იუპიტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
r2.7.1) (ბოტის დამატება: za:Moegsing
ხაზი 307: ხაზი 307:
[[yi:יופיטער]]
[[yi:יופיטער]]
[[yo:Júpítérì]]
[[yo:Júpítérì]]
[[za:Moegsing]]
[[zh:木星]]
[[zh:木星]]
[[zh-classical:木星]]
[[zh-classical:木星]]

13:45, 26 ოქტომბერი 2011-ის ვერსია

იუპიტერი
იუპიტერი
ორბიტალური მახასიათებლები
მზიდან საშუალო მანძილი
778 547 200 კმ
5.204267 ა.ე.
ექსცენტრისიტეტი
(გაჭიმულობა)
0,048
პერიჰელიუმი 740 573 600 კმ
4.950429 ა.ე.
აფელიუმი 816 520 800 კმ
5.458104 ა.ე.
ორბიტალური პერიოდი 4333,3 დღე
11 წელი 10 თვე 9 დღე
საშუალო ორბიტალური
სიჩქარე
13 070 მ/წმ
ორბიტის დახრა 1,3°
თანამგზავრები 63
ფიზიკური მახასიათებლები
ეკვატორიალური
დიამეტრი
142,9 ათასი კმ
11,2 x დ.
პოლარული
დიამეტრი
133,7 ათასი კმ
10,5 x დ.
ზედაპირის ფართობი 61,4 მილიარდი კმ2
120,5 x დ.
მოცულობა 1,43x1015 კმ3
1321 x დ.
მასა 1,9x1027 კგ
317,8 x დ.
საშუალო სიმკვრივე 1,326 გ/სმ3
მიზიდულობის აჩქარება
23,1 მ/წმ2
2,4 x დ.
ბრუნვის პერიოდი
საკუთარი ღერძის გარშემო
9 სთ 55 წთ 30 წმ
ღერძული ბრუნვის
დახრა
3,13°
ალბედო
არეკვლის უნარი
0,52
ტემპერატურა
ხილვადი ღრუბლების
min საშ. max
110К
-165°С
150K
-125°С
უცნ.
ატმოსფეროს ზედა შრეების
ძირითადი შემადგენლობა
წყალბადი (მოცულობით) ~89,4%
ჰელიუმი (მოცულობით) ~10,2%
მეთანი 0,3%
წყლის ორთქლი 0,1%
ამიაკი 0,02%
ეთანი 0,0002%
ფოსფინი 0,0001%
გოგირდწყალბადი < 0,0001%

იუპიტერი (ძვ. ქართული სახელწოდება დია[1] ან მუშთარი[2]) — მეხუთე პლანეტა მზიდან დაშორებით და მზის სისტემის უდიდესი ციური სხეული. პლანეტა ცნობილია ანტიკური ხანიდან და სახელწოდება მომდინარეობს ძველი რომაული ღვთაება იუპიტერიდან, რომლის საპატივსაცემოდაც მიიღო ეს სახელწოდება. მიეკუთვნება გაზის გიგანტების ტიპის პლანეტას.

ფიზიკური მახასიათებლები

პლანეტის პარამეტრები

იუპიტერი სიკაშკაშით მეოთხე სხეულია ცაზე (მზის, მთვარისა და ვენერის შემდეგ), თუმცა შიგადაშიგ მარსი იუპიტერზე უფრე მკვეთრად ჩანს. იუპიტერი მზის სისტემის უდიდესი პლანეტაა. მისი ეკვატორული დიამეტრი 142 900 კმ–ია, პოლარული დიამეტრი 133 700 კმ-ია, რაც დაახლოებით 11.2–ჯერ აღემატება დედამიწის ანალოგიურ მაჩვენებლებს. მასით ის 2.5-ჯერ აღემატება მზის სიტემის ყველა დანარჩენ პლანეტათა მასათა ჯამს. ის იმდენად მასიურია, რომ მისი ბარიცენტრი მზესთან მიმართებაში ფაქტობრივად მზის ზედაპირის გარეთ მდებარეობს (1.068 მზიური რადია მზის ცენტრიდან). ის 318-ჯერ მასიურია დედამიწაზე და მისი დიამეტრი დედამიწისას 11-ჯერ, ხოლო მოცულობა 1321-ჯერ აღემატება. ბუნებრივად, იუპიტერის გრავიტაციული ზეგავლენა დომინირებს მზის სისტემის ევოლუციაზე: პლანეტათა უმრავლესობის ორბიტები უფრო ახლოსაა იუპიტერის ორბიტალურ სიბრტყესთან ვინემ მზის ეკვატორიალურ სიბრტყესთან. ასევე მცირე პერიოდის კომეტათა უმრავლესობა იუპიტერის ოჯახს ეკუთვნის (შედეგი იუპიტერის მასისა და ფარდობითი სიჩქარისა) და მასვე აკავშირებენ შიდა მზის სისტემის ისტორიის გვიანდელ მძიმე ბომბარდირებასთან. ზოგიერთი მკვლევარის თქმით იუპიტერის მზის სისტემის მტვერსასრუტია, მისი უზომო გრავიტაციული მიზიდულობის გამო. მისი 63 თანამგზავრიდან ყველაზე დიდია განიმედი.

იუპიტერზე ავტომატური ხელოვნური თანამგზავრების მისიები დაიწყეს 1973 წლის 3 დეკემბრიდან.


დასახელება. დრო. უახლოესი მანძილი იუპიტერთან.

  • Pioneer 10, 3 დეკემბერი 1973, 130,000 კმ


  • Pioneer 11, 4 დეკემბერი 1974, 34,000 კმ


  • Voyager 1, 5 მარტი 1979, 349,000 კმ


  • Voyager 2, 9 ივლისი 1979, 570,000 კმ


  • Ulysses, თებერვალი 1992, 409,000 კმ


  • Ulysses 2, თებერვალი 2004, 240,000,000 კმ


  • Cassini, 30 დეკემბერი 2000, 10,000,000 კმ


  • New Horizons, 28 თებერვალი 2007, 2,304,535 კმ


შინაგანი სტრუქტურა

იუპიტერი ძირითადად შედგება წყალბადისაგან და ჰელიუმისაგან და შემადგენლობით ახლოსაა მზესთან. ღრუბლების ქვეშ განლაგებულია 7–25 ათასი კილომეტრის სისქის ფენა, სადაც წნევისა და ტემპერატურის ზრდასთან ერთად (6000°С–მდე) წყალბადი აიროვანი მდგომარეობიდან გადადის თხევადში, თუმცა მკვეთრი ზღვარი აირად და თხევად მდგომარეობათა შორის არ არსებობს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იუპიტერის ბირთვი შედგება ჰელიუმზე ბევრად მძიმე ელემენტებისაგან. მისი დიამეტრის ზომაა 15–30 ათასი კილომეტრი და გააჩნია მაღალი სიმკვრივე. თეორიული გამოთვლების შედეგად დადგენილია, რომ ბირთვის ტემპერატურა – 36 000°С რიგისაა, ხოლო წნევა – 30–100 მილიონ ატმოსფეროს უდრის.

ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ იუპიტერი უფრო მეტ ენერგიას გამოასხივებს, ვიდრე შთანთქავს, რაც ალბათ დაკავშირებული უნდა იყოს პლანეტის ბირთვში მიმდინარე ბირთვულ რეაქციებთან.

ატმოსფერო

იუპიტერის წითელი ლაქა

იუპიტერის ატმოსფეროს ძირითადი შემადგენელი ელემენტებია: წყალბადი (81% – ატომთა რიცხვის მიხედვით, 75% – მასის მიხედვით) და ჰელიუმი (18% – ატომთა რიცხვის მიხედვით, 24% – მასის მიხედვით). აგრეთვე ატმოსფეროს შემადგენლობაშია მეთანი, ამიაკი და წყლის ორთქლი. ატმოსფეროს გარე ფენები შეიცავენ გაყინული ამიაკის კრისტალებს.

პლანეტის მოწითალო ფერს განაპირობებს ფოსფორის, გოგირდის და ნახშირბადის არსებობა. ღრუბელთა გარე ფენების ტემპერატურა დაახლოებით −130°С–ია, თუმცა სიღრმეში სწრაფად იზრდება. აპარატ "გალილეოს" მონაცემებით, 130 კმ სიღრმეზე ტემპერატურა +150°С–ს უახლოვდება, წნევა კი — 24 ატმოსფეროს.

სქოლიო

  1. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=8&t=10909 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
  2. ვეფხისტყაოსანის ვარსკვლავთმეტყველება / ვ. ნოზაძე. — სანტიაგო დე ჩილე : ავთანდილ მერაბაშვილი, 1957. — 262 გვ.



თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA