ცაიში: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
r2.6.2) (ბოტის შეცვლა: xmf:ცეში
ხაზი 68: ხაზი 68:
[[კატეგორია:სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარის კურორტები]]
[[კატეგორია:სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარის კურორტები]]


[[xmf:ცეშ]]
[[xmf:ცეში]]

23:25, 19 ივლისი 2011-ის ვერსია

სოფელი
ცაიში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°26′00″ ჩ. გ. 41°48′10″ ა. გ. / 42.43333° ჩ. გ. 41.80278° ა. გ. / 42.43333; 41.80278
ცენტრის სიმაღლე 50
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 2244 კაცი (2002)
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ცაიში — საქართველო
ცაიში

ცაიშისოფელი,ბალნეოლოგიური კურორტი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ოდიშის დაბლობზე, მდინარე ჯუმის სანაპირო, ზღვის დონიდან 50 მეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2244 ადამიანი.

სოფელში არის რკინიგზის სადგური სენაკი-ზუგდიდის ხაზზე. წარმოადგენს რესპუბლიკური მნიშვნელობის ბალნეოლოგიურ კურორტს. სოფელში არის ძელქვის კორომი.

IX საუკუნიდან წარმოადგენდა საეპისკოპოსო კათედრას (ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია). სოფელში დგას XIII-XIV საუკუნეების ეკლესია, ასევე XVII საუკუნის ეკლესია ”ჯეგეთა”.

რელიეფი

ცაიშის რელიეფი მრავალფეროვანია. აქ გვხვდება მაღლობები, დაბლობები, ზეგანი, ვაკე და მთები. ცაიში შავმიწანიადაგიან რაიონებს ეკუთვნის, რითაც უხვმოსავლიანობით გამოირჩევა. არის მეწყერული ადგილებიც. არის ასევე კირქვიანი ნიადაგი.

ფლორა და ფაუნა

ცაიშის ფლორა და ფაუნა მრავალფეროვანია. აქ გვხვდება 400–600 წლის ხემცენარეები. ასეთია ხემცენარე ძელქვა, რომელიც მხოლოდ იაპონიასა და საქართველოშია შემორჩენილი.

ასევე ცაიშის ღვთისშობლის ეკლესიის ეზოში გვხვდება უზარმაზარი ცაცხვის ხე, ვარაუდით არის 600 წლის. იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმის ეზოში არის მაგნოლია 100 წლის. ხარობს იშვიათი ჯიშის ყურძენი-იზაბელა. (ეს მცენარე ვახუშტი ბატონიშვილს მიჰქონდა აფხაზეთში, მაგრამ როცა შეამჩნია, რომ მცენარე გზაში კვდებოდა, ცაიშში დატოვა. სწორედ ამ მოვლენას შეიძლება მივაკუთნოთ იზაბელას გავრცელება სამეგრელოში). ასევე ხარობს კოლხური ბზა, ლუფა, ტუნგო, ევკალიპტი, დაფნა, ურთხელი. ცაიშის ტყეში ცხოვრობს: მგელი, ტურა, მაჩვი, ნუტრია. ფრინველებიდან – ბეღურა, ყვავი, შაშვი.

ჰავა

ცაიშის მიდამოებში ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია, რბილი, უთოვლო ზამთრით და თბილი, ნოტიო ზაფხულით. ზაფხულის საშუალო ტემპერატურა 200C -ია. ყველაზე თბილი თვის (ივლისის) ტემპერატურა 230 C-ია. ნალექების წლიური რაოდენობა 1400-3000მმ ფარგლებში მერყეობს.