცხა. სელტიკი პირველი ბრიტანული კლუბია, რომელმაც ამ ტურნირში იმარჯვა, და ყველა ის ფეხბურთელი, ვინც ფინალში ითამაშა, "სელტიკ პარკის" მიმდებარე რაიონში იყო დაბადებული. სელტიკის გულშემატკივრები მათ "ლისაბონის ლომებს" (Lisbon Lions) უწოდებენ.[7] 1970 წელს სელტიკი კვლავ გავიდა ჩემპიონთა თასის ფინალში. ნახევარფინალურ შეხვედრას ინგლისის ჩემპიონ "ლიდს იუნაიტედის" წინააღმდეგ "ჰამფდენ პარკის" ეროვნულ სტადიონზე გლაზგოში 133,961 მაყურებელი დაესწრო, რაც ევროთასების რეკორდია. სელტიკმა ლიდსი როგორც სახლში, ასევე სტუმრად დაამარცხა, და მილანის "სან სიროზე" როტერდამის "ფეიენოორდს" შეხვდა, მაგრამ ამჯერად, ფავორიტის როლში, მოულოდნელად 1:2 დამარცხდა დამატებით დროში.[8] გუნდის რიგებს ამ წლებში განსაკუთრებით ჯიმი ჯონსტონი (Jimmy Johnstone) ამშვენებდა თავისი თამაშით, რომელიც 2002 წელს კლუბის ისტორიის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. გუნდის კაპიტანი კი ბილი მაკნილი (Billy McNeill) იყო, რომელმაც სელტიკის შემადგენლობაში 18 წელი და 790 თამაში ითამაშა, რაც კლუბის რეკორდია.

ბოლო წლები

თანამედროვე "სელტიკ პარკი" ჩემპიონთა ლიგის თამაშის დროს

სწორედ ბილი მაკნილმა აიღო სტინის წასვლის შემდეგ 1978 წელს გუნდის მწვრთნელობა თავის ხელში, და სამჯერ მოიგო ეროვნული ჩემპიონატი, სანამ ალექს ფერგიუსონის "აბერდინი" გახდებოდა შოტლანდიის ფეხბურთის წამყვანი ძალა. 1986 წელს სელტიკმა ბოლო ტურში მეტად დრამატულად მოიპოვა ჩემპიონობა 2 ბურთის სხვაობით, და თავის ასწლიან საიუბილეო 1988 წელშიც მაკნილის მეთაურობით ეროვნული ჩემპიონატისა და თასის "დუბლი" მოიპოვა. ამის შემდეგ, კლუბს მოედანზეც, და მოედნის გაღმაც, უდიდესი პრობლემები ჰქონდა. ჯოკ სტინის მიღწევა - ზედიზედ ცხრაჯერ მოგებული ჩემპიონობა - "რეინჯერსმა" გაიმეორა, და კლუბის ეს რეკორდი მხოლოდ ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ვიმ იანსენმა (Wim Jansen) "გადაარჩინა", როდესაც მან 1998 წელს სელტიკი კვლავ ეროვნული ჩემპიონი გახადა. 4 წლით ადრე, კანადელმა ბიზნესმენმა ფერგიუს მაკკანმა (Fergus McCann) კლუბი სრული ფინანსური გაბანკროტებისგან იხსნა. მაკკანმა აგრეთვე "სელტიკ პარკი" ბრიტანეთის ყველაზე დიდ თანამედროვე სტადიონად აქცია (ეს "ტიტული" მან კარდიფის "მილენიუმ სტედიუმის" 1999 წელს აშენებამდე შეინარჩუნა), მაგრამ მოედანზე "რეინჯერსის" დომინირება მაკკანმა დიდი ხნით ვერ შეაჩერა. ეს მხოლოდ ახალი საუკუნის დასაწყისში, ირლანდიელი მწვრთნელის, მარტინ ო'ნილის (Martin O'Neill) მოსვლის შემდეგ მოხდა.

ო'ნილის ხელმძღვანელობით, და შვედი თავდამსხმელის, ჰენრიკ ლარსონის (Henrik Larsson) ბრწყინვალე თამაშის მეშვეობით, სელტიკმა სამჯერ მოიპოვა ჩემპიონობა, ორჯერ კი იგი სეზონის ბოლო ტურში დათმო. ევროპის გრანდებთან მოპოვებული ბევრი შესანიშნავი გამარჯვების მიუხედავად, კლუბი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ სტადიას ვერ გასცდა, სამაგიეროდ კი 2003 წელს უეფა-ს თასის ფინალში გავიდა. ესპანეთის ქალაქ სევილიაში გუნდს 80 000 გულშემატკივარი გაჰყვა, მათი უმრავლესობა ბილეთის გარეშე. იქ სელტიკი დამატებით დროში ჟოზე მოურინიოს "პორტუსთან" 2:3 დამარცხდა, მათ ქომაგებს კი სამაგალითო მოქცევის შედეგად ფიფა-ს "ფეირ პლეი" (Fair Play) პრიზი მიენიჭათ.[9] ჩემპიონთა ლიგის მეორე სტადიაზე სელტიკმა უკვე გორდონ სტრახანის (Gordon Strachan) მეთვალყურეობის ქვეშ მოახერხა გასვლა, 2007 და 2008 წელს. სტრახანმა აგრეთვე სამჯერ ზედიზედ მოიპოვა ეროვნული ჩემპიონობა - იგი ამჟამად კლუბის ბოლო მწვრთნელია, ვინც ამას მიაღწია. 2010 წლის მარტიდან გუნდით ყოფილი კაპიტანი, ირლანდიელი ნილ ლენონი (Neil Lennon) ხელმძღვანელობს.

გლაზგოს დერბი

"სელტიკისა" და "რეინჯერსის" დაპირისპირება ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ხშირად ნათამაშები დერბი არის. მისი განსაკუთრებული დაძაბულობა კი პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური ვითარებებით არის გამოწვეული. სელტიკი ირლანდიელი კათოლიკეების მიერ დაარსებული გუნდია, და მის გულშემატკივართა უმრავლესობა ისტორიულად სწორედ ამ ჯგუფს მიეკუთვნებოდა. რეინჯერსის იდენტიტეტი ადგილობრივ პროტესტანტულ საზოგადოებაში იყო დამყარებული. ამ ორ ჯგუფთა ცუდი დამოკიდებულებები ერთმანეთს შორის შოტლანდიასა და ირლანდიაში ფეხბურთის მოედანზეც ირეკლებოდა, სწორედ გლაზგოს დერბის სახით. რეინჯერსი დიდი ხანი საერთოდ არ ათამაშებდა კათოლიკეებს თავის კლუბში. ამავე დროს, პროტესტანტები ყოველთვის თამაშობდნენ სელტიკის რიგებში, და როგორც ლეგენდარული მწვრთნელი ჯოკ სტინი, ასევე ბევრი გამორჩეული მოთამაშე (კენი დალგლიში, დანიელ მაკგრეინი, "ლისაბონის ლომებთა" ნაწილი, და სხ.) ამ ჯგუფს მიეკუთვნებოდა. მეოცე საუკუნის მიწურულს ორივე კლუბი უფრო აქტიურად შეეცადა, სტადიონზე სექტანტობა მოესპო, და დღეისთვის მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესდა.

ტიტულები

შემადგენლობა

ნომერი მოთამაშე ეროვნება გუნდში მოვიდა ბოლო კლუბი
მეკარეები
1 ფრეიზერ ფორსტერი ინგლისის დროშა 2010 ინგლისის დროშა ნიუკასლ იუნაიტედი
24 ლუკაშ ზალუშკა პოლონეთის დროშა 2009 შოტლანდიის დროშა დანდი იუნაიტედი
47 დომინიკ სერვი აშშ-ის დროშა 2008 აშშ-ის დროშა მიჩიგან ბაქსი
მცველები
2 ადამ მეთიუსი უელსის დროშა 2011 უელსის დროშა კარდიფ სიტი
3 ემილიო იზაგირე ჰონდურასის დროშა 2010 ჰონდურასის დროშა მოტაგუა
4 ბადრ ელ კადური მაროკოს დროშა 2011 უკრაინის დროშა დინამო კიევი
5 დანიელ მაისტოროვიჩი შვედეთის დროშა 2010 საბერძნეთის დროშა აეკ ათენი
6 კელვინ უილსონი ინგლისის დროშა 2011 ინგლისის დროშა ნოტინგემ ფორესტი
11 ჩა დუ-რი სამხრეთ კორეის დროშა 2010 გერმანიის დროშა ფრაიბურგი
12 მარკ უილსონი შოტლანდიის დროშა 2006 შოტლანდიის დროშა დანდი იუნაიტედი
21 ჩარლი მალგრიუ შოტლანდიის დროშა 2010 შოტლანდიის დროშა აბერდინი
22 გლენ ლუვენსი ნიდერლანდების დროშა 2008 უელსის დროშა კარდიფ სიტი
25 ტომას რონიე ნორვეგიის დროშა 2010 ნორვეგიის დროშა სტაბეკი
45 ლიუის თოშნი შოტლანდიის დროშა 2011
ნახევარმცველები
8 სკოტ ბრაუნი (კაპიტანი) შოტლანდიის დროშა 2007 შოტლანდიის დროშა ჰიბერნიანი
15 კრის ქომონსი შოტლანდიის დროშა 2011 ინგლისის დროშა დარბი ქაუნთი
16 ჯო ლედლი უელსის დროშა 2010 უელსის დროშა კარდიფ სიტი
18 კი სუნგ-იონგი სამხრეთ კორეის დროშა 2010 სამხრეთ კორეის დროშა სეული
20 პატრიკ მაკკორტი ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა 2008 ირლანდიის დროშა დერი სიტი
30 პოლ სლეინი შოტლანდიის დროშა 2010 შოტლანდიის დროშა მოზერუელი
33 ბირამ კაიალი ისრაელის დროშა 2010 ისრაელის დროშა მაკაბი ჰაიფა
49 ჯეიმს ფორესტი შოტლანდიის დროშა 2009
56 ფილიპ ტვარჯიკი ჩეხეთის დროშა 2011
58 პატრიკ ტვარჯიკი ჩეხეთის დროშა 2011
67 ვიქტორ ვანიამა კენიის დროშა 2011 ბელგიის დროშა ბეერსხოტი
თავდამსხმელები
9 გეორგიოს სამარასი საბერძნეთის დროშა 2008 ინგლისის დროშა მანჩესტერ სიტი
10 ანტონი სტოუქსი ირლანდიის დროშა 2010 შოტლანდიის დროშა ჰიბერნიანი
14 მოჰამედ ბანგურა სიერა-ლეონეს დროშა 2011 შვედეთის დროშა აიკ
19 დარილ მერფი დანიის დროშა 2010 დანიის დროშა ბრონდბიუ
28 ჯეიმს კიტინგსი შოტლანდიის დროშა 2011
46 დილან მაკგიოხი შოტლანდიის დროშა 2011
88 გარი ჰუპერი ინგლისის დროშა 2010 ინგლისის დროშა სკანთორპი

მწვრთნელები

"საუკეთესო შემადგენლობა". მწვრთნელი ჯონ "ჯოკ" სტინი.


სქოლიო

  1. http://www.fifa.com/worldfootball/clubfootball/news/newsid=823367.html
  2. http://www.fifa.com/worldfootball/clubfootball/news/newsid=823367.html
  3. http://celticfc.net/home/about/briefHistory.aspx
  4. http://www.thecelticwiki.com/page/Budapest+Cup
  5. http://www.thecelticwiki.com/page/Empire+Exhibition+Cup
  6. http://www.thecelticwiki.com/page/Coronation+Cup
  7. http://celticfc.net/home/about/briefHistory.aspx
  8. http://celticfc.net/home/about/briefHistory.aspx
  9. http://www.fifa.com/newscentre/news/newsid=90249.html