დავით VIII: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ლიტერატურა
No edit summary
ხაზი 7: ხაზი 7:
|რიგი =
|რიგი =
|რიგი-მეუღლეების =
|რიგი-მეუღლეების =
|პორტრეტი =
|სურათი =
|წარწერა =
|წარწერა =
|მმართველობის დასაწყისი = [[1293]]
|მმართველობის დასაწყისი = [[1293]]

17:50, 17 ნოემბერი 2011-ის ვერსია

ტერმინს „დავით“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დავით.
დავით VIII
საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1293
მმართ. დასასრული: 1311
წინამორბედი: ვახტანგ II
მემკვიდრე: ვახტანგ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1273
გარდ. თარიღი: 1311
შვილები: 1. გიორგი VI მცირე
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: დემეტრე II თავდადებული

დავით VIII (დ. დაახლოებით 1273(1274) — გ. 1311), საქართველოს მეფე 1293-1311, დემეტრე II თავდადებულის ძე. 1284-იდან იზრდებოდა ტარსაიჭ ორბელის სახლში. 1289 დემეტრე II-მ ილხანთა ურდოში წაიყვანა. 1291 ათაბაგი ხუტლუბუღა შეეცადა ვახტანგ II-ის (დავით ნარინის ძე) მაგიერ დავით უფლისწული გაემეფებინა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. 1291 (1292) მონაწილეობდა ქეღათუ-ყაენის მიერ რუმის (მცირე აზია) აჯანყების ჩასაქრობად მოწყობილ ლაშქრობაში. ამის შემდეგ ყაენმა დავით VIII მეფედ დაამტკიცა. დავით VIII ფაქტობრივად აღმოსავლეთ საქართველოს მეფე იყო, დასავლეთ საქართველოსი კი კონსტანტინე I, დავით VI ნარინის ძე განაგებდა. დავით VIII ცდილობდა ილხანსა და ნოინებს შორის ბრძოლა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. 1295 მან კავშირი შეკრა ქეღათუ-ყაენის მოწინააღმდეგე თუქალ-ნოინთან. იმავე წელს ბაიდუსა (ილხანი 1295) და ყაზანს (ილხანი 1295-1304) შორის ბრძოლაში თუქალი ბაიდუს მხარეზე იბრძოდა. 1297 დავით VIII ყაზან-ყაენმა ურდოში იხმო. ვაზირთა რჩევის მიუხედავად, მეფე არ ეახლა მას, აჯანყდა და მომხრე ფეოდალებთან ერთად მთიულეთში გამაგრდა. დავით VIII-მ ყაზანის წინააღმდეგ პოლიტიკური კავშირი შესთავაზა ორქოს ურდოს ყაენს - მას თავისი უმცროსი ძმა ვახტანგი გაუგზავნა ელჩად და ირანში შესასევად უმოკლესი, დარიალის გზის მიცემას დაჰპირდა. ამ კავშირის ჩაშლის მიზნით ყაზან-ყაენი შეეცადა დაზავებოდა დავით VIII-ს, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ ყაზანმა ჯარები გამოგზავნა ურჩი ვასალის დასამორჩილებლად. როცა ამ გზითაც ვერაფერს გახდა, 1299 მეფედ დაამტკიცა დავით VIII-ის უმცროსი ძმა (შემდეგში გიორგი V ბრწყინვალე).

მონღოლთა განუწყვეტელი შემოსევები ქვეყანას ანადგურებდა. დავით VIII-ის მომხრე მსხვილ ფეოდალთა უმრავლესობა დარწმუნდა, რომ ბრძოლის გაგრძელება უაზრო იყო და ყაენს დამორჩილდა. დავით VIII კვლავ მთიულეთშI გამაგრდა და საქართველოს იმ მხარეებს არბევდა, რომლებიც ყაენის ხელისუფლებას ემორჩილებოდნენ. მალე დავით VIII თავის ძმას ვახტანგსაც გადაემტერა, ვახტანგი იძულებული გახდა ყაენს ხლებოდა. 1302 ყაენმა ვახტანგი საქართველოს მეფედ დაამტკიცა. დიდი სამხედრო ძალის მიუხედავად მონღოლებმა ვერ შეძლეს მთიულეთში შესვლა, რამაც მათ ძლევამოსილებას სახელი გაუტეხა. მაგრამ მონღოლთა ლაშქრის ყოველწლიურმა თარეშმა აღმოსავლეთ საქართველო ააოხრა. ბრძოლებს თან შიმშილი მოჰყვა, ქართლის მოსახლეობა სამცხეში გარბოდა.

ლიტერატურა

  • გუჩუა ვ., ქსე, ტ. 3, გვ. 336, თბ., 1978
წინამორბედი:
ვახტანგ II
საქართველოს მეფე
1293 - 1311
შემდეგი:
ვახტანგ III