ჩადის ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის შეცვლა: eu:Txad (aintzira)
No edit summary
ხაზი 23: ხაზი 23:
|ჩამდინარე მდინარე = [[ჩარი]]
|ჩამდინარე მდინარე = [[ჩარი]]
|გამომდინარე მდინარე =
|გამომდინარე მდინარე =
|რუკა =
|პოზრუკა = აფრიკა
|რუკის სიგანე =
|პოზრუკის სიგანე =
|რუკის ხელმოწერა =
|პოზრუკა2 =
|პოზრუკის სიგანე2 =
|სქოლიო =
|სქოლიო =
|ვიკისაწყობი = Lake Chad
|ვიკისაწყობი = Lake Chad

07:58, 30 სექტემბერი 2011-ის ვერსია

ჩადის ტბა
კოორდინატები: 13°00″ ჩ. გ. 14° ა. გ. / 13.00000° ჩ. გ. 14° ა. გ. / 13.00000; 14
მდებარეობა ჩადის დროშა ჩადი, კამერუნის დროშა კამერუნი, ნიგერის დროშა ნიგერი, ნიგერიის დროშა ნიგერია
სიგრძე 650 კმ
ფართობი 1,350 კმ²
მოცულობა 72 კმ³
საშუალო სიღრმე 1.5 
მაქსიმალური სიღრმე 11 
აუზის ფართობი 58 ათ. კმ²
ჩამდინარე მდინარეები ჩარი
ჩადის ტბა — აფრიკა
ჩადის ტბა
მედიაფაილები ვიკისაწყობში

ჩადის ტბა მდებარეობს აფრიკაში. ესაა ისტორიულად საკმაოთ ფართე, მტკნარი, თავთხელი ტბა, რომლის ზედაპირის ფართობიც საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა. XX საუკუნის განმავლობაში კი თითქმის განახევრდა. უდიდესია ტბის ეკონომიკური მნიშვნელობა, რადგან ის მისი მოსაზღვრე ოთხი ქვეყნის (ჩადი, კამერუნი, ნიგერი, ნიგერია) დაახლოებით 20 მილიონი ადამიანისთვის მტკნარი წყლის ერთადერთი მნიშვნელოვანი წყაროა, გასათვალისწინებელია, რომ ის საჰარის უდაბნოს კიდეზე მდებარეობს.

მდებარეობა და აღწერა

ტბის ძირითადი ნაწილი მდებარეობს დასავლეთ ჩადის ტერიტორიაზე. უმთავრესი მდინარე, რომელიც ამ ტბაში ჩაედინება არის ჩარი, რომელსაც წყლის 90% ჩამოაქვს. ტბაში მდებარეობს რამდენიმე პატარა კუნძული.

იმის გამო, რომ ტბის მაქსიმალური სიღრმე მხოლოდ 10,5 მეტრია, მისი ზედაპირის ფართობი საკმაოდ მგრძნობიარეა სიღრმის სულ მცირე ცვალებადობასთანაც კი. მით უმეტეს, რომ წლის განმავლობაში, სეზონურად, წყლის დონე 1 მეტრით იცვლება. კლიმატი საკმაოდ მკაცრია, მხოლოდ ივნისიდან ოქტომბრამდეა შესაძლებელი შემთხვევითი წვიმა.

ისტორია

ჩადის ტბის ფართობის ცვლილება წლებსი მიხედვით

ტბამ სახელი მიიღო ჩადის სახელმწიფოსგან. ადგილობრივ ენაზე, სიტყვა ჩადი ნიშნავს „წყლის დიდ სივრცეს“, იგივე „ტბას“.

დამტკიცებულია, რომ ჩადის ტბა უდიდესი, შიდა ზღვა-ტბის ნარჩენია, რომელიც მის ადგილას 13 000 წლის წინ მდებარეობდა. დაახლოებით ძვ. წ. 4000 წლისთვის, მისი ფართობი 400 000 კმ²-ს შეადგენდა.

როდესაც ის 1823 წელს ევროპელებმა მოინახულეს, ჯერ კიდევ მიიჩნეოდა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ტბად. წყლის საგრძნობი შემცირება დაიწყო 1960-იანი წლებიდან და მისი ფართობი 26 000 კმ² დარჩა, მაგრამ მაინც რჩებოდა მსოფლიოს სიდიდით მეოთხე ტბად. მაგრამ ირგვლივ არსებული მოსახლეობის მიერ ტბის წყლის ძალზე უდიერად მოხმარებამ, ბოლო 40 წლის მანძილზე საშინელი შედეგები გამოიღო.

1983 წლისთვის, ტბის ფართობი მერყეობდა 10 000 კმ²-25 000 კმ²-ს შორის, წყლის მოცულობა შეადგენდა 72 კმ კუბს.

2000 წლისთვის, ტბის ფართობმა მხოლოდ 1500 კმ² შეადგინა. ამჟამად მისი სიღრმე 1,5 მეტრია და აქ ნავიგაცია შეუძლებელია. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, XXI საუკუნეში ჩადის ტბა საერთოდ დაშრება.

პერსპექტივები

დასახლება კამერუნის სანაპიროსთან

ტბაში წყლის კლება მისი მარილიანობის ზრდას იწვევს, რაც დიდ საფრთხეს უქმნის მის ფლორას და ფაუნას. საგრძნობლად მცირდება თევზის რეწვა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად იკლებს ამ ქვეყნების მოსახლეობის შემოსავლები. ვინაიდან ტბის წყალს მოსახლეობა სასმელად იყენებს, საგრძნობლად დიდია ისეთი ეპიდემიების რისკები, როგორებიცაა დიარეა, ქოლერა, ტიფი, ცხელება.

თუმცა ტბის გადარჩენის პერსპექტივები ნამდვილად არსებობს, თუკი მისი აუზის ქვეყნები სათანადო პოლიტიკას გაატარებენ.

რესურსები ინტერნეტში