ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
94.100.238.184-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ბოლოს 188.129.142.159-ის მიერ რედაქტირებულ
+xmf
ხაზი 91: ხაზი 91:
[[ru:Чхороцкуский муниципалитет]]
[[ru:Чхороцкуский муниципалитет]]
[[war:Chkhorotsqu (distrito)]]
[[war:Chkhorotsqu (distrito)]]
[[xmf:ჩხოროწყუ]]

14:10, 15 ივლისი 2011-ის ვერსია

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ადმინისტრაციული ცენტრი

ჩხოროწყუ

რეგიონი

[[]]

სიმჭიდროვე

48.6 [1] კაცი/კმ²

ფართობი

619.4 კმ²

მოსახლეობის რაოდენობა

32.662 კაცი (2006 წელი)

ეროვნება

ქართველები 99.6%
რუსები 0.4%
აფხაზები 0.1%
უკრაინელები 0.1%[2]

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრი დაბა ჩხოროწყუ.

როგორც ადმინისტრაციული ერთეული (რაიონი) ჩამოყალიბდა 1940 წლის 1 იანვარს; გაუქმდა 1962 წელს, ხოლო 1964 წლის 23 დეკემბერს ისევ აღადგინეს. 1989 წლის მონაცემებით ამ რაიონში სულ 29,840 ადამიანი სახლობდა[1], თუმცა 1993 წლის აფხაზეთის ომის შემდეგ ის საგრძნობლად გაიზარდა ლტოლვილების ხარჯზე.

ისტორია

გაზეთ «ცნობის ფურცლის» 1899 წლის 30 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულ წერილში თავისებულად ახსნილია ჩხოროწყუს სახელწოდება. «იქ სადაც თავადი ნიკო დადიანი ცხოვრობს, ერთ ადგილას ახლო-მახლო გამოდის ცხრა წყარო, ცხრა მეგრულად «ჩხოროს» ნიშნავს, წყარო კი «წყუ»-ს, ანუ «ჩხოროწყუ».

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მობინადრე უძველესმა ადამიანმა თანმიმდევრულად განვლო თითქმის ყველა საფეხური, რაც მსოფლიო ისტორიაშია ცნობილი. შორეული წინაპრის საცხოვრისი აღმოჩენილია «ყალიჩონა»-ს და ლეწურწუმეს გამოქვაბულებში. ნაპოვნია პირწამახული ქვები, სოფელ თაიაში ნაპოვნია ტიპიური ქვის ორმხრივ დამუშავებული ხელცული. II ჭოღის ტერიტორიაზე ხელნაჯახი. დასახელებული ქვის იარაღები პალეოლითის და ნეოლითის ხანისაა. სოფელ ოჩხომურში მდ. ოჩხომური ქვედა მარჯვენა ტერასების ზოლში შემთხვევით აღმოჩნდა გვიან-ბრინჯაო და ადრე-რკინის ხანის კოლხური ბრინჯაოს ნაკეთობათა განძი 140-მდე ბრინჯაოს ნივთით. განძი თარიღდება ძვ. წთ. აღ. I ათასწლეული დასაწყისით, რომელიც გამოიკვლია სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელები ელგუჯა გოგაძე და ჯონი აფაქიძე).

სოფელ ჭოღაში 1972 წელს პროფესორ დავით ხახუტაიშვილის მეთაურობით დადასტურდა ქურა-სახელოსნოს ნაშთების, რკინის იარაღების, საშენი მასალების, რკინის მადანის, ნაღვენთების და წიდების არსებობა, რომლებიც ქრონოლოგიურად ძვ. წთ. აღ. VIII-IV საუკუნეებით თარიღდება.

ანტიკური ხანის კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტორიაში ერთ-ერთი ძირითადი წყარო სამარხთა ინვენტარია. აღსანიშნავია, დერგისებრი ფორმის დასაკრძალავი ურნები ს. ნაკიანიდან, რომელშიც მიცვალებულის ნეშტს კრემაციის შემდეგ ინახავდნენ. ლეახალეს უბანში ადამიანის ჩონჩხთან ერთად აღმოჩნდა მდიდარი მასალა: ბრინჯაოს სამაჯურები, სეგმენტური იარაღები, ოქროსა და ვერცხლის ყელსაბამები და ბეჭდები. არქეოლოგიური გამოკვლევებით დასტურდება ადრეანტიკური ხანის ნამოსახლარი, მათ შორის აღმოჩენილია უცხოურიმასალებიც, ნაჯაგუს (გარახის) ციხის ქვემოთ, მდ. ოჩხომურის მარჯვენა ნაპირზე. განსაკუთრებით მთაგორიან ადგილებში მობინადრე მოსახლეობასთან უცხოელი ვაჭრები აღწევდნენ პატარა ნავების მეშვეობით, მდინარეების ოჩხომურისა და ხობისწყლის გავლით. არქანჯელო ლამბერტი «სამეგრელოს აღწერაში» წერს - «ტეხურას მოსდევს ხოფი (ხობისწყალი), ეს მდინარე მეტად მდიდარია ნაირნაირი თევზებით და ნავებით სავალია». მუხურისა და თაიას ტერიტორიაზე გადმოცემით, გადიოდა ე.წ. «პომპიაში შარა» ანუ «პომპეუსის გზა», რომელიც დაკავშირებულია პომპეუსის ლაშქრობასთან ძვ. წთ. აღ. 65 წელს. ადვილი შესაძლებელია პომპეუსი ტეხურის ან ხობისწყლის ხეობით დასახლებულ ტერიტორიაზე გავლით მიდიოდა, მეორე ვერსიის მიხედვით პომპეუსი ეგრისის გაქცეულ მეფეს ხსენებული ბილიკით მისდევდა, ეს კი მეტყველებს, რომ ძვ. წთ. აღ-თვის «პომპეის ბილიკი» ადგილობრივი მოსახლეობის დამაკავშირებელი გზა ყოფილა მეზობელ დასახლებულ პუნქტებთან.

თანდათანობით, როცა ჩხოროწყუში მოსახლეობა მომრავლდა იგი ადმინისტრაციულ ერთეულად იქცა და ეკლესიაც აიგო. 1909 წლის 8 სექტემბერს (ძველი სტილით) ეკლესია, მძვდელ-დიაკვნების გალობით ხატ-სანთლებითა და თორმეტი დადიანური ზარბაზნის გრიალში ადგილი «ჩხოროწყუ»-დ მონათლა და აქვე დაინიშნა ყოველწლიური ბაზრობა «იარმარკობა», რომელიც დიდძალ ხალხს იზიდავდა. ეს ტერიტორია 1917 წლამდე ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრაში შედიოდა. 1929 წლიდან კი ჩხოროწყუ ცალკე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დანაყოფია.

გეოგრაფიული ცნობები

მდინარე სქური

გეოგრაფია

დასავლეთ საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ფართობი შეადგენს 619,7კმ2-ს. მუნიციპალიტეტის ტერიტორია გორაკ-ბორცვიანია, ვრცელდება 200 მეტრიდან 3000 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ძირითადი მდინარეებია ხობისწყალი და ოჩხომური. მდ. ხობისწყალი სათავეს იღებს მყინვარიდან, 154კილომეტრი|კმ სიგრძისაა და უერთდება შავ ზღვას. კლიმატი ნოტიო სუბტროპიკულია, ხასიათდება უხვნალექიანობით (1800 მმ), მცენარეთა საფარისათვის დამახასიათებელია ვერტიკალური სარტყლიანობა. აღსანიშნავია ბზისა და წაბლის კორომების ფართო გავრცელება, დიდი ფართობი უკაციაწიფელას ტყეს, მდ. ხობისწყლის ზემო წელში ფართოდ არის წარმოდგენილი წიწვოვანი მცენარეები და ალპური ზონა, დამახასიათებელია ენდემური მცენარეების ფართო გავრცელება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს მიგარიის კირქვული მასივი, სადაც უამრავი მღვიმეა წარმოდგენილი. მღვიმეები გამოყენებულიატურისტული თვალისაზრისით.

ტყეში ბინადრობს დათვი, მგელი, ფოცხვერი, გვხვდება გარეული ღორი, ტურა, მელა და სხვა. მდ. ხობისწყალშიძირითადად ბინადრობს კალმახი. მრავალფეროვანია მუნიციპალიტეტის ტერიტროიაზე გავრცელებული ნიადაგები. ვხვდებით წითელმიწებსა და ყვითელმიწებს, ნეშომპალა-კარბონატულ და ალუვიურ ნიადაგებს, მცირე რაოდენობით წარმოდგენილია გაეწრებული ნიადაგები. წითელმიწებსა და ყვითელმიწა ნიადაგებზე გავრცელებულია ჩაის კულტურა, ასევე თხილის კულტურა. ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე წარმოდგენილია მარცვლული და პარკოსანი კულტურები, ძირითადადსიმინდი, სოიო, ლობიო და სხვა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს „ლუგელად“ მინერალური წყალი, რომელსაც ანალოგი არა აქვს მსოფლიო მასშტაბით.

იგი თვითონ ქმნის მინელაური წყლების ტიპს და იწოდება „ლუგელას“ ტიპის წყლად. წყალი შეიცავს კალციუმის ქლორიდს, რომლის რაოდენობა აღწევს 45 გრამს ლიტრში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გვხვდება ანდეზიტის საბადო, დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი დოლომიტის საბადო, რომლის კარიერი გახსნილია სოფელ მუხურში. მსოფლიოში ცნობილია მუხურის გრძელხორთუმიანი ფუტკარი, რომელმაც მეფუტკრეთა მსოფლიო კონგრესებზე სამჯერ დაიმსახურა ოქროს მედალი. კომუნისტური მმართველობის წლებში სოფელ მუხურში გამოყვანილი დედა ფუტკარი მსოფლიოს 57 ქვეყანაში იგზავნებოდა. ამჟამად მეფუტკრეობა ერთ-ერთი წამყვანი დარგია მუნიციპალიტეტში და მას დიდი პერსპექტივა აქვს. მუნიციპალიტეტის ნიადაგურ-კლიმატური პირობები ხელსაყრელი აღმოჩნდა კივის კულტურისათვის, განსაკუთრებით თხილის კულტურისათვის. დღეის მდგომარეობით მზადდება 4 ათას ტონამდე თხილი და 100 ტონამდე კივი. დამახასიათებელია თხილის მაღალხარისხოვნობა, რაც მასზე მოთხოვნილებას მნიშვნელოვნად ადიდებს.

მუნიციპალიტეტში არის 1 დაბა და 12 სოფელი. საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან დაშორებულია 317 კმ-ით, 37კმ-ის მანძილზე მდებარეობს ქ. სენაკის აეროპორტი, 80 კილომეტრის მანძილზე ქ. ფოთის საზღვაო პორტი, 37 კილომეტრი მანძილზე ქ.ზუგდიდის რკინიგზის სადგური.

მინერალური და რეკრეაციული რესურსები

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდიდარია სხვადასხვა სახის სასარგებლო წიაღისეულით. სოფელ მუხურში დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი დოლომიტის, კირქვისა და ანდეზიტ-ბაზალტის საბადო. ნიადაგის მოსაკირიანებლად გამოიყენება სოფელ თაიას აგრომადნები, ე.წ. ტკილი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოიპოვება საშენი ინერტული მასალები (ქვიშა, ღორღი, ფლეთილი სამშენებლო ქვა). ლუგელას ხეობაში მდებარეობს „ლუგელას“ მინერალური წყლის გამოსასვლელი ადგილი, მინერალური წყალი გამოიყენება სამკურნალო დანიშნულებით.

საავტომობილო გზების სიგრძე

სახელმწიფო მნიშვნელობის გზების სიგრძე: სახელმწიფო მნიშვნელობის გზა - 60 კმ; აქედან 35,4 კმ-ზე ასფალტო-ბეტონის სამუშაოებია შესრულებული; ადგილობრივი მნიშვნელობის ხრეშოვანი გზების სიგრძეა - 245 კმ.

საკურორტო და ტურიზმის რესურსები

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორია უნიკალურ პირობებს იძლევა ტურიზმისა და საკურორტო მეუნროების განვითარებისათვის. სოფელი მუხური ბავშვთა კურორტის სახელწოდებით არის ცნობილი, ფუნქციონირებს პანსიონატი 80 ადგილზე, სამეგრელოს მთიანეთში შესაძლებელი სამთო და სპელეოტურიზმის განვითარება.

მოსახლეობა

ეროვნული შემადგენლობა:

  • ქართველი - 99,4%;
  • რუსი - 0,4%;
  • უკრაინელი - 0,1%;
  • აფხაზი - 0,1%.

მმართველობა

ეკონომიკა

კულტურა

ამ რაიონშია დაბადებული მსახიობი აკაკი ხორავა.

ღირსშესანიშნაობანი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში აღმოჩენილია კარსტული მღვიმეები.

ფოტოგალერეა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო