იტალიური ნეორეალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Lamberto.jpg|thumb|250px|კადრი ფილმიდან "[[ველოსიპედის გამტაცებლები]]".]]
[[ფაილი:Lamberto.jpg|thumb|250px|კადრი ფილმიდან "[[ველოსიპედების გამტაცებლები]]".]]
[[ფაილი:Ossessione.jpg|thumb|კინოფილმის "[[შეპყრობილობა]]" პოსტერი.]]
[[ფაილი:Ossessione.jpg|thumb|კინოფილმის "[[შეპყრობილობა]]" პოსტერი.]]
'''იტალიური ნეორეალიზმი''' -- მიმდინარეობა [[კინემატოგრაფია|კინემატოგრაფიაში]], რომელიც დაიწყო [[1943]] წელს ფილმით "[[შეპყრობილობა]]" და დასრულდა 1952 წელს "[[უმბერტო დ.]]"-თი.
'''იტალიური ნეორეალიზმი''' -- მიმდინარეობა [[კინემატოგრაფია|კინემატოგრაფიაში]], რომელიც დაიწყო [[1943]] წელს ფილმით "[[შეპყრობილობა]]" და დასრულდა 1952 წელს "[[უმბერტო დ.]]"-თი.

16:02, 13 სექტემბერი 2011-ის ვერსია

კადრი ფილმიდან "ველოსიპედების გამტაცებლები".
კინოფილმის "შეპყრობილობა" პოსტერი.

იტალიური ნეორეალიზმი -- მიმდინარეობა კინემატოგრაფიაში, რომელიც დაიწყო 1943 წელს ფილმით "შეპყრობილობა" და დასრულდა 1952 წელს "უმბერტო დ."-თი.

მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი იყო ღარიბ და მუშა კლასის გარემოში დადგმული ისტორიები, არაპროფესიონალი მსახიობების გამოყენებით მეორეხარისხოვან და ხშირად მთავარ როლებშიც. იტალიური ნეორეალიზმის ფილმების ძირითადი თემა ომისშემდგომი იტალიის მძიმე ეკონომიკური და მორალური ვითარება იყო, რომელიც გამოიხატა იტალიური ფსიქოლოგიის ცვლილებაში ყოველიდღიური ცხოვრების მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო, განპირობებული დამარცხებით, სიღარიბითა და უკიდურესი გაჭირვებით. ვინაიდან ჩინეჩიტა (კინოსტუდიათა კომპლექსი რომში - იტალიის კომერციული კინოს ცენტრი 1936 წლიდან) ლტოლვითა მიერ იყო დაკავებული, კინოფილმების გადაღება მის გარეთ მიმდინარეობდა, განადგურებული ინფრასტრუქტურის მიუხედავად.

მიმდინარეობა განვითარდა კინოკრიტიკოსთა წრეში, რომელიც ჟურნალ "სინემას" ირგვლივ ტრიალებდა, მათ შორის იყვნენ მიქელანჯელო ანტონიონი, ლუკინო ვისკონტი, ჯანი პუჩინი, ჯუზეპე დე-სანტისი და პეტრო ინგრაო. ვინაიდან პოლიტიკაზე წერა აკრძალული იყო (ჟურნალის მთავარი რედაქტორი თავად ვიტორიო მუსოლინი - ბენიტო მუსოლინის ვაჟი იყო), კრიტიკოსები თავს ესხმოდნენ ე.წ. "ტელეფონო ბიანკო" ფილმებს, რაც იმ დროინდელ კინოინდუსტრიაში დომინირებდა. პოპულარული ფილმების მდარე ხარისხის დასაპირისპირებლად ზოგიერთი კრიტიკოსი თვლიდა, რომ იტალიური კინო საუკუნის დასაწყისის რეალისტ ავტორებს უნდა მიბრუნებოდა.

ამგვარად ნეორეალისტები ფრანგი პოეტური რეალისტების ძლიერ გავლენას განიცდიან. მართლაც, მიქელანჯელო ანტონიონი და ლუკინო ვისკონტი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ჟან რენუართან. ამასთან, მრავალი ნეორეალისტი კინორეჟისორი საკუთარ ხელწერას ავითარებს კალიგრაფისტურ ფილმებზე მუშაობისას (ეს ხანმოკლე მიმდინარეობა აღმოჩნდა, თუმცა ნეორეალიზმისგან საკმაოდ განსხვავდებოდა). ნეორეალიზმის ელემენტები შეინიშნება ალესანდრო ბლასეტის ფილმებში და ფრანჩესკო დე რობერტისის დოკუმენტურ ფილმებში. ნეორეალიზმის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი წინამორბედები იყო "ტონი" (რენუარი, 1935) და "1860" (ბლასეტი, 1934).

იტალიური ნეორეალიზმის მნიშვნელოვანი ნამუშევრები

კინოფილმის "უმბერტო დ." პოსტერი.

წინამორბედები და გავლენა:

მთავარი ნამუშევრები:

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში