ტიუანაკო: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
Luckas-bot (განხილვა | წვლილი) მ r2.7.1) (ბოტის დამატება: kk:Тиуанако |
|||
ხაზი 37: | ხაზი 37: | ||
ტიუანაკოს კულტურის ისტორიულ გამგრძელებლად ითვლება [[მოლიოს კულტურა]]. პუკინის სახელმწიფოებრიობის გაქრობის შემდეგ, ტიუანაკო, მისი უმთავრესი ცენტრი, [[ინკები]]ს მითოლოგიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ისინი თვლიდნენ რომ მათი პირველი მმართველი [[საპა ინკა]] [[მანკო კაპაკი]] და მისი და და ცოლი [[მამა ოკლო]] წარმოშობით სწორედ აქედან იყვნენ. |
ტიუანაკოს კულტურის ისტორიულ გამგრძელებლად ითვლება [[მოლიოს კულტურა]]. პუკინის სახელმწიფოებრიობის გაქრობის შემდეგ, ტიუანაკო, მისი უმთავრესი ცენტრი, [[ინკები]]ს მითოლოგიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ისინი თვლიდნენ რომ მათი პირველი მმართველი [[საპა ინკა]] [[მანკო კაპაკი]] და მისი და და ცოლი [[მამა ოკლო]] წარმოშობით სწორედ აქედან იყვნენ. |
||
ტიუანაკო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ასევე თანამედროვე [[აიმარა]]ს ეთნიკური ჯგუფების რწმენაში. |
ტიუანაკო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ასევე თანამედროვე [[აიმარა (ხალხი)|აიმარა]]ს ეთნიკური ჯგუფების რწმენაში. |
||
[[2000]] წელს ტიუანაკო შეიყვანეს [[იუნესკო]]ს [[მსოფლიო მემკვიდრეობა|მსოფლიო მემკვიდრეობის]] ძეგლების სიაში. |
[[2000]] წელს ტიუანაკო შეიყვანეს [[იუნესკო]]ს [[მსოფლიო მემკვიდრეობა|მსოფლიო მემკვიდრეობის]] ძეგლების სიაში. |
||
==იხილეთ აგრეთვე== |
==იხილეთ აგრეთვე== |
16:13, 9 ნოემბერი 2011-ის ვერსია
ტიუანაკო* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ბოლივია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | სამხრეთი ამერიკა |
კოორდინატები | 16°33′17″ ს. გ. 68°40′24″ დ. გ. / 16.55472° ს. გ. 68.67333° დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2000 (24-ე სესია) |
ნომერი | 567 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 567 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ტიუანაკო (ესპ. Tiahuanaco) -- ძველი ქალაქი ბოლივიაში, მდებარეობს ლა-პასიდან 72 კილომეტრში, ტიტიკაკის ტბის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ახლოს.
არქეოლოგიური გათხრების მიხედვით ირკვევა, რომ ადამიანი აქ დასახლებულა ძვ. წ. 1500 წლისთვის. ახ. წ. II-IX საუკუნეებში ტიუანაკო ცენტრალური ანდების უმსხვილესი ქალაქია და წარმოადგენს პუკინის სახელმწიფოს ცენტრს. ამ პერიოდში მას ეკავა 6 კმ.² ტერიტორია და მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა სავარაუდოდ 40 ათ. ადამიანს.
ტიუანაკოს ცივილიზაცია
ტიუანაკოს ცივილიზაციის ენა უცნობია, არ შემონახულა მისი სახელწოდებაც. თუმცა ამ სახელმწიფომ თავისი კვალი ნამდვილად დატოვა სამხრეთი ამერიკის ისტორიაში.
პუკინის სახელმწიფოს თავისი ძლიერების პერიოდში (ახ. წ. 700 — 900 წწ.) ეკავა ანდების მთიანეთის მნიშვნელოვანი ნაწილი და ვრცელდებოდა წყნარი ოკეანის სანაპირომდე. აღნიშნული ტერიტორია მოიცავს თანამედროვე ბოლივიის, პერუს, ჩილესა და არგენტინის ტერიტორიებს. ტიუანაკოს ცივილიზაციის სავაჭრო და კულტურული კავშირები თითქმის მთელ სამხრეთ ამერიაზე ვრცელდებოდა. ტიუანაკოს მაცხოვრებლებმა ტიტიკაკას ტბის რაიონში ააშენეს გრანდიოზული საირიგაციო სისტემა.
ტიუანაკოს ცივილიზაციას ყოფენ ოთხ პერიოდად:
- ფორმირება:ძვ. წ. 1600 — 800 წწ.
- ქალაქამდელი:ძვ. წ. 800 . — ახ. წ. 45 წწ.
- კლასიკური: 45 — 700 წწ.
- იმპერიის: 700 — 1180 წწ.
ტიუანაკოს კულტურის ისტორიულ გამგრძელებლად ითვლება მოლიოს კულტურა. პუკინის სახელმწიფოებრიობის გაქრობის შემდეგ, ტიუანაკო, მისი უმთავრესი ცენტრი, ინკების მითოლოგიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ისინი თვლიდნენ რომ მათი პირველი მმართველი საპა ინკა მანკო კაპაკი და მისი და და ცოლი მამა ოკლო წარმოშობით სწორედ აქედან იყვნენ.
ტიუანაკო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ასევე თანამედროვე აიმარას ეთნიკური ჯგუფების რწმენაში.
2000 წელს ტიუანაკო შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- Map of Ingavi Province
- UNESCO World Heritage Site
- Interactive dig (Archaeology Magazine, Archaeological Institute of America)
- Research done at the University of Pennsylvania
- Tiahuanaco on emuseum.mnsu.edu
- Tiwanaku society by tiwanakuarcheo.net
- Daily Life at Tiwanaku
- Tiwanaku (Tiahuanaco) Site Bibliography
|
|