ნუგზარ შატაიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 17: ხაზი 17:
|მეუღლე = ელისაბედ ყვავილაშვილი
|მეუღლე = ელისაბედ ყვავილაშვილი
|შვილები = ლალი, თამუნა, ნინო, ვახტანგი
|შვილები = ლალი, თამუნა, ნინო, ვახტანგი
|ჯილდოები = {{ღირსების ორდენი}} პრიზი საუკეთესო სცენარისათვის ([[გაღმა ნაპირი]]") გონფრევილის საერთაშორისო კინოფესტივალზე, საფრანგეთი, 2009
|ჯილდოები = {{ღირსების ორდენი}} პრიზი საუკეთესო სცენარისათვის (''[[გაღმა ნაპირი]]'') გონფრევილის საერთაშორისო კინოფესტივალზე, საფრანგეთი, 2009
|სხვადასხვა = [http://publish.dlf.ge/nugzarshataidze/index.html]
|სხვადასხვა = [http://publish.dlf.ge/nugzarshataidze/index.html]
}}
}}

07:19, 22 სექტემბერი 2011-ის ვერსია

ნუგზარ შატაიძე
ფაილი:Nugza Shataidze.jpg
ნუგზარ შატაიძე
დაბადების თარიღი 9 მარტი, 1944
თბილისი
დაკრძალულია თბილისი
ეროვნება საქართველო
მოქალაქეობა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
პროფესია მწერალი, დრამატურგი, ესეისტი
მეუღლე(ები) ელისაბედ ყვავილაშვილი
შვილ(ებ)ი ლალი, თამუნა, ნინო, ვახტანგი
მშობლები მამა: ვახტანგ შატაიძე
დედა: ელენე ხიზამბარელი
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი პრიზი საუკეთესო სცენარისათვის (გაღმა ნაპირი) გონფრევილის საერთაშორისო კინოფესტივალზე, საფრანგეთი, 2009
[1]

ნუგზარ შატაიძე (* 9 მარტი, 1944, თბილისი, საქართველო — გ. 10 თებერვალი, 2009,თბილისი, საქართველო), ქართველი მწერალი, დრამატურგი, ესეისტი.

ბიოგრაფია

ნუგზარ შატაიძე დაიბადა 1944 წლის 9 მარტს, თბილისში. მისი მშობლები სახელოვანი გვარის წარმომავლები იყვნენ, განსაკუთრებით დედა — ელენე, სახელგანთქმული ხიზამბარელების ოჯახიდან; მამა — ვახტანგ შატაიძე, ყველასთვის პატივსაცემი პიროვნება ყოფილა. მეუღლე — ელისაბედ ყვავილაშვილი. შვილები — ლალი, თამუნა, ნინო, ვახტანგი.

ნუგზარ შატაიძე სწავლობდა თბილისის ყოფილი ვაჟთა მე-20 სკოლაში (დღევანდელი 31-ე). დაამთავრა 62-ე სკოლა. სწავლობდა ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. სპეციალობით თბოენერგეტიკოსი იყო.

მუშაობდა თბილისის თბოელექტროცენტრალში ტურბინის მემანქანედ, საქართველოს ენერგოსისტემაში - ინჟინრად, გაზეთ „ლელო“-ს რედაქციის განყოფილების უფროსად, გამომცემლობა „მერანი“-ს პროზის განყოფილების გამგედ, ჟურნალ „ომეგა“-ს რედაქციის განყოფილების უფროსად.

დაინტერესება ქართული მწერლობით ადრეულ ასაკში გამოავლინა. გაიტაცა რევაზ ინანიშვილის, გურამ რჩეულიშვილისა და სხვათა შემოქმედებამ, უფრო გაუძლიერა და გაუღვივა ინტერესი და სიყვარული მწერლობისადმი.

მისი პირველი მოთხრობა თეთრი ყვავილები დაიბეჭდა 1968 წელს ჟურნალ „ცისკარში“.

1979 წელს გამოსცა მოთხრობების პირველი კრებული „მოთხრობები“.

არის მრავალი მხატვრული და დოკუმენტური ფილმის სცენარის ავტორი, ასევე ტელესერიალ ცხელი ძაღლის სცენარის თანაავტორი კოტე ჯანდიერთან ერთად.

გამოცემული წიგნები

  • მოთხრობები, 1979
  • მოლხინო, 1986
  • სოფლის ძველი სახლი, 1990
  • მიწა თავისას მოითხოვს, 1994
  • ელიქარი, 1996
  • ხელეური, 1998
  • ევროპაში რა მინდოდა, 2004
  • პურის მოთხრობა, 2005
  • ტრამვაი №7, 2005
  • შეხვედრა, 2010

სცენარის ავტორია ფილმების:

რადიოდადგმები

  • მეკვლე
  • დაჭრილი წერო
  • დაბრუნება

გადაღებულია ფილმებში:

  • შუშის ნამსხვრევი (2003)
  • პეიტარი (1988)
  • ხარება და გოგია (1987)

პრიზები და ჯილდოები

რესურსები ინტერნეტში