ეფრემ II (კათოლიკოს-პატრიარქი): განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
[[კატეგორია:ქართველები]] |
[[კატეგორია:ქართველები]] |
||
[[კატეგორია:საქართველოს კათოლიკოსები]] |
[[კატეგორია:საქართველოს კათოლიკოსები]] |
||
[[კატეგორია:დაბადებული 1896]] |
|||
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1972]] |
20:23, 17 სექტემბერი 2005-ის ვერსია
მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ეფრემ II (ერისკაცობაში გრიგოლ შიოს ძე სიდამონიძე) (* 19 ოქტომბერი, 1896 ― †7 აპრილი, 1972), ცნობილი ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1960-1972 წლებში. 1918 დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, 1925 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება. 1922 აღიკვეცა ბერად. 1927-იდან იყო ნიკორწმინდის ეპისკოპოსი. 1944-იდან ეკავა ქუთაის-გაენათის კათედრა. 1946-იდან მიტროპოლიტი. 1952-იდან განაგებდა ბათუმ-შემოქმედისა და ჭყონდიდის ეპარქიებს. 1960-იდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი. იყო მსოფლიო საეკლესიო საბჭოს წევრი. მინიჭებული ჰქონდა ღვთისმეტყველების დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. ეკუთვნის ნაშრომები ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიის დარგში. დაკრძალულია თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში.