ქაიხოსრო II: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ლიტერატურა
No edit summary
ხაზი 8: ხაზი 8:
|რიგი =
|რიგი =
|რიგი-მეუღლეების =
|რიგი-მეუღლეების =
|პორტრეტი =
|სურათი =
|წარწერა =
|წარწერა =
|მმართველობის დასაწყისი = [[1545]]
|მმართველობის დასაწყისი = [[1545]]

18:20, 17 ნოემბერი 2011-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქაიხოსრო.
ქაიხოსრო II
სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი
მმართ. დასაწყისი: 1545
მმართ. დასასრული: 1573
წინამორბედი: ყვარყვარე III
მემკვიდრე: ყვარყვარე IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1522
გარდ. თარიღი: 1573
დინასტია: ჯაყელები
მამა: ყვარყვარე III

ქაიხოსრო II ჯაყელი (დ. 1522 — გ. 1573), სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი, ყვარყვარე III-ის ძე. ათაბაგად დასვეს თურქებმა სოხოისტის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, როდესაც ისინი სამცხე-საათაბაგოს დიდ ნაწილს დაეუფლნენ. ქართლისა და იმერეთის მეფეები ათაბაგის ხელისუფლებას არ ცნობდნენ. ქაიხოსრო II ცდილობდა სპარსეთ-ოსმალეთთან ურთიერთობა გამოეყენებინა ჩამოჭრილი ტერიტორიები (ჯავახეთი, ჭანეთი, აჭარა) დასაბრუნებლად. ამ დროს ჯავახეთი ქართლის სამეფოს ჰქონდა მიერთებული. ქაიხოსრო II-მ ირანის შაჰს სთხოვა დახმარებოდა ჯავახეთის შემოერთებაში. 1547, სპარსეთ-ოსმალეთის ომის განახლებისთანავე, შაჰ-თამაზი ჯავახეთში შეიჭრა და დაარბია. 1549 კი თურქებმა 25 ციხე დაიპყრეს. ქართლის მეფე ლუარსაბ I ებრძოდა მათ და სულ უფრო მეტ ტერიტორიებს ათავისუფლებდა. 1551 ქაიხოსრო II-მ კვლავ სთხოვა დახმარება შაჰ-თამაზს. შაჰმა ქვეყანა აიკლო და ეკლესია-მონასტრები გაძარცვა. 1555 ამასიის ძავით ოსმალებმა და სპარსელებმა სამცხე-საათაბაგო შუაზე გაიყვეს. ქაიხოსრო II ირანისათვის მიკუთვნებულ ნაწილში დარჩა. შემდეგ, როცა ოსმალებმა დაპყრობილი ტერიტორიების ათვისება დაიწყეს, ქაიხოსრო II შაჰ-თამაზს ეწვია ყაზვინში და დახმარების მოლოდინში იქვე გარდაიცვალა.

ლიტერატურა

  • ლომსაძე შ., ქსე, ტ. 10, გვ. 443-444, თბ., 1986
წინამორბედი:
ყვარყვარე III
სამცხის ათაბაგი
1545 - 1573
შემდეგი:
ყვარყვარე IV