მანგროს ტყეები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: sh:Mangrove
r2.6.4) (ბოტის დამატება: kk:Мангр
ხაზი 32: ხაზი 32:
[[it:Mangrovia]]
[[it:Mangrovia]]
[[ja:マングローブ]]
[[ja:マングローブ]]
[[kk:Мангр]]
[[la:Mangle]]
[[la:Mangle]]
[[lt:Mangrovė]]
[[lt:Mangrovė]]

11:16, 24 ივლისი 2011-ის ვერსია

მანგროს ტყეები (< ინგლ. mangrove), ტანდაბალი (5-10 მ) მარადმწვანე ტყეები ტალღებისაგან დაცულ ლამიან ტროპიკულ სანაპიროზე, რომელიც მხოლოდ ზღვის მოქცევისას იფარება წყლით. მანგროს ტყეების ხეებს აქვს მეტად დამახასიათებელი, ძლიერ დატოტვილი ოჩოფეხა ფესვები (რითაც ჩამაგრებულია ლამში) და ლამიდან ამოშვერილი საჰაერო ფესვები — პნევმატოფორები (რომელიც ჟანგბადით ამარაგებს მას). ნაყოფს ჰაერის შემცველი ქსოვილის წყალობით შეუძლია დიდხანს იტივტივოს წყალზე. სახეობრივი შემადგენლობით მანგროს ტყეები ღარიბია. უმეტესად შედგება Rhizophora-ს, Avicennia-ს, Aegicera-ს, Sonneratia-ს, Bruguiera-ს გვარის სახეობებისაგან. გვხვდება ეპიფიტები (უმეტესად ლუიზიანური ხავსი). მანგოს ტყეები თანდათანობით გადადის მატერიკულ ტენიან ტროპიკულ ტყეებში, სადაც უკვე იზრდება პალმები. მანგროს ტყეები ძირითადად გავრცელებულია აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მადაგასკარზე, სეიშელის და მასკარენის კუნძულებზე, სამხრეთ აზიისა და ავსტრალიის სანაპიროებზე, გვხვდება აფრიკის, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ატლანტის სანაპიროებზე, აგრეთვე ამერიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე სამხრეთ კალიფორნიიდან ჩრდილოეთი განედის 4°-მდე.

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 6, გვ. 404-405, თბ., 1983