ლატვია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის წაშლა: ps:لاتويا (deleted)
r2.6.2) (ბოტის დამატება: xmf:ლატვია
ხაზი 299: ხაზი 299:
[[wuu:拉脱维亚]]
[[wuu:拉脱维亚]]
[[xal:Латдин Орн]]
[[xal:Латдин Орн]]
[[xmf:ლატვია]]
[[yi:לעטלאנד]]
[[yi:לעטלאנד]]
[[yo:Látfíà]]
[[yo:Látfíà]]

23:58, 14 ივლისი 2011-ის ვერსია

ლატვიის რესპუბლიკა
Latvijas Republika
ლატვია
ლატვიის
დროშა გერბი
დევიზი: "Tēvzemei un Brīvībai"
„სამშობლოსთვის და თავისუფლებისთვის“
ჰიმნი: ”Dievs, svētī Latviju!”
„ღმერთი ჰფარავდეს ლატვიას“
ლატვიის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
რიგა
56°57′ ჩ. გ. 24°06′ ა. გ. / 56.950° ჩ. გ. 24.100° ა. გ. / 56.950; 24.100
ოფიციალური ენა ლატვიური
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი
 -  პრ.-მინისტრი ივარ გოდმანისი
ფართობი
 -  სულ 64,589 კმ2 (124-ე)
 -  წყალი (%) 1.5
მოსახლეობა
 -  2007 შეფასებით 2,270,700 (143-ე)
 -  2000 აღწერა 2 375 000 
 -  სიმჭიდროვე 36 ად კაცი/კმ2 (166-ე)
მშპ (მუპ) 2007 შეფასებით
 -  სულ $29.214 მილიარდი (95-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $18,005 (46-ე)
აგი (2007) 0.855 (მაღალი) (45-ე)
ვალუტა ლატი (LVL)
დროის სარტყელი EET (UTC +2სთ.)
 -  ზაფხულის (DST) EET (UTC +3სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდი LVA
Internet TLD .lv
სატელეფონო კოდი 371

სახელწოდება

  • ოფიციალური: ლატვიის რესპუბლიკა.
  • ეროვნული: Latvija; Latvijas Republika.
  • ეტიმოლოგია: სავარაუდოდ თანამადროვე ლატვიელების წინაპრები ცხოვრობდნენ მდინარე ლატას თუ ლეტას ნაპირებზე. მე-19 საუკუნემდე იგი სხვადასხვაგვარად იწოდებოდა: Lettland, Lotygola, Leththia, Lothwa.

გეოგრაფია

ლატვია მდებარეობს ევროპის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე ესტონეთსა და ლიტვას შორის. ტერიტორიითა და მოსახლეობით მას ასევე შუალედური მდებარეობა აქვს სამ ბალტიურ ქვეყანას შორის. ფართობი - 64.589 კვ.კმ.

სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა : განვითარებადი დემოკრატია.
  • სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი(Valdis Zatlers, 2007).
  • მთავრობის მეთაური : პრემიერ-მინისტრი
  • საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი (100 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა : 8 ოლქი - რიგა, პიერიგა, კურზემე, ვიდუსლატვია, დაუგავა, ზიემელაუსტრუმი, რეზეკნე, ლატგალე.

დემოგრაფია

ეკონომიკა

საუკუნეების განმავლობაში ძირითადად აგრარულ ქვეყნად ითვლებოდა. მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ასევე ზღვაოსნობა, თევზჭერა და სატყეო მეურნეობა.

  • რესურსები - ტორფი, კირქვა, დოლომიტი, ჰიდროენერგია, ხე-ტყე, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
  • ექსპორტი - კვების პროდუქტები, ქიმიური მრეწველობის პროდუქცია.
  • ბიუჯეტი - 2,400 მლნ $.
  • ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 3.480 $.
  • ვალუტა - ლატი (LVL).

ისტორია

ისტორიულად ლატვიას ბევრი საერთო აქვს თავის მეზობლებთან. 1918-40 წლებში ისინი დამოუკიდებელი სახელმწიფოები იყვნენ. შემდეგ ჩართულნი იქნენ სსრ კავშირის შემადგენლობაში. 1991 წლიდან კი კვლავ გავიდნენ მსოფლიო არენაზე როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ლიტვასთან მას მჭიდრო ენობრივი, ხოლო ესტონეთთან ისტორიული და რელიგიური კავშირები აქვს. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ლატვიამ განახორციელა მნიშვნელოვანი წისვლა საბჭოთა ეკონომიკიდან თავისუფალი ბაზრისაკენ. ქვეყნის ისტორიაში გარდამტეხი მომენტი დადგა 2002 წლის დეკემბერში კოპენჰაგენის ევროპულ სამიტზე, სადაც მან მიიღო ოფიციალური მიწვევა ევროკავშირის წევრობაზე 2004 წლისათვის. 2003 წლის სექტემბერში ჩატარებულ რეფერენდუმზე მოსახლეობის ორმა მესამედმა მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას.

მემკვიდრეობა

  • არქიტექტურა:
    • რიგა: ისტორიული ცენტრი, საკათედრო ტაძარი (XIII ს.), წმ. იანის ეკლესია (XV ს.), წმ. პეტრეს ტაძარი (XVI ს.);
    • ლიეპაია: XVIII ს-ის ტაძარი;
    • ელგავა: XVII ს-ის ტაძარი;
  • ლიტერატურა: ლატვიური ეპოსი ლაჩპლესისი (1888).
  • ტურიზმი: საკურორტო ცენტრი იურმალა;
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: