მიხეილ თუმანიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
დაემატა/გასწორდა თარგი
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ინფოდაფა მსახიობი
'''მიხეილ ივანეს ძე თუმანიშვილი''' (დ. [[6 თებერვალი]], [[1921]], [[თბილისი]] ― გ. მაისი, [[1997]]), [[ქართველები|ქართველი]] რეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1961).
| ფერი =
| სახელი = მიხეილ თუმანიშვილი
| სურათი =
| სურათის ზომა =
| სათაური =
| დაბადების სახელი = მიხეილ თუმანიშვილი
| დაბადების თარიღი = [[6 თებერვალი]], [[1921]]
| დაბადების ადგილი = [[თბილისი]], [[საქართველო]]
| გარდაცვალების თარიღი = [[1997]]
| გარდაცვალების ადგილი =
| სხვა სახელები=
| შემოქმედების წლები =
| მეუღლე=
| საქმიანობა= რეჟისორი
| მშობლები =
| საცხოვრებელი ადგილი=
| ვებგვერდი=
| გამორჩეული როლები =
}}
'''მიხეილ ივანეს ძე თუმანიშვილი''' (დ. [[6 თებერვალი]], [[1921]], [[თბილისი]] ― გ. მაისი, [[1997]]) [[ქართველები|ქართველი]] რეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1961).
==ბიოგრაფია==
==ბიოგრაფია==
[[1949]] წელს დაამთავრა [[თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი]]ს სარეჟისორო ფაკულტეტი (გ. ტოვსტონოგოვის კლასი). 1949-1971 წლებში მუშაობდა [[რუსთაველის თეატრი|რუსთაველის თეატრში]] რეჟისორად. 1965-1966 წლებში მთავარ რეჟისორად. 1971-1975 იყო საქართველოს ტელევიზიის სადადგმო რედაქციის მთავარი რეჟისორი, 1975 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" თეატრალური სახელოსნოს მთავარი რეჟისორი. 1949 წლიდან თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგია (1973-იდან პროფესორი). [[1978]] წელს [[საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტი|საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში]] მისივე სახელოსნო მსახიობთა და რეჟისორთა ექსპერიმენტული ჯგუფის ბაზაზე შეიქმნა კინომსახიობთა თეატრი. იყო საქართველოს სსრ (1961) და სსრკ (1985) სახალხო არტისტი, კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1980, მიენიჭა წიგნისათვის “სანამ რეპეტიცია დაიწყება”), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

16:38, 15 სექტემბერი 2011-ის ვერსია

მიხეილ თუმანიშვილი
საქმიანობა რეჟისორი

მიხეილ ივანეს ძე თუმანიშვილი (დ. 6 თებერვალი, 1921, თბილისი ― გ. მაისი, 1997) — ქართველი რეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1961).

ბიოგრაფია

1949 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (გ. ტოვსტონოგოვის კლასი). 1949-1971 წლებში მუშაობდა რუსთაველის თეატრში რეჟისორად. 1965-1966 წლებში მთავარ რეჟისორად. 1971-1975 იყო საქართველოს ტელევიზიის სადადგმო რედაქციის მთავარი რეჟისორი, 1975 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" თეატრალური სახელოსნოს მთავარი რეჟისორი. 1949 წლიდან თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგია (1973-იდან პროფესორი). 1978 წელს საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში მისივე სახელოსნო მსახიობთა და რეჟისორთა ექსპერიმენტული ჯგუფის ბაზაზე შეიქმნა კინომსახიობთა თეატრი. იყო საქართველოს სსრ (1961) და სსრკ (1985) სახალხო არტისტი, კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1980, მიენიჭა წიგნისათვის “სანამ რეპეტიცია დაიწყება”), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

1986 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

გარდაიცვალა 1997 წელს მაისში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში

შემოქმედება

თუმანიშვილის დადგმები გამოირჩევა მკაფიო თეატრალური ფორმით, ემოციურობით, ლაკონიზმით, დახვეწილი გემოვნებით, მაღალი პროფესიული კულტურით. რუსთაველის თეატრში დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია : ი ფუჩიკის „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“ (1951), ჯ. ფლეჩერის „ესპანელი მღვდელი“ (1954), კ. ბუაჩიძის „ამბავი სიყვარულისა“ (1958), გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“ (1963), ჟ. ანუის „ანტიგონე“ (1968), ო. იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“ (1969), ა. ჩხაიძის „ხიდი“ (1970) და სხვა. თეატრალურ ინსტიტუტში დადგმული სპექტაკლისათვის „ახალგაზრდა გვარდიის სახელით“ (ა. ფადეევის მიხედვით, 1975) მიენიჭა საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია (1976). თუმანიშვილმა თავისი შემოქმედებითი გამოცდილება განაზოგადა წიგნში „სანამ რეპეტიცია დაიწყება“ (თბ., 1977) და რიგ საჟურნალო ნარკვევებში.

ჯილდოები

ლიტერატურა

  • კიკნაძე ვ., ქართველი რეჟისორები, წგნ. 2, თბ., 1970;
  • მუმლაძე დ., თანამედროვე ქართული რეჟისურა, თბ., 1973;
  • ურუშაძე ნ., ძიებისა და გამარჯვების გზით, «საბჭოთა ხელოვნება», 1960, № 10;
  • ჯანელიძე თ., ქსე, ტ. 5, გვ. 10, თბ., 1980
  • გურაბანიძე ნ., მიხეილ თუმანიშვილის თეატრი თბ., 2010

რესურსები ინტერნეტში