გიორგი ჩუბინაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
არის უკვე ლიტერატურა
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
'''გიორგი ჩუბინაშვილი''' (დ. [[1885]] — გ. [[1973]]) — ქართველი მეცნიერი, ხელოვნების ისტორიკოსი, [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] აკადემიკოსი. მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემდებელი.

დაიბადა პეტერბურგში 21 ნოემბერს (ძველი სტილით). მისი წინაპრები ქართული კულტურის თვალსაჩინო მოღვაწეები იყვნენ. მისი წინაპრები იყვნენ: ერეკლე II-ის მესტამბე დავითი, მკვლევარი ლექსიკოგრაფი ნიკო ჩუბინაშვილი, პაპა - დავით იესეს ძე პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი ლექსიკონების ავტორი (გარდ. 1891 წ. დაკრძალულია პეტერბურგში). მამა - საოლქო სასამართლოს წევრი იყო. დედა - ჯაჯანაშვილის ქალი იყო.
დაიბადა პეტერბურგში 21 ნოემბერს (ძველი სტილით). მისი წინაპრები ქართული კულტურის თვალსაჩინო მოღვაწეები იყვნენ. მისი წინაპრები იყვნენ: ერეკლე II-ის მესტამბე დავითი, მკვლევარი ლექსიკოგრაფი ნიკო ჩუბინაშვილი, პაპა - დავით იესეს ძე პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი ლექსიკონების ავტორი (გარდ. 1891 წ. დაკრძალულია პეტერბურგში). მამა - საოლქო სასამართლოს წევრი იყო. დედა - ჯაჯანაშვილის ქალი იყო.<ref>გიორგი ჩუბინაშვილი, ბიობიბლიოგრაფია, თბ., "მეცნიერება", 1977, გვ. 5-6</ref>
1895 წ. მიაბარეს პეტერბურგის გერმანულ "რეფორმატულ სასწავლებელში", დაამთავრა 1905 წ.
1895 წ. მიაბარეს პეტერბურგის გერმანულ "რეფორმატულ სასწავლებელში", დაამთავრა 1905 წ.
1906 წ. ჩამოვიდა საქართველოში სალაპარაკო ენის შესასწავლად.
1906 წ. ჩამოვიდა საქართველოში სალაპარაკო ენის შესასწავლად.
ხაზი 14: ხაზი 14:
1916 წ. ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ქართულ-სომხურ-სპარსული განყოფილების თავისუფალ მსმენელად.
1916 წ. ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ქართულ-სომხურ-სპარსული განყოფილების თავისუფალ მსმენელად.
1917 წ. საბოლოოდ გადმოდის საცხოვრებლად თბილისში.
1917 წ. საბოლოოდ გადმოდის საცხოვრებლად თბილისში.
1918 წ. დეკემბრიდან იწვევენ ქართულ უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიის კათედრის გამგედ.
1918 წ. დეკემბრიდან იწვევენ ქართულ უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიის კათედრის გამგედ<ref>გიორგი ჩუბინაშვილი, ბიობიბლიოგრაფია, თბ., "მეცნიერება", 1977, გვ. 34-35</ref>

სწავლობდა ფსიქოლოგიას [[ლაიფციგის უნივერსიტეტი|ლაიფციგისა]] და [[ჰალეს უნივერსიტეტი|ჰალეს უნივერსიტეტებში]], ქართულ, სომხურ, სპარსულ ფილოლოგიას — [[პეტერბურგის უნივერსიტეტი|პეტერბურგის უნივერსიტეტში]]. გახდა ფილოსოფიის დოქტორი და თავისუფალ ხელოვნებათა მაგისტრი. იყო [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის უნივერსიტეტის]] პროფესორი. 1923 წელს იქვე დააარსა ხელოვნებათმცოდეობის კაბინეტი — საქართველოში ხელოვნების შემსწავლელი პირველი დაწესებულება და „ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმი“. იყო [[თბილისის სამხატვრო აკადემია|თბილისის სამხატვრო აკადემიის]] ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი რექტორი. 1941 წელს დანიშნეს ახლადშექმნილი საქართველოს სსრ მეცნიერებათ აკადემიის ქართულ ხელოვნებათა ისტორიის ინსტიტუტის დირექტორად და ამ თანამდებობაზე იყო გარდაცვალებამდე.

ხაზი 27: ხაზი 27:

დაკრძალულია თბილისის უნივერსიტეტის ეზოში
დაკრძალულია თბილისის უნივერსიტეტის ეზოში

== სქოლიო ==
<div style="height:250px; overflow:auto; padding:3px; border:1px solid #aaa;" class="scrollbox">
{{reflist|colwidth=30em}}
</div>

== ლიტერატურა ==
== ლიტერატურა ==

08:58, 13 ნოემბერი 2011-ის ვერსია

გიორგი ჩუბინაშვილი (დ. 1885 — გ. 1973) — ქართველი მეცნიერი, ხელოვნების ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემდებელი.

დაიბადა პეტერბურგში 21 ნოემბერს (ძველი სტილით). მისი წინაპრები ქართული კულტურის თვალსაჩინო მოღვაწეები იყვნენ. მისი წინაპრები იყვნენ: ერეკლე II-ის მესტამბე დავითი, მკვლევარი ლექსიკოგრაფი ნიკო ჩუბინაშვილი, პაპა - დავით იესეს ძე პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი ლექსიკონების ავტორი (გარდ. 1891 წ. დაკრძალულია პეტერბურგში). მამა - საოლქო სასამართლოს წევრი იყო. დედა - ჯაჯანაშვილის ქალი იყო.[1] 1895 წ. მიაბარეს პეტერბურგის გერმანულ "რეფორმატულ სასწავლებელში", დაამთავრა 1905 წ. 1906 წ. ჩამოვიდა საქართველოში სალაპარაკო ენის შესასწავლად. 1907 წ. შედის ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე.

1912 წ. ჰალეში ჩააბარა სადოქტორო ზეპირი გამოცდები. 1914 წ. მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორისა და თავისუფალ ხელოვნებათა მაგისტრის წოდება. 1914 წ. გაზაფხულზე საქართველოშია, მოგზაურობს სვანეთში. 1915 წ. პრაქტიკაზეა სომხეთის ძველი დედაქალაქის, ანისის გათხრებზე.

1916 წ. ხელმძღვანელობს ანისის არქეოლოგიურ კამპანიას. 1916 წ. ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ქართულ-სომხურ-სპარსული განყოფილების თავისუფალ მსმენელად. 1917 წ. საბოლოოდ გადმოდის საცხოვრებლად თბილისში. 1918 წ. დეკემბრიდან იწვევენ ქართულ უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიის კათედრის გამგედ[2]

სწავლობდა ფსიქოლოგიას ლაიფციგისა და ჰალეს უნივერსიტეტებში, ქართულ, სომხურ, სპარსულ ფილოლოგიას — პეტერბურგის უნივერსიტეტში. გახდა ფილოსოფიის დოქტორი და თავისუფალ ხელოვნებათა მაგისტრი. იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი. 1923 წელს იქვე დააარსა ხელოვნებათმცოდეობის კაბინეტი — საქართველოში ხელოვნების შემსწავლელი პირველი დაწესებულება და „ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმი“. იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი რექტორი. 1941 წელს დანიშნეს ახლადშექმნილი საქართველოს სსრ მეცნიერებათ აკადემიის ქართულ ხელოვნებათა ისტორიის ინსტიტუტის დირექტორად და ამ თანამდებობაზე იყო გარდაცვალებამდე.

სტილისტურ-შედარებითი ანალიზის მეთოდზე დაყრდნობით, მსოფლიო ხელოვნების ისტორიის მოშველიებითა და ისტორიულ-ფილოსოფიურ მეცნიერებათა მონაცემების გათვალისწინებით, ჩუბინაშვილმა 1920-30-იან წლებში გაარკვია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების გეზი, გამოჰყო მისი ისტორიის რამდენიმე საფეხური. ჩუბინაშვილმა შეისწავლა ქვის პლასტიკისა და ქართული ლითონ-მქანდაკებლობის მრავალი ნიმუში და გამოარკვია შუა საუკუნეების ქართული ქანდაკების ისტორიის ეტაპები.

ჩუბინაშვილი ქართული გამოქვაბული კომპლექსების სახელოვნებათმცოდნეო კვლევის წამომწყებიც არის. მან გამოთქვა მნიშვნელოვანი მოსაზრებანი X-XIII საუკენეების ქართულ კედლის მხატვრობაზე და დასახა მისი შესწავლის მრავალი პრობლემა. ჩუბინაშვილს დამუშავებული აქვს ქართული წინაქრისტიანული არქიტექტურისა და ოქრომჭედლობის საკითხები. დაწერილი აქვს მოხსენებები და ნარკვევები ქართული საბჭოთა არქიტექტურის შესახებ.

ჩუბინაშვილის შრომებმა ცხადყო ქართული ხელოვნების ისტორიული და მხატვრული ღირებულება, მისი ეროვნული თვითმყოფადობა.

აღსანიშნავია ჩუბინაშვილის სამუზეუმო მუშაობა. მან მოაწყო ქართული ხუროთმოძღვრების გამოფენები, ქართული ოქრომჭედლობის გამოფენა ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმში, ქართული ხელოვნების მოძრავი გამოფენა გერმანიაში. ჩუბინაშვილი იყო ქართულ კულტურულ ძეგლთა დაცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი და აქტიური მოღვაწე.

დაკრძალულია თბილისის უნივერსიტეტის ეზოში

სქოლიო

  1. გიორგი ჩუბინაშვილი, ბიობიბლიოგრაფია, თბ., "მეცნიერება", 1977, გვ. 5-6
  2. გიორგი ჩუბინაშვილი, ბიობიბლიოგრაფია, თბ., "მეცნიერება", 1977, გვ. 34-35

ლიტერატურა

  • წერეთელი გ. უკვდავი მკვლევარი, მაცნე, ენისა და ლიტერატურის სერია, 1973, # 1. გვ. 192
  • გიორგი ჩუბინაშვილი, ბიობიბლიოგრაფია, თბ., "მეცნიერება", 1977.
  • ო.თაქთაქიშვილი, გიორგი ჩუბინაშვილი, ძეგლის მეგობარი, 1973, # 31-32, გვ. 80-82

ბიბლიოგრაფია

  • გ. ჩუბინაშვილი, ბოლნისების მდებარეობის საკითხისათვის, სსრკ მეცნ. აკადემიის საქ. ფილიალის მოამბე, ტ. I # 3, 1940
  • Г. Чубинашвили, Грузинское чеканное искусство, Тб., "Сабчота сакартвело", 1959
  • Г. Чубинашвили, Архитекрура Кахетии, Текст, Тб., Изд-во Академии наук Груз. ССР, 1959
  • Г. Чубинашвили, Пути развития архитектуры Кахетии, М., Изд-во вост. литература, 1960
  • Г. Чубинашвили, Разыскания по армянской архитектуре, Т. I, Тб., "Мецниереба", 1967
  • Г. Чубинашвили, Цроми, из истории грузинской архитектуры первой трети VII в., М., "Наука", 1969