დენუდაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
r2.6.4) (ბოტის დამატება: kk:Денудация
ხაზი 33: ხაზი 33:
[[hr:Denudacija]]
[[hr:Denudacija]]
[[hu:Denudáció]]
[[hu:Denudáció]]
[[kk:Денудация]]
[[nl:Denudatie]]
[[nl:Denudatie]]
[[pl:Denudacja]]
[[pl:Denudacja]]

03:30, 19 აგვისტო 2011-ის ვერსია

პენეპლენი, რომელმაც მეოთხეულში გამყინვარება განიცადა და საბოლოოდ დაბალმთიან პლატოდ გადაიქცა

დენუდაცია (ლათ. denudatio - გაშიშვლება) — დედამიწის ზედაპირის ფიზიკურ-ქიმიური ხანგრძლივი პროცესი, რომელსაც როგორც წესი მოჰყვება ამა თუ იმ ხმელეთის მონაკვეთის მეტნაკლებად მოსწორება. დენუდაცია ქანების გამოფიტვის პროდუქტების ჩამორეცხვა და გადაადგილებაა (წყლის, ქარის, ყინულის ან უშუალოდ სიმძიმის ძალის ზეგავლენით), დედამიწის ზედაპირის დადაბლებული ადგილებისაკენ. მის ტემპსა და ხასიათზე დიდ გავლენას ახდენს ტექტონიკური მოძრაობა.

დენუდაციის პროცესზე გავლენას ახდენს ასევე დედამიწის ზედაპირის ძალებიც (ეგზოგენური პროცესები). სიმძიმის ძალის ზემოქმედების შედეგად მთის ციცაბო კალთებიდან ცვივა მცირე ზომის ნატეხი ქანები, რომელსაც ხშირად ერთვის ზვავი. შემდეგ მყინვარებს გადააქვთ ნატეხები ზემოდან ქვემოთ.

ზღვისა და ტბის ტალღებიც ხშირად ახდენენ სანაპიროს წარეცხვას (აბრაზია). დედამიწის უსწორმასწოროებანი განიცდის ასევე მუდმივი ან დროებითი ნაკადების გავლენას, ხოლო წვიმის წყლები აწარმოებენ მთის ფერდობების წარეცხვას, ამ პროცესს ეროზია ჰქვია. ყოველივეს შედეგად მთის ნაწილები დაბლდება, ხოლო დადაბლებები იმსება. ფართო გაგებით ყველა ამ პროცესს დენუდაცია ეწოდება.

მაგ. დენუდაცია დაფიქსირებულია დიდი ბალხანის მთებში (აზია).

ვიწრო გაგებით, დენუდაცია გამოფიტული მასალის ზედაპირული წარეცხვაა. ხანგრძლივი დენუდაციის შედეგად მთიანი მხარეები შესაძლოა გადაიქცეს ტალღოვან დენუდაციურ ვაკედ (პენეპლენად).

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 3, გვ. 472, თბ., 1978;
  • В.Б.Караулов, М.Н. Никитина, Геология. Основные понятия и термины, М, 2005.