გოლუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: fa:گالوم
+ {{Link FA|fr}}
ხაზი 32: ხაზი 32:
[[კატეგორია:ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები]]
[[კატეგორია:ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები]]
[[კატეგორია:ჰობიტები]]
[[კატეგორია:ჰობიტები]]

{{Link FA|fr}}


[[bg:Ам-гъл]]
[[bg:Ам-гъл]]

22:48, 6 ოქტომბერი 2011-ის ვერსია

გოლუმი
ქართულ თარგმანში გოლლუმი
სხვა სახელები გოლლუმი, მყრალი, სმეაგოლი, ტრაჰალდი (’მართალი’ ვესტრონის ენაზე)
ბიოგრაფიული ცნობები
რასა ჰობიტი
დაბადება დაახლოებით 2430 (მესამე ეპოქა)
როვანიონი (მაგრამ ცხოვრობდა ნისლიან მთებში)
გარდაცვალება 25 მარტი 3019 (მესამე ეპოქა)
ნაწარმოები ჰობიტი
ბეჭდების მბრძანებელი

გოლუმი არის ჯ. რ. რ. ტოლკინის რომანის ბეჭდების მბრძანებელი პერსონაჟი. იგი პირველად გამოჩნდა წიგნში ჰობიტი და მოგვიანებით ერთ-ერთი ცენტრალური გმირის სახით - ბეჭდების მბრძანებელში.

გოლუმის ერთერთი განმასხვავებელი თავისებურება არის მისი ლაპარაკის მანერა. საკუთარ თავზე საუბრობს მრავლობით რიცხვში და ჩვეულებრივი სიტყვების მოდიფიცირებულ ვერსიებს იყენებს. მაგალითად ”ჰობიტსები” - ”ჰობიტების” ნაცვლად, ”ჩიტებბი” - ”ჩიტების” ნაცვლად და ა.შ.

ფილმ ტრილოგიაში ბეჭდების მბრძანებელი გოლუმის როლი შეასრულა მსახიობმა ენდი სერკისმა.

პიროვნება

გოლუმი არის დაბალი სიმაღლის არსება, გამხდარი, დიდი მანათობელი თვალებით. ”ჰობიტის” მიხედვით მისი კანი პრიალა და შავი ფერისაა. ”ჰობიტში” არ არის ნახსენები ის, რომ წარსულში გოლუმი ზემოთ, მიწაზე ცხოვრობდა. ასევე არაა ნათქვამი, რომ იგი ოდესრაც ნახევარკაცა (ჰობიტი) იყო.

ვინ ან რა იყო გოლუმი - უცნობია. გოლუმი და მორჩა

სავარაუდოდ, ასევე ავტორის თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით, გოლუმი იყო უცნობი ჯიშის არსება. ასეა იგი გამოყვანილი ბაკშის მიერ გადაღებულ მულტფილმში - გავს როგორც ობობას, ასევე მშიერ ბაყაყს. ჯეკსონის კინოვერსიაში კი პირიქით, საკმაოდ უფერულია. გოლუმი საკმაოდ ღონიერია, თუმცა მშიშარა და მატყუარაა.

”ბეჭდების მბრძანებელში” გოლლუმის ბიოგრაფია და პიროვნება ჩნდება გაცილებით მეტად: ტრილოგიაში იგი წარმოგვიდგება არა გაურკვეველ ურჩხულად, არამედ უბედურ ყოფილ ჰობიტად, ბეჭდის მსხვერპლად. იგი იტანჯება პიროვნების გაორებით, იწყებს საუბარს საკუთარ თავთან, იგი გაყოფილია მშიშარა სმეაგოლად და ბოროტ გოლლუმად.

თარგი:Link FA