ვანკუვერი (კუნძული): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: br:Enez Vancouver
r2.7.2) (ბოტის შეცვლა: nn:Vancouver Island
ხაზი 46: ხაზი 46:
[[lt:Vankuverio sala]]
[[lt:Vankuverio sala]]
[[nl:Vancouvereiland]]
[[nl:Vancouvereiland]]
[[nn:Øya Vancouver]]
[[nn:Vancouver Island]]
[[no:Vancouver Island]]
[[no:Vancouver Island]]
[[oc:Illa de Vancouver]]
[[oc:Illa de Vancouver]]

07:28, 28 ოქტომბერი 2011-ის ვერსია

კუნძული ვანკუვერი

ვანკუვერი - არის კანადის კუნძული, რომელიც შედის ბრიტანეთის კოლუმბიის შემადგენლობაში. ვანკუვერი რამდენიმე კუნძულთან ერთად, აღმოჩენილია ჯორჯ ვანკუვერის მიერ. ამ ტერიტორიის დასაუფლებლად ბრძოლა მიმდინარეობდა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის, დიდმა ბრიტანეთმა შეძლო 1812-1814 წლების ომის შემდეგ, აქ თავისი გავლენის შენარჩუნება, მაგრამ მან დაკარგა ორიგონი.

კუნძული ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 460 კმ-ზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 80 კმ-ზე. ვანკუვერის ფართობი შეადგენს 32,134 კმ²-ს, კუნძულს მსოფლიოში ორმოცდამესამე, ხოლო კანადაში მეთერთმეტე ადგილი უკავია ფართობის მხრივ. რაც შეეხება მოსახლეობას, ვანკუვერი კანადაში მხოლოდ მონრეალის კუნძულს ჩამორჩება. 2001 წლის აღწერით კუნძულ ვანკუვერზე ცხოვრობს 656,312 კაცი, ხოლო 2008 წლის აღწერით 740,876 კაცი.[1] კუნძულის უდიდესი ქალაქებია: ნანაიმო, პორტ-ალბერნი,პარკსვილი და კოურტენი.

ვანკუვერი მთიანი კუნძულია. აქ ვრცელდება კორდილიერების მთათა სისტემა, კუნძულის უმაღლესი მთაა გოლდენ-ჰეიდნი 2,198 მეტრ სიმაღლით. აქ აგრეთვე არის მცირე მდინარეები და ტბები. ეს კუნძული მცირე სრუტეების მეშვეობით უკავშირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს და კანადის კონტინეტურ ნაწილს. ეს ტერიტორია მდიდარია მცენარეული და ცხოველური სამყაროთი.

ამ კუნძულის მთავარი შემოსავლის მომტანია ტურიზმი. კუნძულზე მდებარეობს ვიქტორიის საერთაშორის აეროპორტი, რომელიც მრავალ რეის ასრულებს მთელი მსოფლიოს მაშტაბით. აქ საკმაოდ განვითარებულია საზღვაო ტრანსპორტით მომსახურეობა, კუნძულზე მდებარეობს რკინიგზაც, რომელიც 1883 წელს დაარსდა.

ინტერნეტ რესურსები

სქოლიო

  1. BC stats, quoted at. Invest British Columbia. ციტირების თარიღი: 2007-09-20.