ფინეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.5.5) (ბოტის შეცვლა: got:𐍆𐌹𐌽𐌽𐌰𐌻𐌰𐌽𐌳/Finnaland
r2.6.2) (ბოტის დამატება: xmf:ფინეთ
ხაზი 373: ხაზი 373:
[[wuu:芬兰]]
[[wuu:芬兰]]
[[xal:Суһомудин Орн]]
[[xal:Суһомудин Орн]]
[[xmf:ფინეთ]]
[[yi:פינלאנד]]
[[yi:פינלאנד]]
[[yo:Fínlándì]]
[[yo:Fínlándì]]

00:15, 15 ივლისი 2011-ის ვერსია

ფინეთის რესპუბლიკა
Suomen tasavalta
Republiken Finland
ფინეთი
ფინეთის
დროშა გერბი
ჰიმნი: Maamme (ფინ.)
Vårt land (შვედ.)
ფინეთის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ჰელსინკი
60°10′ ჩ. გ. 24°56′ ა. გ. / 60.167° ჩ. გ. 24.933° ა. გ. / 60.167; 24.933
ოფიციალური ენა ფინური, შვედური
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ტარია ჰალონენი
 -  პრ.-მინისტრი მატი ვანჰანენი
ფართობი
 -  სულ 338,145 კმ2 (65-ე)
 -  წყალი (%) 10,0
მოსახლეობა
 -  2009 შეფასებით 5,333,496 (111-ე)
 -  2000 აღწერა 5,155,000 
 -  სიმჭიდროვე 16 ად კაცი/კმ2 (161-ე)
მშპ (მუპ) 2005 შეფასებით
 -  სულ $163 მილიარდი (52-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $34,819 (მე-12)
აგი (2007) 0.952 (მაღალი) (მე-11)
ვალუტა ევრო (EUR)
დროის სარტყელი EET (UTC +2სთ.)
 -  ზაფხულის (DST) EET (UTC +3სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდი FIN
Internet TLD .fi, .ax1
სატელეფონო კოდი 358

1ასევე .eu, როგორც ევროპის კავშირის წევრი.

ფინეთი , (ფინ. Suomi, შვედ. Finland; ოფიციალური სახელი ფინეთის რესპუბლიკა, ფინ. Suomen tasavalta, შვედ. Republiken Finland[1]) — სახელმწიფო სკანდინავიაში, ფენოსკანდინავიის რეგიონში, ჩრდილოეთი ევროპა. ფინეთს დასავლეთიდან ესაზღვრება შვედეთი, ჩრდილოეთიდან ნორვეგია, აღმოსავლეთიდან რუსეთი, ხოლო ესტონეთი მდებარეობს ფინეთის ყურის მეორე მხარეს. ამიტომ ამ ორ სახელმწიფოს საზღვაო გზებით მნიშვნელოვანი კავშირები აქვთ.

აქ დაახლოებით 5.4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც ძირითადად ქვეყნის სამხრეთ რაიონებში არიან კონცენტრირებულნი. ამ სახელმწიფოს ევროპაში ფართობის მხრივ მერვე ადგილი უკავია, ფინეთი ევროკავშირში ყველაზე მეჩხერად დასახლებული ქვეყანაა. ფინეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა, 2010 წლის 1 აინვრამდე, ქვეყანა იყოფოდა ექვს პროვინციად, მაგრამ რეფორმის შედეგად, ფინეთი ადმინისტრაციული დაყოფის ახალ სისტემაზე გადავიდა და შეიქმნა ექვსი ახალი, რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციული სააგენტო, რომლებიც თავის მხრივ 20 რეგიონად იყოფა, რეგიონები კი მუნიციპალიტეტებისგან შედგება, სულ 342 მუნიციპალიტეტია. დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი ცხოვრობს ჰელსინკის აგლომერაციაში, რომელიც წარმოადგენს დიდ ჰელსინკს. ქვეყნის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია: ტამპერე, ტურკუ, ოულუ, იოვიასკიოლია, კუოპიო და ლაჰტი.

ფინეთი მრავალი საუკნის განმავლობაში შვედეთის ნაწილად ითვლებოდა, 1809 წელს ფინეთის დიდი სამთავრო შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1917 წელს მოიპოვა, ამას მოჰყვა სამოქალაქო ომი და ომები საბჭოთა კავშირთან და ნაცისტურ გერმანიასთან, ცივი ომის დროს ქვეყანას ოფიციალური ნეიტრალიტეტი ჰქონდა გამოცხადებული. ქვეყანა შეუერთდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას 1955 წელს, OECD-ს 1969 წელს, ევროკავშირს 1955 წელს, ფინეთი არის ევროზონის ერთ-ერთი დამაარსებელი სახელმწიფო.

სახელწოდება

  • ოფიციალური: ქართულად - ფინეთის რესპუბლიკა; ფინურად - Suomi; Suomen tasavalta; შვედურად - Republiken Finland.
  • ეტიმოლოგია - სახელი შესაძლოა მომდინარეობდეს გერმანიკული Fennland-ისაგან, რაც “მოხეტიალეებს” უნდა ნიშნავდეს, ხოლო ეროვნულ ფორმას (Suomi) უკავშირებენ ბალტიურ ძირს, რომლის მნიშვნელობაა “მიწა, ქვეყანა”.
  • ქვეყნის კოდი - FI.


გეოგრაფია

ფინეთის რუკა
  • ფართობი - 337.032 კვ.კმ.
  • ბუნება: უმაღლესი მწვერვალი - ჰალტი 1.328 მ; მდინარე - კემიოკი 483 კმ; ტბები (კვ.კმ) - დიდი საიმაა 4.377, ინარი 1.102, პაიანე 1.054; კუნძულები (კვ.კმ) - სოისალო 1.638, ალანდი 685, კემი 524, ჰაილუოტო, ვალგრუნდი; კლიმატი - კონტინენტური, სუბპოლარული.
  • ბუნებრივი რესურსები - საშენი ხე-ტყე, სპილენძი, თუთია, რკინის მადანი, ვერცხლი.

ფინეთი გეოგრაფიულად განსხვადება სკანდინავიის სხვა ქვეყნებისაგან. ქვეყანა მდებარეობს ევროპის კონტინენტის უკიდურეს ჩრდილოეთში, შემოსაზღვრულია ბალტიის ზღვითა და ბოტნიისა და ფინეთის ყურეებით, სახმელეთო მეზობლები კი არიან შვედეთი, ნორვეგია და რუსეთი. რეგიონის სხვა ქვეყნების მსაგვსად ფინეთის ტერიტორია მოქცეულია ჩრდილოეთის 60° პარალელის ჩრდილოეთით. ხმელეთის ფართობის დაახლოებით მეოთხედი და მთლიანი ფართობის მესამედი არქტიკული წრის ჩრდილოეთით მდებარეობს.


კლიმატი

კლიმატი ფინეთის ჩრდილეთ ნაწილში სუბარქტიკულია, ხოლო სამხრეთში – ნახევრად კონტინენტური. საერთო ჯამში, ჰავა ნესტიანი და გრილია და ხასიათდება თბილი ზაფხულითა და ძალიან ცივი ზამთრით. ქვეყნის კლიმატს ასევე განაპირობებს როგორც მისი ჩრდილოეთით მდებარეობა, ასევე მისი ზღვისპირა მდებარეობა.

ზამთარი სამხრეთ ფინეთში გრძელდება 4 თვე. ყველაზე ცივი ზამთრის პერიოდში, ქვეყნის ამ ნაწილში, ტემპერატურა-20ºC-ის ქვევითაა, ყველაზე თბილი ზაფხულის დღეებში კი შეიძლება 30ºC-ს გადააჭარბოს. ზაფხული სამხრეთ ფინეთში გრძელდება 4 თვე. რაც შეეხება ჩრდილოეთ ფინეთს, იგი ხასიათდება ძალიან ცივი, 7-თვიანი ზამთრით და თბილი, მაგრამ ხანმოკლე, 2-თვიანი ზაფხულით.

ქვეყნის კლიმატზე უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს გოლფსტრიმის თბილი დინება.

სახელმწიფო

პრეზიდენტის რეზიდენცია

დემოგრაფია

ფინეთის მოსახლეობა შეადგენს 5.3 მლნ ადამიანს, საშუალო სიმჭიდროვე ყოველ კვადრატულ კილომეტრზე 17-ს. შედეგად, ფინეთი ევროპაში მესამე ყველაზე მეჩხერად დასახლებული სახელმწიფოა ისლანდიისა და ნორვეგიის შემდეგ. მოსახლეობის გადანაწილება საკმაოდ არათანაბარია: უდიდესი ნაწილი თავმოყრილია სამხრეთ-დასავლეთის პატარა სანაპირო ზოლში. ურბანიზაციის დონე 64%-ს შეადგენს, მათ შორის, მხოლოდ ჰელსინკის მეტროპოლიაში 1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. არქტიკულ ლაპლანდიაში კი კვადრატულ კილომეტრზე 2 ადამიანი მოდის.

ეკონომიკა

ფინეთი განვითარებული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (127 მლრდ $) მსოფლიოში 32-ე ადგილი უკავია.

  • ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 5, მრეწველობა - 34, მომსახურება- 61;
  • ე.ე.პ. (1 სულზე) - 37.800 $.
  • ექსპორტი - ხე-ტყე, ავტომობილები, გემები, ტანსაცმელი, ავეჯი.
  • უდიდესიკომპანიები - ფინაირი, ნოკია, ტელია სონერა, ვალმეტი.
  • ბიუჯეტი - 36,100 მლნ $.
  • ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ფინური მარკა.

მემკვიდრეობა

ჰელსინკის ლუთერანული კათედრალი

ცნობილი ფინელები

ისტორია

ფინეთის ისტორიაზე დიდი გავლენა მოახდინა მისმა ორმა მეზობელმა — შვედეთმა და რუსეთმა. მე-12 საუკუნიდან მასზე შვედეთი ბატონობდა, 1809 წელს კი რუსეთმა თავისი იმპერიის ფარგლებში მოაქცია. მხოლოდ 1917 წელს, ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ გამოცხადდა ფინეთის დამოუკიდებლობა.

არქეოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, დღევანდელი ფინეთის ტერიტორია ჩვ. წ. აღ-მდე დაახლოებით 8500-იანი წლების ფარგლებში დასახლდა. აღმოჩენილი არტეფაქტების მიხედვით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფინეთის დასახლების პერიოდი ემთხვევა ესტონეთის, რუსეთის ნაწილისა და ჩრდილონორვეგიის დასახლების პერიოდს. პირველი მოსახლები მონადირე-შემგროვებლები უნდა ყოფილიყვნენ. ისინი ქვის იარაღებს იყენებდნენ. პირველი მეთუნეობა ჩვ. წ. აღ-მდე 3000 წელს ჩაისახა, როდესაც აღმოსავლეთიდან მისულმა ხალხმა თიხის ჭურჭელი გააცნო ადგილობრივ მოსახლეობას. დაახლოებით 4500 წლის წინ, ფინელთა წინაპრებმა სოფლის მეურნეობასაც მიჰყვეს ხელი. ამის მიუხედავად, ქვეყნის ჩრდილოეთში მეთევზეობა და ნადირობა ეკონომიკის წამყვან დარგებად რჩებოდა. ბრინჯაოს და რკინის ხანა ფენოსკანდინავიურ და ბალტიურ რეგიონებთან მჭიდრო კონტაქტებით აღინიშნა. მეცნიერთა ჯგუფი დღემდე ვერ თანხმდება თუნდაც მიახლოებით თარიღზე, თუ როდის დაიწყო ფინეთის ტერიტორიაზე ფინურ-უგრული ან ინდოევროპული ენების გამოყენება.


პირველი წერილობითი დოკუმენტი 12-ე საუკუნეს განეკუთვნება.

რუსეთის იმპერია

მეორე მსოფლიო ომი

საბჭოთა კავშირის მიერ მიტაცებული ტერიტორიები

თებერვლის რევოლუციის მიერ რუსეთის სამეფო ტახტის დამხობის შემდეგ, 1917 წლის 6 დეკემბერს ფინეთის პარლამენტმა ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1918 წლის იანვარში მათი დამოუკიდებლობა ბოლშევიკურმა რუსეთმა და მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ აღიარა.

1919 წელს ფინეთმა რესპუბლიკური კონსტიტუცია მიიღო. 1920 წელს საბჭოთა რუსეთთან მშვიდობისა და საზღვრების აღიარების ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმადაც ფინეთის საზღვრი ადრინდელი დიდი საჰერცეგოს საზღვრების მიხედვით განისაზღვრა.

1939 წელს ჰიტლერ-სტალინის პაქტით ფინეთი საბჭოთა კავშირის ინტერესეთა სფეროში შევიდა. რასაც 1939 წლის 30 ნოემბერს საბჭოთა კავშირის ფინეთის ტერიტორიაზე შეჭრა და ზამთრის ომი მოყვა. მრავალი წარმატებული თავდაცვითი ბრძოლების მიუხედავად, ფინეთმა დამოუკიდებლობა შეინარჩუნა, მაგრამ ტერიტორიები დაკარგა. ომი 1940 წლის 13 მარტს მოსკოვთან მშვიდობის ხელშეკრულების დადებით დამთავრდა.

სქოლიო

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA