აბულფაზ ელჩიბეი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: uk:Абульфаз Ельчибей
ხაზი 66: ხაზი 66:
გარდაიცვალა [[თურქეთი]]ს დედაქალაქ ანკარაში [[2000]] წლის [[22 აგვისტო]]ს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.
გარდაიცვალა [[თურქეთი]]ს დედაქალაქ ანკარაში [[2000]] წლის [[22 აგვისტო]]ს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.


==რესურსები ინტერნეტში==
{{ესკიზი-აზერბაიჯანი}}
* [http://www.britannica.com/EBchecked/topic/182183/Abulfaz-Elchibey აბულფაზ ელჩიბეის ბიოგრაფია]

{{DEFAULTSORT:ელჩიბეი, აბულფაზ}}
{{DEFAULTSORT:ელჩიბეი, აბულფაზ}}



15:57, 19 ივლისი 2011-ის ვერსია

აბულფაზ ელჩიბეი ალიევი
აბულფაზ ელჩიბეი ალიევი
აზერბაიჯანის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 ივნისი 1992 – 1 სექტემბერი 1993
წინამორბედიისა გამბარი
მემკვიდრეჰეიდარ ალიევი

დაბადებული24 ივნისი 1938
ნახჭევანი აზერბაიჯანი
გარდაცვლილი22 აგვისტო 2000
ანკარა თურქეთი
პოლიტიკური პარტიააზერბაიჯანის სახალხო ფრონტი
რელიგიაშიიტი

აბულფაზ ელჩიბეი (აზერ. Əbülfəz Elçibəy; 24 ივნისი, 1938, ნახჭევანი აზერბაიჯანი22 აგვისტო, 2000, ანკარა თურქეთი) – აზერბაიჯანელი პოლიტიკური მოღვაწე და ყოფილი საბჭოთა დისიდენტი. აზერბაიჯანის პირველი არჩეული, არა–კომუნისტი პრეზიდენტი. 1989 წლიდან აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის თავჯდომარე.

ბიოგრაფია

აბულფაზ ელჩიბეი ალიევი დაიბადა 1938 წელს, ნახჭევანში, ორდუბადის რაიონის სოფელ კელეკში. 1957 წელს შევიდა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე არაბული ფილოლოგიის სპეციალობით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1963–1964 წლებში თარჯიმნად მუშაობდა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში. 1965–1968 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში აზიისა და აფრიკის ქვეყნების ისტორიის სპეციალობით, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, რის შემდეგაც 1969–1974 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას უნივერსიტეტში. 1975 წელს დააპატიმრეს ანტისაბჭოთა მოღვაწეობისათვის საბჭოთა წყობილებაზე ცილისწამების ბრალდებით. საპატიმროში დაჰყო 2 წელი, გათავისუფლების შემდეგ კი მუშაობა დაიწყო აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში სადაც მუშაობდა წამყვან მეცნიერ–თანამშრომლად მანამ, ვიდრე 1992 წელს არ აირჩიეს აზერბაიჯანის პრეზიდენტად. 1993 წლის 1 სექტემბერს სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დატოვა თანამდებობა და წავიდა ემიგრაციაში.

გარდაიცვალა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში 2000 წლის 22 აგვისტოს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.

რესურსები ინტერნეტში