მუამარ კადაფი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 16: ხაზი 16:
| დაბადების თარიღი = [[1942]]
| დაბადების თარიღი = [[1942]]
| დაბადების ადგილი=
| დაბადების ადგილი=
| გარდაცვალების თარიღი =
| გარდაცვალების თარიღი = [[20 ოქტომბერი]], [[2011]]
| გარდაცვალების ადგილი=
| გარდაცვალების ადგილი=
| მოქალაქეობა =
| მოქალაქეობა =
ხაზი 54: ხაზი 54:
}}
}}


'''მუამარ ბენ მუჰამედ აბუ მენიარ აბდელ სელიამ ბენ ჰამიდ ალ-ყადაფი''' ({{lang-ar|معمر القذافي}}; ''{{unicode|Mu‘ammar al-Qaḏḏāfī}}'') — [[ლიბია|ლიბიის]] [[დე-ფაქტო]] ლიდერი [[1969]] წლიდან. ცნობილია როგორც „პოლკოვნიკი კადაფი“. [[2009]] წლის 8 ივნისს [[გაბონი]]ს პრეზიდენტის [[ომარ ბონგო]]ს გარდაცვალების შემდეგ ის გახდა მესამე მმართველებში რომლებმაც ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში მართავდნენ სახელმწიფოს.
'''მუამარ ბენ მუჰამედ აბუ მენიარ აბდელ სელიამ ბენ ჰამიდ ალ-ყადაფი''' ({{lang-ar|معمر القذافي}} {{IPA|[muˈʕamːar alqaðˈðaːfiː]}}, ''Muʿammar al-Qaḏḏāfī'', {{IPA|[muˈʕæmːɑrˤ əlɡædˈdæːfi]}}; [[7 ივნისი]] [[1940]] ან [[1942]], [[სირტი]], [[იტალიური ლიბია]] — [[20 ოქტომბერი]] [[2011]], სირტი, [[ლიბია]]<ref>[http://ria.ru/arab_ly/20111020/465444737.html Муамар Каддафи скончался от ранений]. — РИА Новости, 20 октября 2011 года.</ref>) — [[ლიბია|ლიბიის]] [[დე-ფაქტო]] ლიდერი [[1969]] წლიდან. ცნობილია როგორც „პოლკოვნიკი კადაფი“. [[2009]] წლის 8 ივნისს [[გაბონი]]ს პრეზიდენტის [[ომარ ბონგო]]ს გარდაცვალების შემდეგ ის გახდა მესამე მმართველებში რომლებმაც ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში მართავდნენ სახელმწიფოს.


2009 წლის თებერვალში, მას შემდეგ რაც არჩეულ იქნა [[აფრიკის კავშირი]]ს თავმჯდომარედ [[ეთიოპია]]ში, ყადაფმა მიმართა შეკრებილ აფრიკელ ლიდერებს: "მე გავაგრძელებ დაჟინებულ მოქმედებას, რათა ჩვენმა სუვერენულმა ქვეყნებმა იმუშაონ და მიაღწიონ [[აფრიკის შეერთებული შტატები|აფრიკის შეერთებულ შტატებს]]".
2009 წლის თებერვალში, მას შემდეგ რაც არჩეულ იქნა [[აფრიკის კავშირი]]ს თავმჯდომარედ [[ეთიოპია]]ში, ყადაფმა მიმართა შეკრებილ აფრიკელ ლიდერებს: "მე გავაგრძელებ დაჟინებულ მოქმედებას, რათა ჩვენმა სუვერენულმა ქვეყნებმა იმუშაონ და მიაღწიონ [[აფრიკის შეერთებული შტატები|აფრიკის შეერთებულ შტატებს]]".
ხაზი 174: ხაზი 174:
[[კატეგორია:დაბადებული 1942]]
[[კატეგორია:დაბადებული 1942]]
[[კატეგორია:ცივი ომის ლიდერები]]
[[კატეგორია:ცივი ომის ლიდერები]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 2011]]
[[კატეგორია:ლიდერები რომლებმაც ძალაუფლება ხელში აიღეს პუტჩით]]
[[კატეგორია:ლიდერები რომლებმაც ძალაუფლება ხელში აიღეს პუტჩით]]



12:38, 20 ოქტომბერი 2011-ის ვერსია

მუამარ ყადაფი
معمر القذافـي
მუამარ ყადაფი معمر القذافـي
მუამარ კადაფი 2009 წელს
ლიბიის რევოლუციის ლიდერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 სექტემბერი 1969 – 20 სექტემბერი, 2011 [1] [2][3]

რევოლუციური ლიბიის მმართველობის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 სექტემბერი 1969 – 3 მარტი 1977
წინამორბედიიდრის I
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმებულია

გენერალური მდივანი სრულიად სახალხო კონგრესისა
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 მარტი 1977 – 2 მარტი 1979

ლიბიის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 იანვარი 1970 – 16 ივლისი 1972
წინამორბედიმაჰმუდ სულეიმან ალ-მაგრიბი
მემკვიდრეაბდელ სალამ ჯელუდი

ლიბიის თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 იანვარი 1970 – 16 ივლისი 1972
წინამორბედიადამ საიდ ჰავაზი

დაბადებული1942
გარდაცვლილი20 ოქტომბერი, 2011
პოლიტიკური პარტიაარაბული სოციალისტური კავშირი

მუამარ ბენ მუჰამედ აბუ მენიარ აბდელ სელიამ ბენ ჰამიდ ალ-ყადაფი (არაბ. معمر القذافي [muˈʕamːar alqaðˈðaːfiː], Muʿammar al-Qaḏḏāfī, [muˈʕæmːɑrˤ əlɡædˈdæːfi]; 7 ივნისი 1940 ან 1942, სირტი, იტალიური ლიბია — 20 ოქტომბერი 2011, სირტი, ლიბია[4]) — ლიბიის დე-ფაქტო ლიდერი 1969 წლიდან. ცნობილია როგორც „პოლკოვნიკი კადაფი“. 2009 წლის 8 ივნისს გაბონის პრეზიდენტის ომარ ბონგოს გარდაცვალების შემდეგ ის გახდა მესამე მმართველებში რომლებმაც ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში მართავდნენ სახელმწიფოს.

2009 წლის თებერვალში, მას შემდეგ რაც არჩეულ იქნა აფრიკის კავშირის თავმჯდომარედ ეთიოპიაში, ყადაფმა მიმართა შეკრებილ აფრიკელ ლიდერებს: "მე გავაგრძელებ დაჟინებულ მოქმედებას, რათა ჩვენმა სუვერენულმა ქვეყნებმა იმუშაონ და მიაღწიონ აფრიკის შეერთებულ შტატებს".

ადრეული ცხოვრება

კადაფი დაიბადა ბედუინის ოჯახში. მისი მამა იყო მოჰამედ აბდულ სალამ ბინ ჰამედ ბინ მოჰამედ ალ კადაფი, ცნობილია როგორც აბუ მენიარი (გარდაიცვალა 1985 წელს), დედა არის აიშა კადაფი. კადაფი გაიზარდა სირტეს უდაბურ რეგიონში. მან მიიღო ტრადიციული სასულიერო განათლება სებჰას სკოლაში ქალაქ ფეზაში 1956-1961 წლებში. კადაფმა და სკოლაში გაცნობილმა მისმა მეგობრების ჯგუფმა ჩაუყარეს საფუძველი სამხედრო რევოლუციურ ჯგუფს, რომელმაც შემდგომ მოახდინა სამხედრო გადატრიალება და აიღეს კონტროლი სრულიად ლიბიაზე.

კადაფმა დაამთავრა ლიბიის სამართლის უნივერსტეტი, სადაც მან სწავლა მაღალ ქულებზე დაასრულა. შემდეგ ის შევიდა ბენღაზის სამხედრო აკადემიაში 1963 წელს, სადაც მან და მისმა მეგობრებმა ჩამოაყალიბეს საიდუმლო ჯგუფი, რომელმაც მიზნად დაისახა პრო დასავლური ორიენტაციის მქონე მონარქის გადაგდება. უმაღლესი სამხედრო განათლების მიღების შემდეგ 1965 წელს ის გაგზავნეს ხანგრძლივი წვრთნებისთვის ბრიტანეთის სტაფის კოლეჯში, საიდანაც 1966 წელს დაბრუნდა სამშობლოში.

სამხედრო გადატრიალება

1969 წლის 1 სექტემბერს ოფიცრების მცირე ჯგუფმა კადაფის მეთაურობით მოაწყვეს უსისხლო სამხედრო გადატრიალება მეფე იდრის I-ის წინააღმდეგ, რომელიც იმყოფებოდა კამენა გურლაში, საბერძნეთის მიპატიჟებით სამედიცინო გამოკვლევასა და მკურნალობისთვის. მისი ძმისწული სამეფო ტახტის პრინცი საიდ ჰასან არ რიდა ალ მაჰდი ას სანუსი გახდა მეფე. 1 სექტემბრის გადატრიალების შემდეგ საიდ ჰასანს მიუსაჯეს შინა პატიმრობა. რევოლუციური არმიის ოფიცრებმა გააუქმეს მონარქია და გამოაცხადეს ახალი არაბული რესპუბლიკა.

სხვა სამხედრო რევოლუციონერებისგან განსხვავებით, კადაფს არ აუმაღლებია სამხედრო ჩინი ძლაუფლების ხელში აღებამდე, მაგრამ რევოლუციის დასრულების შემდეგ ის სიამოვნებით დათანხმდა კაპიტნიდან პოლკოვნიკამდე ჩინის ამაღლებას და საბოლოოს დარჩა ამ სამხედრო წოდებაზე.

ისლამური სოციალიზმი და პან-არაბიზმი

ყადაფმა მისი რეჟიმის ბაზისად აიღო არაბული ნაციონალიზმი და სოციალური კეთილდღეობა. ის მის სისტემას უწოდებდა ისლამურ სოციალიზმს მაშინ როდესაც მან კონტროლი დაამყარა დიდ კომპანიებზე თუმცა არ შეხებია წვრილ და საშუალო ბიზნესს.კეთილდღეობა,თავისუფლება და განათლება გახდა სახელმწიფოს პრიორიტეტი.მან სისტემაში გამოიყენა ისლამური მორალი,კერძოდ აკრძალა ალკოჰოლი და აზარატული თამაშები.ისევე როგორც წინა მდებარე რევოლუციურმა ფიგურებმა,როგორიც იყო მაო და მისი პატარა წითელი წიგნი,კადაფმა მისი ფილოსოფია მოაქცია მწვანე წიგნში სადაც აძლიერებდა სოციალისტ-ისლამიზმის იდეას.წიგნი გამოიცა სამ ტომად 1975-1979 წლებში.

პრაქტიკულად ლიბიის პოლიტიკური სისტემა გამოირჩეოდა მიუხედევად ყველაფრისა ნაკლები იდეალიზმით რაც გამოიხატა იმაში რომ კადაფი იდეოლოგიურ მტრებს დრო და დრო ძალიან ნელი ტემპებით ებრძოდა.ლიბიის რევოლუციური კომიტეტი ცნობილია საზღვარგარეთ ლიბიელი დისიდენტების მკვლელობებით 1980წლის აპრილში რომელიც შეასრულა ლიბიის მოიერიშე რაზმებმა რომლებიც სპეციალურად იქნენ გაგზავნილნი გამანადგურებელი ოპერაციების ჩასატარებლად.26 აპრილს კადაფმა დააწესა სიკვდილის 11 ივნისი დისიდენტებისთვის სადაც მან მოუწოდა ლიბიაში დაბრუნებისკენ დისიდენტებს,წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აღმოჩნდებოდნენ რევოლუციური კომიტეტის ბრჭყალებში.მთელ ამ პერიოდში განადგურებ იქნა 9 დისიდენტი,5 მათგანი იტალიაში.

ებრაელთა დევნა

1969 წელს როდესაც პოლკოვნიკი მუამარ ალ-კადაფი მოვიდა ძალაუფლებაში,ლიბიაში შემორჩენილი იყო 100 ებრაელი.მისი მმართველობის ქვეშ,ყველა ებრაელის ქონებას გაუკეთეს კონფისკაცია,სახელმწიფოს ვალები ებრაელთა მიმართ გაუქმებულ იქნა,ემიგრაცია ებრაელთათვის კი იქნა არალეგალურად გამოცხადებული.მისი გატარებული ღონისძიებების შედეგად 1974 წლისათვის მხოლოდ 20 ებრაელი ცხოვრობდა ლიბიაში.2002 წელს გარდაიცვალა უკანასკნელი ოფიციალურად ცნობილი ებრაელი ესმერალდა მეგნაგი რითაც დასრულდა ებრაელობის გრძელი ისტორია ლიბიაში.

2004 წელს კადაფი გამოვიდა ინიციატივით ლიბიის მთავრობის წინაშე ებრაელთათვის კომპენსაციის გადახდის შესახებ რომლებასაც მისი ღონისძიებების შედეგად მოუწიათ ლიბიის დატოვება.ამავე წლის ოქტომბერშივე ის შეხვდა ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლებს კომპენსაციებზე სადისკუსიოდ.მან თავისი მაინც გაიტანა და მიაღწია იმას რომ ის ებრაელები რომლებმაც დატოვეს ლიბია და გადასახლდნენ ისრაელში ვერ მიიღებენ კომპენსაციებს.არსებობს ეჭვები რომ ეს „მოძრაობები“ მოტოვირებული არის მისი შვილის საიფ ალ-ისლამ ალ-კადაფის პერსონის გამო,რომელიც განიხილება კადაფის მემკვიდრედ.ამავე წელს საიფმა დაბრუნებისკენ მოუწოდა ყველა განდევნილ ებრაელს და განაცხადა რომ ის ებრაელები რომლებმაც იძულებით დატოვეს ლიბია არიან ებრაელები.9 დეკემბერს ,კადაფმა დაპატიჟა ტრიპოლში მოშე კალონი ქნესეთის სპიკერი.

საგარეო ურთიერთობები

რუსეთის პრეზიდენტი და ახლა პერმიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი და მუამარ კადაფი.

რაც შეეხება ლიბიის მეზობლებს,კადაფი მიჰყვა აბდელ ნასერის პან არაბიზმის იდეას და შეიქნა თავგამოდებული დამცველი არაბული ქვეყნებისა.ის ასევე მხარს უჭერდა პან ისლამიზმს,ცნებას თავისუფალი ისლამური ქვეყნების კავშირისა და ხალხებისა.ნასერის სიკვდილის შემდეგ 1970 წლის 28 სექტემბერს კადაფმა იტვირთა არაბული ნაციონალიზმის ლიდერის ტვირთი.1972 წელს მან გამოაცხადა "არაბთა ფედერაციული რესპუბლიკის" შექმნის შესახებ(ლიბია,ეგვიპტე,სირია),იმ იმედით რომ შექმნიდა პან არაბულ სახელმწიფოს,მაგრამ სამი ქვეყანა ვერ შეთანხმდა მათი ქვეყნების შეერთების სპეციფიკურ საკითხებზე.1974 წელს მან გააფორმა ხელშეკრულება ტუნისის ლიდერთან ჰაბიბ ბურგუიბასთან ორი ქვეყნის შეერთების შესახებ რაც ასევე ჩაიშალა იდეის პრაქტიკაში გატარების თანავე და დიდმა განსხავებებმა ამ ორ ქვეყანას შორის რამაც შემდგომ გააუარესა კიდეც ურთიერთობები და მტრებად აქცია ორი ქვეყანა.

ლიბია ასევე ჩაერთო ტერიტორიულ კონფლიქტში ჩადისთან აუზუს ზოლის გარშემო რომლის ოკუპაცია ლიბიამ 1973 წელს მოახდინა.კონფლიქტი რომელიც ლიბიის შეჭრით დაიწყო, დასრულდა 1987 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტის გაფორმებით.ხოლო სრული მშვიდობა დამყარდა მხოლოდ 1994 წელს ლიბიის მიერ შეიარაღებული ძალების გამოყვანით,საერთაშორისო სასამართლოს 1994 წელს გამოტანილი განაჩენის შემდეგ.

ყადაფი ასევე გახდა ძლიერი მხარდამჭერი პალესტინის განმანთავისუფლებელი ორგანიზაციისა რომლის მხარდაჭერამაც კიდევ უფრო გააფუჭა ურთიერთობები ეგვიპტესთან,როცა 1979 წელს ისრაელი და ეგვიპტე შეთანხმდნენ სამშვიდობო დოკუმენტზე.როგორც კი ლიბიის ურთიერთობები გაფუჭდა ეგვიპტესთან კადაფი მალევე დაუახლოვდა საბჭოთა კავშირს.ლიბია გახდა პირველი ქვეყანა რომელმაც მიიღო იმ დროისთვის ულტრათანამედროვე გამანადგურებელი მიგ25,თუმცა ორი ქვეყნის ურთიერთობები იყო მაინც დისტანციური.კადაფი ასევე ცდილობდა გაეზარდა ლიბიის გავლენა,განსაკუთრებით კი მუსულმანურ დასახლებებში,რომელმაც მოუწოდა ისლამურ სამყაროს საჰარის ისლამური სახელმწიფოს შექმნისკენ და აქტიურად უჭერდა მხარს ანტი სამთავრობო მოძრაობებს ჩრდილოეთ საჰარაში.

ყადაფის პოლიტიკაში აღსანიშნავია იყო მხარდაჭერა განმანთავისუფლებელი ორგანიზაციებისთვის და ასევე სპონსორი იყო რევოლუციური მოძრაობებისა დასავლეთ აფრიკაში,აღსანიშნავია სიერა ლეონე და ლიბერია სადაც მნიშვნელოვნად აქტიურობდნენ ისლამისტური დაჯგუფებები.1970იან და 1980იან წლებში ეს დახმარება ისე აშკარად და თავისუფლად გაიცემოდა რომ შესაძლებელი იყო ლიბიისგან დახმარება მიეღო ყველაზე არასიმპათიურ ძალასაც კი მსოფლიოში.ხშირად ლიბიის მიერ მხარდაჭერილი ძალები შორს იყვნენ კადაფის პირად იდეოლოგიასთან.1970იან წლებში მისი რეჟიმი უკვე ჩარეული იყო სამხედრო გადატრიალებებში და ტერორისტული აქტოვობებში როგორც არაბუ ისე არა არაბულ ქვეყნებში. 1980იან წლებში ფართოდ იქნა გამოაშკარავებული ლიბიის ფინანსური დახმარებები მსოფლიო ტერორიზმისთვის დასავლეთის მიერ. ყადაფის ანგარიშზეა "შავი სექტემბრის მოძრაობის" ფართო დაფინანსება რომელმაც ხოცვა ჟლეტა მოაწყო 1972 წლის მიუნხენის ზაფხულის ოლიმპიადაზე და 1986 წელს ბერლინის დისკოთეკაზე სადაც დაიღუპა 3 ადამიანი და დაიჭრა 200ზე მეტი.

დასავლეთსა და ლიბიას შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია რონალდ რეიგანის ადმინისტარციის მოსვლის შემდეგ,რომელმაც სცადა კადაფის გადაგდება.რეიგანის ადმინისტარცია ლიბიას უყურებდა როგორც მეომარ გაიძვერა ქვეყანას მისი უკომპრომისო დამოკიდებულების გამო პალესტინის დამოუკიდებლობაზე,რევოლუციური ირანის მხარდაჭერის გამო ირან ერაყის 1980-1988იან წლებში და ლიბიის მხარდაჭერის გამო "განმანთავისუფლებელი მოძრაობებისადმი".რეიგანი აღფრთოვანებაში მოჰყავდა კადაფის პერსონას და მას აღმოსავლეთის გიჟ ძაღლს უწოდებდა.1981 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ შეწყვიტა ლიბიაში გასამგზავრებელი ვიზების გაცემა ხოლო 1982 წლის მარტში შეწყვიტა ლიბიური ბუნებრივი სიმდიდრეების იმპორტი და ასევე შეწყდა ამერიკული ნავთობ ინდუსტრიის ტექნოლოგიების ექსპორტი ლიბიაში თუმცა ევროპა არ აჰყვა ამერიკის მკაცრ პოლიტიკას.

ლიბია ასევე იყო მხარდამჭერი პოლისარიოს ფრონტისა რომელიც ებრძოდა ფრანკისტული ესპანეთის კოლონიალიზმს მაროკოში. 1984 წელს ბრიტანელი პოლიციელი იოვნ ფლეტჩერი მოკლულ იქნა ლიბიის საელჩოდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით,მაშინ როდესაც ის მეთვალყურეობდა დემონსტრაციას რომელიც მიმდინარეობდა ლიბიის ლონდონის საელჩოსთან,მაგრამ დიპლომატებმა გამოიყენეს მათი დიპლომატიური იმუნიტეტი და პასუხისმგებლობას გადაურჩნენ,სამაგიეროდ დიპლომატიური ურთიერთობები გაფუჭდა დიდ ბრიტანეთსა და ლიბიას შორის მთელი დეკადით.

თავისუფალი სანავიგაციო პრინციპების შესაბამისად ამერიკამ "შარი მოსდო" ლიბიის ტანკერებს პრინციპების უგულვებელყოფაში მაშინ როდესაც კონფლიქტი წარმოიშვა სიდრას ყურესთან დაკავშირებით რომელსაც ლიბია აცხადებდა საკუთარ ტერიტორიულ წყლებად.1986 წყლის 19 აპრილს რონალდ რეიგანმა გასცა ბრძანება დაეწყოთ ძირითადი დაბომბვითი რეიდები,ოპერაციას ეწოდა "ელ დორადოს კანიონი",ტრიპოლისა და ბენღაზის წინააღმდეგ შედეგად დაიღუპა 45 ლიბიელი სამხედრო და 15 ოფიციალური და სამოქალაქო პირი.შეტევას წინ უძღვოდა დასავლეთ გერმანიაში მომხდარი ტერორისტული აქტი დისკოტეკაზე სადაც დაიღუპა ამერიკის მოქალაქე.ლიბიის დაბომბვის შედეგად დაიღუპა კადაფის ქალიშვილი ჰანანი.დაბომბვებს ლიბიამ ორი სკადის ტიპის ბალისტიკური რაკეტით უპასუხა რომლის სამიზნე აშშს სანაპირო დაცვის ნავიგაციის სადგური გახდა იტალიის კუნძულ ლამპედუსაზე,თუმცა ორივე რაკეტა მიზანს აცდა და ზღვაში ჩავარდა.

1990იანი წლებისთვის ლიბიას დაადეს ეკონომიკური სანქციები და ქვეყანა მოექცა დიპლომატიურ იზოლაციაში,შედეგად კადაფი დათანხმდა ორი ლიბიელი ტერორისტის ექსტრადაციას ამერიკაში ან ინგლისში რომლებმაც დაამონტაჟეს ბომბი პან ამ რეის 103ზე რომელიც აფეთქდა ქალაქ ლოკერბის თავზე.

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის ნელსონ მანდელას მაღალი პროფილის მქონე ვიზიტის ვიზიტის შემდეგ 1997 წელს და შემდგომ გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის ვიზიტის შემდეგ 1999 წელს კადაფი დათანხმდა ორი ლიბიელი ტერორისტის ჰოლანდიაში გასამართლებაზე შოტლანდიური კანონებით,რასაც მოჰყვა გაეროს მიერ სანქციების მოხსნა,თუმცა აშშ-მ სანქციები ძალაში დატოვა.

2003 წლის აგვისტოს,2 წლის შემდეგ რაც ალი მოჰამედ ალ მეგრაჰის სასჯელი მიუსაჯეს,ლიბიამ ფორმალურად აღიარა გაერთიანებული ერების წინაშე ლოკერბის თვითფრინავის აფეთქებაში პასუხისმგებლობა და დათანხმდა კონპესაციის სახით 2,7 მილიარდი ამერიკული დოლარის ანუ 10 მილიონი თითოეულ დაზარალებულ ოჯახს.ამავე თვეს ბრიტანეთმა და ბულგარეთმა დაუჭირეს მხარი ლიბიისთვის სანქციების მოხსნას გაეროს მიერ.(ბულგარეთის გადაწყვეტილება ბულგარელი ექთნების განთავისუფებით იყო განპირობებული).ლიბიამ შეძლო და გადაიხადა 40% კონპენსაციისა შესაბამისად გაერომ მოუხსნა ლიბიას 40% სანქციებისა,ხოლო იმისთვის რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ამოეღო ლიბია ტერორიზმის სპონსორ ქვეყანათა რიგებიდან მან ლიბიას მოსთხოვა კიდე 20% კომპენსაციის გადახდა (540$ მილიონი).2008 წელს ლიბიამ გადაიხადა სრულად კონპენსაცია.(1.5$ მილიარდი) შედეგად ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მოხსნა ლიბიის მთავრობას ტერორისზმის მხარდამჭერის სტატუსი.

უახლესი სიცხადე

ყველაფერთან ერთად კადაფი გადაიქცა აფრიკელ ლიდერად, როგორც კონტინენტის ყველაზე გრძელვადიან მეთაური, პოსტ კოლონიური ქვეყნის ლიდერი,კადაფი ატარებს რეპუტაციას ბევრ აფრიკელს შორის როგორც გამოცდილი და ბრძენი ლიდერის რომელიც მუდამ იდგა ფრონტის წინა ხაზზე წლების განმავლობაში.კადაფმა გამოიმუშავა ისეთივე სიმპატიები და ქება დიდება აფრიკაში როგორც ნელსონ მანდელამ და სხვებმა. ის არის გამოჩენილი ფიგურა პან აფრიკულ ორგანიზაციებში,როგორიც არის აფრიკის გაერთიანებული ორგანიზაცია (დღეს უკვე ამ ორგანიზაციას აფრიკის კავშირი ჰქვია).

ის ასევე ეცადა გაეუმჯობესებინა იმიჯი დასავლეთში.ორი წლით ადრე 2001 წლის 11 სექტემბერამდე,ლიბიამ შესთავაზა ამერიკას და დასავლეთს ბრძოლა ალ-ყაიდას წინააღმდეგ და ასევე შესთავაზა დასავლეთს ინტერნაციონალური ინსპექცია ლიბიის სამხედრო პროგრამაზე,თუმცა კლინტონის ადმინისტრაციან არ მიაქცია ყურადღება კადაფის შეთავაზებას ლიბიის სამხედრო პროგრამასთან დაკავშირებით რადგან ის არ წარმოადგენდა საფრთხეს ამერიკისთვის,ამიტომ აქცენტი გაკეთდა ლოკერბის თავზე თვითმფრინავის აფეთქების ფაქტზე რომელიც ლიბიის ხელშეწყობით მოხდა.2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ,კადაფმა ერთ ერთმა პირველმა გააკეთა მტკიცე და მკაცრი განცხადება და დაადანაშაულა ალ-ქაედა.

მუამარ კადაფი და ნიკოლა სარკოზი

არსებობს ბევრი ახსნა თუ რატომ შეცვალა კადაფმა პოლიტიკა.ყველაზე აშკარა მიზეზი არის ის რომ ერთ დროს მდიდარი ლიბია გახდა ნაკლებ მდიდარი როგორც კი ნავთობის ფასები მკვეთრად დავარდა 1990იან წლებში.კადაფმა მიმართა სხვა ქვეყნებს დახმარებისკენ თუმცა ნაკლებად ელოდა,დახმარების მაგივრად ლიბიამ მიიღო გაეროს და აშშ-ს სანქციები რაც უფრო და უფრო ღრმა კრიზისში აგდებდა ლიბიას.სხვა მიზეზი არის ის რომ კადაფმა თავად შეცვალა ქვეყნის რეალპოლიტიკა,რადგან მისმა იდეალებმა და მიზნებმა კრახი განიცადეს:არასოდეს შექმნილა არაბთა კავშირი რაც მისი ცხოვრების მიზანი იყო,რევოლუციურმა ორგანიზაციებმა რომლებსაც ის მხარს უჭერდა ვერ მიაღწიეს მიზნებს ხოლო საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ კადაფმა საბოლოოდ დატოვა მთავარი სიმბოლური მიზანი.აშშ გახდა ისეთი ძლიერი როგორიც არასდროს.

სადამ ჰუსეინის გადაგდების შემდეგ 2003 წელს,კადაფმა გაახმაურა რომ მისი ერი ფლობდა მასობრივი განადგურების იარაღის აქტიურ პროგრამას,თუმცა ის მზად იყო შეეშვა ინტერნაციონალური დამკვირვებლები თავის ქვეყანაში რათა ენახათ და დემონტაჟი გაეკეთებინათ იარაღის.ჯორჯ ბუშმა და ერაყის ომის სხვა მხარდამჭერებმა ჩათვალეს რომ კადაფის ცდილობდა მოეცილებინა ბირთვული იარაღი რათა უზრუნველყო მისი რეჟიმის მომავალი საგარეო უსაფრთხოება.რამოდენიმე წლის შემდეგ მართლაც დაიწყო ლიბიიდან ქიმიური იარაღის გატანა და განადგურება.იარაღის განადგურებასთან ერთად ლიბია აქტიურად ცდილობდა დასავლეთთან დაახლოებას რასაც ასე თუ ისე წარმატებით ანხორციელებდა.

2004 წელს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი გახდა ერთ ერთი პირველი დასავლეთელი ლიდერი დეკადაში რომელიც ეწვია ლიბიას და საჯაროდ შეხვდა კადაფს.პრემიერმა ტონი ბლერმა დადებითად შეაფასა კადაფის ბოლო დროინდელი მოქმედებები და იმედი გამოთქვა რომ ლიბია გახდებოდა ძლიერი მოკავშირე ინტერნაციონალურ ომში ტერორიზმის წინააღმდეგ. 2006 წლის 15 მაისს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა ლიბისთან დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენის შესახებ.ასევე ლიბია ამოღებული იქნება ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან.2006 წლის 31 აგვისტოს კადაფმა ღიად მოუწოდა მის მხარდამჭერებს "მოეკლათ მტრები" რომლებიც ღიად დასვამდნენ კითხვებს პოლიტიკურ ცვლილებებზე

2007 წლის ივლისში საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ეწვია ლიბიას და გაფორმდა ხელშეკრულებები ლიბიასა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის შესახებ სხვადასხვა სფეროებში.

2008 წლის 4 მარტს კადაფმა გაახმაურა განზრახვა დაეშალა ამჟამინდელი ქვეყნის ადმინისტრაციული სტრუქტურა და ნავთობის შემოსავალი მიემართა ხალხისთვის.მისი გეგმა ითვალისწინებს ყველა სამინისტროს გაუქმებას,გარდა თავდაცვის,უშიშროების,საგარეო უსაფრთხოების და სტრატეგიული პროექტების დეპარტამენტისა.

2008 წლის სექტემბერში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რაისი ეწვია ლიბიას ჩრდ.აფრიკული ტურის შემდეგ,ეს იყო პირველი ვიზიტი ლიბიაში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მიერ 1953 წლის შემდეგ.

მუსა ალ-სადრის გაუჩინარება

1978 წლის აგვისტოში ლიბანის ლიდერმა მუსა ალ-სადრიმ და მისი ორი კომპანიონი გემგზავრა ლიბიაში რათა შეხვედროდა მთავრობის ოფიციალურ პირებს,ლიბიაში განგზავრების შემდეგ ისინი არავის აღარ უნახავთ.ფართოდ ცნობილი აზრი არის რომ ალ-სადრი მოკლულია კადაფის ბრძანებით,მაგრამ მოტივაცია თუ რატომ გააკეთა ეს უცნობია. ოფიციალური ტრიპოლი ამ ფაქტს უარყოფს და აცხადებს რომ ალ-სადრი და მისი კომპანიონები გაემგზავრნენ იტალიაში.არსებობს მეორე ვერსია რომ ალ-სადრი დააკავეს და გადაიყვანეს ლიბიის საიდუმლო ციხეში.ალ-სადრის გაუჩინარება გახდა მთავარი მიზეზი ლიბიასა და ლიბანს შორის ურთიერთობების გაფუჭებისა.ლიბანის პარლამენტის სპიკერმა ნაბი ბერიმ მოითხოვა პასუხისმგებლობის დაკისრება ლიბიის რეჟიმზე და ნაწილობრივ კადაფზე რომელიც პასუხისმგებელი იყო იმამ ალ-სადრის გაუჩინარებაზე.2008 წლის 27 აგვისტოს ლიბანის პარლამენტმა ბრალი წაუყენა მუამარ ალ-კადაფს ალ-სადრის გაუჩინარებაზე.

შიდა უთანხმოებები

1993 წლის ოქტომბერში იყო კადაფის მოკვლის მცდელობა ლიბიის არმიის ელემენტების მიერ. 1996 წელს სისხლიანი აჯანყება მოეწყო კადაფის წინააღმდეგ, მაგრამ ესეც წარუმატებლად.

ქვეყანაში არსებობს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ებრძვიან კადაფის რეჟიმს:

სახალხო ნაშრომები და პროქტები

დიდი ხელოვნური მდინარე

ეს არის მსოფლიოში ყველაზე ფართო მიწისშქვეშა მილსადენების ქსელი რომელიც შედგება 1300 ჭაბურღილისგან, უმეტესობა მათგანი 500 მეტრზე მეტ სიღმეში და გამოიმუშავებს 6.500.000 მ³ მტკნარ წყალს დღეში საჰარის უდაბნოდან ჩრდილოეთ ქალაქებს:ბენღაზის რეგიონს,ტრიპოლს, ბენღაზს, სირტს და სხვ.

კონსტრუქციის მშენებლობის პირველი ფაზა დაიწყო 1984 წელს და დაჯდა $5 მილიარდი, პროექტის სრულად დასრულება სავარაუდოდ $25 მილიარდი დაჯდება.

მუამარ კადაფიმ მას „მსოფლიოს VIII საოცრება“ უწოდა და წარადგინა, როგორც საჩუქარი მესამე მსოფლიოსთვის.

ობსერვატორია

ლიბია ასტრონომის და ალექსანდრიის დიდი ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ერატოსთენეს მშობლიური ქვეყანაა. იგი დაიბადა დღევანდელ შაჰატში, სადაც ამჟამად უნდა აშენდეს ჩრდილო აფრიკაში უდიდესი ობსერვატორია. ლიბიის ნაციონალური ობსერვატორიის პროექტი ღირს დაახლოებით 10 მილიონი ევრო, რომელიც კადაფის პირადი ბრძანებით აშენდება ფრანგული კომპანია REOSC-ის მიერ.

პირადი ცხოვრება და ოჯახი

კადაფს ჰყავს რვა შვილი,შვიდი მათგანი ვაჟია,მისი ყველაზე უმცროსი ვაჟი მუჰამად კადაფი არის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე.შემდეგი უმცროსი ვაჟი საიფ ალ-ისლამ ალ-კადაფი არის მისი მეორე ცოლისგან,ის დაიბადა 1972 წელს. 2006 წელს მამის რეჟიმის მწვავე კრიტიკის შემდეგ დატოვა ლიბია და გააგრძელა ოპოზიციური მოძრაობა ლიბიის ფარგლებს გარეთ,თუმცა ის მალევე შეურიგდა მამას დაბრუნდა ლიბიაში და ჩაერთო კომპენსაციების საკითხებში ამერიკისთვის და იტალიისთვის.მესამე ვაჟი საადი კადაფი დაქორწინდა სამხედრო მეთაური ქალიშვილზე. საადი არის ლიბიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.კადაფის მეოთხე ვაჟი მოატესემ ბილაჰ კადაფი,იყო პოდპოლკოვნიკი ლიბიის არმიაში.ის გაიქცა ეგვიპტეში მას შემდეგ რაც ჩავარდა ეგვიპტის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალება მისი მამის წინააღმდეგ რომლის მონაწილეც თავადაც იყო.კადაფმა მოატესემს აპატია და ის დაბრუნდა ლიბიაში სადაც დღეს ის არის ნაციონალური უსაფრთხოების მრჩეველი და შენაერთის ხელმძღვანელი ლიბიის არმიაში. საიფ ალ-ისლამი და მოატესემ ბილაჰ განიხილებიან შესაძლო მემკვიდრეებად მათი მამისა.კადაფის ერთადერთი ქალიშვილი დაიღუპა ამერიკსი მიერ ლიბიის დაბომბვისას 1986 წელს.

2002 წელს კადაფმა შეიძინა საფეხბურთო კლუბ იუვენტუსის 7.5% 21 მილიონ დოლარად.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. „African Union officially recognises Libya's new leadership“.
  2. Lederer, Edith (16 September 2011). „UN approves Libya seat for former rebels“. San Jose Mercury News. ციტირების თარიღი: 16 September 2011.
  3. „General Assembly Seats NTC of Libya as Country's Representative for Sixty-Sixth Session“. 16 September 2011. ციტირების თარიღი: 16 September 2011.
  4. Муамар Каддафи скончался от ранений. — РИА Новости, 20 октября 2011 года.